კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ვარ 34 წლის გაუთხოვარი ქალი. მაქვს 26-27-დღიანი მენსტრუალური ციკლი. იშვიათად გადამიცდება ხოლმე. გამონადენის ხანგრძლივობა მქონდა 3 დღე, ახლა კი 5 დღის შემდეგ მეწყება თეთრად შლა, რომელიც ზოგჯერ სისხლნარევია. რას მირჩევდით?

პასუხი: თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომები იმის ნიშანია, რომ გინეკოლოგის კონსულტაცია გჭირდებათ. სასურველია ულტრაბგერითი გამოკვლევა, საშოს ნაცხის ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი. შედეგების შეჯერებით დიაგნოზს დააზუსტებენ და მკურნალობას დაგინიშნავენ.

კითხვა: 6 თვეა ყურის ბიბილოში გამოჩნდა ალუბლის კურკისოდენა სიმაგრე. რა გამოკვლევაა საჭირო, რომ მისი ავკარგიანობა დადგინდეს? სად და ვის მივმართო ამ გამოკვლევისა და მკურნალობისთვის?

პასუხი: ყურის ბიბილოში ასეთი შემაგრებები ლიმფის მიმოქცევის შეფერხების გამო ჩნდება. თუ წარმონაქმნი საეჭვოდ მიგაჩნიათ, გირჩევთ, აჩვენოთ დერმატოლოგს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიას ჩაგიტარებთ.

კითხვა: ძალიან მიყვარს „ბორჯომი“ და ხშირ-ხშირად ვსვამ. მაწუხებს კოლიტი. ამ ბოლო დროს კი ვგრძნობ, რომ კუჭის გამოც შემექმნა პრობლემა. მითხარით, კვების რა პერიოდში შეიძლება მინერალური წყლების მიღება?

პასუხი: ჯობია, მიგეთითებინათ, რა პრობლემას გიქმნით კუჭი. უპირველესად, ეს უნდა დაზუსტდეს, რადგან მინერალური წყლის კვების მიმართ დამოკიდებულებას სწორედ კუჭის მჟავიანობის მაჩვენებელი განსაზღვრავს. თუ მჟავიანობა დაქვეითებული ან ნორმალურია, „ბორჯომი“ ჭამის წინ უნდა დალიოთ. მაღალი მჟავიანობისას კი, მინერალური წყლის მიღება ჭამამდე 1 საათით ადრეა საჭირო.

კითხვა: რა იწვევს თვალების ქავილს? რომელიმე ორგანოს დაავადების ბრალი ხომ არ არის ეს?

პასუხი: თვალების ქავილის მიზეზი ყველაზე ხშირად კონიუნქტივიტია – თვალების ლორწოვანი გარსის ანთება, რომელსაც ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია, ალერგია, თვალის ტრავმა ან უცხო სხეული იწვევს.

კითხვა: ხორცის შეძულება არის თუ არა კუჭის სიმსივნის ნიშანი? კვლევის რომელი მეთოდებით ადგენენ კუჭის სიმსივნის არსებობას?

პასუხი: კუჭის სიმსივნით დაავადებულ ადამიანს მართლაც აღენიშნება თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომი. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხორცის შეძულება ყოველთვის კუჭის სიმსივნეზე მიუთითებს. ასეთ დროს ამბობენ, რომ ხორცეულის სიძულვილი კუჭის კიბოს არასპეციფიკური სიმპტომია. ინფორმაციულია დიაგნოსტიკის ორი მეთოდი – გასტროსკოპია და ლორწოვანის ბიოფსია მასალის შემდგომი პასტოლოგიური გამოკვლევით.

კითხვა: ორი წლის წინ დამისვეს მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი. ვიმკურნალე და ყველაფერი მომიწესრიგდა. არაფერი აღარ მაწუხებს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ბოლომდე გამოვჯანმრთელდი? შეიძლება, რომ მივიღო ცხიმიანი საკვები, ლუდი?

პასუხი: კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებათა სივერაგე ის გახლავთ, რომ შეიძლება, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო ფაქტორთა ზეგავლენით, განმეორდეს ან გამწვავდეს. ამიტომ გირჩევთ, ერიდოთ ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლს. დიეტის დარღვევა შეიძლება, დაავადების რეციდივის მიზეზად იქცეს.

კითხვა: მაქვს ჩირქოვანი სინუსიტი. რამდენად საშიშია ეს დაავადება და რა გართულებებია მოსალოდნელი მისგან?

პასუხი: ჩირქოვანი სინუსიტი ცხვირის დანამატი ღრუების ჩირქოვანი ანთებაა. გასავლის ძიებაში ჩირქოვანმა მასამ ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გადაინაცვლოს. ხშირად ეს გადაადგილება თვალბუდის მიმართულებით ხდება და ფლეგმონები ან აბსცესები წარმოიქმნება. თუ ჩირქოვანი ანთება ზევით გავრცელდა, შეიძლება, თავის ტვინის გარსის ანთება – მენინგიტი განვითარდეს. სინუსიტის შედეგად ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს ყნოსვა, ან დაუზიანდეს სახის ნერვი და განუვითარდეს ნევრალგია.

კითხვა: რამდენიმე თვის წინ კუჭის წყლულის დიაგნოზი დამისვეს. ექიმმა მითხრა, შენთვის ვაშლი არ შეიძლებაო. სწორია თუ არა ასეთი რეკომენდაცია?

პასუხი: ზოგიერთი დაავადების დროს, რაციონიდან ვაშლის ამოღება მართლაც საჭიროა. მჟავე ვაშლი არ არის სასურველი მათთვის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი, კუჭქვეშა ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს – ასეთ დროს მჟავე ხილმა შეიძლება გააღრმაოს ანთებითი პროცესი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3