კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოიწესრიგეთ ენდოკრინული სისტემა და იყავით ჯანმრთელი


ჭარბი წონა – ამის მიზეზია ჰორმონული დისბალანსი. სიმსუქნე ესტროგენების არასაკმარისი აქტივობისა და პროგესტერონის მოქმედების შედეგია. ასეთ დროს მხოლოდ წონის მატება როდია მნიშვნელოვანი, ყურადღება უნდა მიაქციოთ, სხეულის რომელ ნაწილში ლაგდება ცხიმი. თუ ის ძირითადად მუცლის არეშია თავმოყრილი, მაშინ მოიმატებს შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების განვითარების რისკი. თუ ცხიმი თეძოების მიდამოებშია, მაშინ ხერხემლის, სახსრების დაზიანებისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების საშიშროება იჩენს თავს. ამიტომ, ბევრი იმოძრავეთ, ივარჯიშეთ, შეზღუდეთ კალორიული საკვების მიღება, უარი თქვით ცხიმსა და ტკბილეულზე. თვეში ორი კილოგრამის დაკლება ჰორმონული დარღვევების აღმოფხვრას უწყობს ხელს;

შრომის უნარის დაქვეითება და საერთო სისუსტე – ამის მიზეზია ესტროგენების დეფიციტი ორგანიზმში. ესტროგენები განაპირობებს კარგ მეხსიერებას. როცა სისხლში ესტროგენების რაოდენობა იკლებს, თავს იჩენს სისუსტე, დაბნეულობა, აპათია, ნევროზი და ასე შემდეგ. ესტროგენების გამომუშავებას ხელს უწყობს ნაღებისა და სტაფილოს წვენების კოქტეილის სმა. ის ასე უნდა მოამზადოთ: 150 გრამ ახალგამოწორულ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 50 გრამი ნაღები და მიიღეთ;

შეშუპების მიზეზია პროგესტერონის სიჭარბით გამოწვეული წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა. ამიტომ, დაძინებამდე ერთი ან ორი საათით ადრე მოერიდეთ სითხის მიღებას. შეზღუდეთ მარილის მოხმარება. საკვებ რაციონში კი ჩართეთ ვაშლი და რძის პროდუქტები, რაც ააქტიურებს თირკმელების მუშაობას;

უძილობის მიზეზი ესტროგენური დეფიციტია. თუ რაიმე მიზეზით ორგანიზმში ამ ბუნებრივი საძილე საშუალების გამომუშავება არ ხდება და შეფერხებულია, თავს იჩენს უძილობა, სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება. გირჩევთ, ძილის წინ კუჭი მსუყე ვახშმით არ გადატვირთოთ და დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ;

გულის არეში პერიოდული ტკივილის მიზეზი ჰორმონული დისბალანსია. ამ დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევა და სწორედ ეს ხდება არითმიისა და გულის პერიოდული ტკივილის მიზეზი. ეს საშიში არ არის, რადგან, როგორც კი ენდოკრინული ფონი დაბალანსდება, ყველაფერი კარგად იქნება. ამ დროს, მიიღეთ წყალში გასაზავებელი დამაწყნარებელი წვეთები, მაგალითად, ვალოკორდინი ან კატაბალახას წვეთები;

შაკიკის მიზეზია პროგესტერონის სიჭარბე. ეს ჰორმონი ორგანიზმში აკავებს წყალს, რაც არტერიული და შიდა ქალის წნევის აწევას იწვევს. თუ თავი იჩინა ნერვულმა დაძაბულობამ, რეფლექსურად ის გადაეცემა კუჭის კუნთებს და ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დახშობის მიზეზიც ხდება. ამ დროს კარგია შარდმდენი და დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენების მიღება, მაგალითად, პიტნის, კატაბალახას, ან კრაზანას ნაყენის სახით. 50 გრამ ნედლეულს დაასხით ორი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა, ჭამამდე, რამდენიმე წუთით ადრე.


скачать dle 11.3