კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გუჩიმ” წარმოუდგენლად სექსუალური ქალი ზაფხულში მოდის პიკში აიყვანა


ამ სეზონის მოდაში სითეთრე რომ წამყვანი ტენდენციაა, ჩვენს რუბრიკაში მიმოხილული სხვადასხვა მოდის სახლთა კოლექციებით იოლად მიხვდებოდით, მაგრამ „გუჩის” კოლექციამ სითეთრის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. პოდიუმზე გამოსულ „გუჩის” პირველივე მოდელს წამსვე მიეკერა გლამურული, ათლეტური, ცოტა სპორტული, თვითდარწმუნებული და ენერგიული ქალის იარლიყი. „გუჩის” ახალი კოლექცია ის მოდერნისტული ხაზია, რომელსაც ფრიდა ჯანინი – მოდის სახლის მთავარი დიზაინერი, დიდი ხნის განმავლობაში გაურბოდა. ამ შემთხვევაში, ფრიდამ თავისი ქალბატონი ახალ, ჰიპურ, დისკო-სახელმწიფოში დაასახლა, თუმცა კოლექციის ბოლოს, მიმართულების და სტილის შეცვლა ადრენალინის ტურბო გასროლასავით იყო, რის შემდეგაც ყველა სტუმარი და კრიტიკოსი აღიარებდა – ეს ფრიდა ჯანინის საუკეთესო კოლექციაა!

პროგრამაში მითითებული იყო, რომ დიზაინერს ნაფიქრი აქვს და კოლექციაშიც არის შეტანილი პატარა შავი კაბები, მაგრამ გარკვეული მიზეზებით, შოუს შუა ნაწილამდე არ გამოჩენილა. რაც მანამდე აჩვენეს, აქტუალურობის თვალსაზრისით, გაცილებით უკეთესი იყო: მაღალყელიანი, მოტკეცილი ლეგინსები, თხელი ჟაკეტები, მოტოკროსისა და პარაშუტისტების ქურთუკების მინიმალიზებული ვერსიები, „ბაიკერების“ გველის ტყავისგან შემქნილი შარვლები და ქვედაკაბები – ეს ყველაფერი „გუჩის” გოგოს ამ სეზონზე ძალიან უყვარს. კოლექციის მიმართულებას ჯანინიმ კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი უამრავი მბზინავი და ლითონის ელემენტის გამოყენებით. ბლეიზერების მოღებული ზურგი შიშველ სხეულს საოცრად კვეთდა, მეტალის ელემენტებს კი აქცენტი სწორედ ამ სიშიშვლეზე გადაჰქონდა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა კარი გაუხსნა „გუჩის” გლამურულ მგრძნობელობას, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, კარს უკან მშვიდად ეძინა.

შოუს შუა ნაწილში ტემპი ოდნავ დავარდა, როდესაც პოდიუმზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ დაპრინტულ სამოსში გამოწყობილი მოდელები. ეს ალბათ, ერთგვარი დამზღვევი მანევრი იყო იმ კლიენტთა გულის მოსაგებად, ბოლო დროს „გუჩის” ფოკლორისტულ მხარეებზე რომ გადაერთნენ და შეიყვარეს. ასეა თუ ისე, ჯანინი იმწამსვე დაუბრუნდა მოწოდების სიმაღლეს, როგორც კი ფერები პოდიუმიდან გაქრა. სურათი ვერცხლისფერმა, საოცარმა მოდელებმა და მოკლე, ტანზე მომდგარმა წარმოუდგენლად სექსუალურმა კაბებმა შეცვალა.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, მსუბუქ, საზაფხულო მოდელებთან ერთად, ფრიდა ჯანინიმ დაჭრილი, სექსუალური და გრილი საზაფხულოდ ჩექმები აჩვენა. დაჭრილი თეთრი ტყავი გარუჯულ ფეხს საოცარ ელფერს სძენდა და განსაკუთრებით ალამაზებდა სექსუალურ კაბებს.

შოუს ბოლოს კი „ქეთვოქზე” გამოვიდა ქალი-რობოტი. კაბა, რომელიც მას ეცვა თავიდან ბოლომდე ასხმული იყო ლითონისა და ბისერების კრისტალებით. ეს გახლდათ როკ-ვარსკვლავი, ქალი, რომლის გარდა, ალბათ, ყველაფერი უკვე ნაჩვენები გახლდათ ამ სეზონის კოლექციებში.

ფრიდა ჯანინის „გუჩისთვის” შექმნილ სამოსს არაფერი ჰქონდა საერთო რომანტიკულ, სენტიმენტალურ, ნაზ ფრენასთან, რომელიც სხვა დიზაინერების პოდიუმზე გვინახავს. ეს არის კოლექცია, რომლის მოდელთა მთელი ანსამბლი და კოსტიუმები თუ ვერ დავკიდეთ ჩვენს გარდერობში, მის მიერ ნაკარნახები ელემენტები მაინც უნდა გადმოვიტანოთ ყოველდღიურ ჩაცმულობაში.


скачать dle 11.3