კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლე ლატარიის კომპანიისგან – „ტოტო“ თამაში ფეხბურთის მოყვარულთათვის


„ვილიამჰილი” – ეს იყო პირველი რითაც ადამიანებს საშუალება მიეცათ, თავიანთი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადაეტანათ და ამით არცთუ ისე მცირე თანხები მოეგოთ დროთა განმავლობაში, თან ძალიან სწრაფად, აღსანიშნავია, რომ ამ სფერომ ევოლუცია განიცადა და დღეს უკვე ფეხბურთზე თამაშის უამრავი ალტერნატივა არსებობს – ტოტალიზატორები, გათამაშებები, ლატარიები... ზოგიერთ ქვეყნებში ცალკე სამსახურებია გახსნილი იმისთვის, რომ დაბნეულმა ადამიანებმა დარეკონ იქ და იმის მიხედვით, თუ რას კარნახობს ინტუიცია, ამ საქმეში გამოცდილი პროფესიონალები კონსულტაციას გაუწევენ.

როგორი პოპულარულია საქართველოში ფეხბურთზე თამაში, ამას ცალკე მიმოხილვა არ სჭირდება. ასევე კარგად გავერკვიეთ ფსონების, ეგრეთ წოდებული „კუშების” და სხვა ამგვარ სისტემებში, მაგრამ „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიერ შემოთავაზებული ახალი თამაში – „ტოტო” მოგების ყველაზე პრაქტიკული, მარტივი ხერხია, სადაც არ გჭირდება კოეფიციენტების, ეგრეთ წოდებული „კუშების” გამოთვლა. თამაშზე, რომელშიც ერთ გუნდს უდავო უპირატესობა აქვს, ორ ლარში ორი ლარი და ოცი თეთრი კი არა, შესაძლოა, 100 000 ლარი მოიგო. ნუ დაიბენით! აქ არაფერია არარეალური, არც სარეკლამო – ეს ფაქტია, რომელიც მხოლოდ თქვენს გამჭრიახობასა და ინტუიციაზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, თამაშის წესები უმარტივესია, რომელსაც აუცილებლად, გაგაცნობთ ქვემოთ.

„ტოტო“ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ყველაზე პოპულარულ სპორტულ ღონისძიებებზე ფსონის დადების ნაირსახეობაა, რომელიც მარტივად სათამაშოა და მაღალია მაქსიმალური პრიზის მოგების შანსი.

ავთანდილ წერეთელი, „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი: „ტოტოს“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გაგვიჩნდა, გვინდოდა, შეგვექმნა თამაში, რომელიც სპორტთან იქნებოდა დაკავშირებული. სპორტის რა სახეობასთან უნდა ყოფილიყო ის დაკავშირებული, ამაზე ბევრი არ გვიმსჯელია – ყველაზე პოპულარული როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, არის ფეხბურთი, „ტოტო“, რომელსაც მილიონობით ადამიანი თამაშობს. ყველგან, სადაც ეროვნული ლატარია თამაშდება, შეგიძლიათ ითამაშოთ „ტოტოც”.

თამაშის წესები ძალიან მარტივია – ყოველი გათამაშების წინ „საქართველოს ლატარიის კომპანია“ წინასწარ აქვეყნებს 14 საფეხბურთო მატჩის სიას, რომელთა შედეგების პროგნოზირებით შევსებული ბილეთი მონაწილეობას მიიღებს კონკრეტულ გათამაშებაში. გათამაშებები გაიმართება შაბათ-კვირას. შერჩევის ბარათის საშუალებით მომხმარებელი ირჩევს თოთხმეტივე მატჩის სასურველ შედეგს. იმ შემთხვევაში თუ თოთხმეტივე მატჩის შედეგი დაემთხვა, მომხმარებელი იგებს ჯეკპოტს. „ტოტოს“ პირველი გათამაშებისთვის, რომელიც 21-22 აგვისტოს გაიმართება, ჯეკპოტი 100 000 ლარს შეადგენს. „ტოტოში“ სულ ოთხი სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაა:

I კატეგორია ჯეკპოტი – 14 საფეხბურთო მატჩის შედეგის დამთხვევა;

II კატეგორია – 13 მატჩის შედეგების დამთხვევა;

III კატეგორია – 12 მატჩის შედეგების დამთხვევა;

IV კატეგორია – 11 მატჩის შედეგების დამთხვევა.

ალბათ, ფეხბურთის ყველა მოყვარულისთვის საინტერესო იქნება ის საოცარი შესაძლებლობა, რომელსაც ლატარიის კომპანია მოთამაშეებს სთავაზობს. არსებობს ბილეთის შერჩევის ორი ფორმა – „ტოტო სტანდარტი“ და „ტოტო პლუსი“. „ტოტო სტანდარტის“ საშუალებით მოთამაშე ავსებს თოთხმეტივე მატჩის შედეგს, წერს რომელიმე გუნდის მოგებას (1), ფრეს (X) ან წაგებას (2), ხოლო „ტოტო პლუსის“ შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია, ერთი მატჩისთვის შეარჩიოს ორმაგი (2 რეზულტატის შერჩევა: 1X; 1-2; X2) და სამმაგი ფსონი (სამი რეზულტატის შერჩევა 1X2).

ავთანდილ წერეთელი: „ტოტო პლუსის“ შემთხვევაში, დასაშვებია შვიდი ორმაგი და ხუთი სამმაგი ფსონის დადება, დანარჩენი თამაშების კი ჩვეულებრივი წესით შეივსება. თუმცა, რამდენ თამაშს აზღვევს მომხმარებელი და რამდენ ორმაგ თუ სამმაგ ფსონს იყენებს, ამის მიხედვით ბილეთის ღირებულება მატულობს. თუ სტანდარტული ბილეთი ორი ლარია, „ტოტო პლუსის“ ბილეთის მაქსიმალური ფასი 648 ლარია, თუმცა ამ შემთხვევაში 100 000 ლარის მოგების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.

– ქართველები ტოტალიზატორზე თამაშში ისე ვართ დახელოვნებული, რომ შვიდი კი არა, თოთხმეტი თამაშის შედეგის გამოცნობაც კი ძალიან ხშირია.

– ზუსტად ეს გვახარებს ჩვენც, რადგან გვინდა, რაც შეიძლება, ხშირად გათამაშდეს ჯეკპოტი და ხშირად გავახაროთ ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრები. იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფრით ფეხბურთის შემდგომ პოპულარიზაციაში გარკვეულ წვლილს შევიტანთ.

– ანუ დამატებითი ინტრიგა ემატებათ ჩვენს ფეხბურთის მოყვარულებს.

– დიახ. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მათგანისთვის ეს საყვარელი თამაში გახდება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ყოველ გათამაშებაზე დაიბეჭდება პროგრამები, შედეგები. გვაქვს ჩვენი გაზეთი „ტოტო”, რომელიც უკვე იყიდება საქართველოს საგაზეთო ქსელებში და კიდევ ერთი სიახლე – გვექნება ჩვენი სატელევიზიო შოუ, სადაც მოხდება მატჩების განხილვა და პროგნოზების გაკეთება.

– ესე იგი, ყველანაირად უადვილებთ ადამიანებს ჯეკპოტის მოგებას.

– მაქსიმალურად ვცდილობთ და გვინდა, რაც შეიძლება მეტი გამარჯვებული გვყავდეს.


скачать dle 11.3