კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ატყუებდა და აწვალებდა ცოლს ოთარ რამიშვილი


გულნაზი რამიშვილი: ოთარი ჩაბარებული ჰყავდა თავის უფროს ბიძაშვილს, რამინს. ეს პირველ კლასში იყო, ის – მეშვიდეში. ძალიან მოუსვენარი ბავშვი ყოფილა. ახლაც ცელქია და მგონი, ბავშვობაშია ჩარჩენილი. სკოლაში რომ უშვებდნენ, ზოოპარკში მიდიოდა. მასწავლებელი მისი ბიძაშვილის კლასში შესულა და უთქვამს: ბავშვი გაკვეთილებზე არ არისო. რამინი მიამბობდა: ისეთ დღეში ჩავვარდი, ლამის გავგიჟდი. მთელი კლასი მას ეძებდა. ქუჩაში ყველას ვეკითხებოდით, ბავშვი ხომ არ გინახავთო. ერთმა გვითხრა – კი, აგერ მიდიოდა, ხელში რაღაც ჯოხები ეკავაო. ნელ-ნელა ნაპირს გავყევით და ვხედავთ, თევზაობს. რომ დავინახე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ წარმოიდგენო.

ვაკეში ცხოვრობდნენ, კავსაძის ქუჩაზე. სამი წლის იყო, ვიღაც ქურთის გასვენება ყოფილა. ჭირისუფლები და ხალხი ხომ მიყვებიან მიცვალებულს საფლავზე და ესეც გაჰყოლია. რომ დაკრძალეს და ხალხი დაიშალა, ეს საფლავზე დამჯდარა და საშინელი ტირილი მოურთავს. ბავშვის ხმაზე ვიღაც მიბრუნებულა უკან და წამოუყვანია. ამ დროს სტუდქალაქთან ხალხია შეკრებილი, არის ერთი ჩოჩქოლი, დედამისი ტირის – ბავშვი დაიკარგაო. მიუყვანეს. რომ დაინახა, სიხარულისგან ლამის გაგიჟდა.

– ბატონი ოთარი ყოველთვის იმას ამბობს, ასეთი ცოლი არავის ჰყავს, გულნაზი ჩემი ღმერთიაო. ძალიან საინტერესო გაცნობის ისტორია გაქვთ. მოგვიყევით.

– იმ წყენასთან და გაჭირვებასთან ერთად, ბევრი ლამაზი დღე მაქვს ცხოვრებაში ნანახი და ეს მაძლებინებს. ჩვენი გაცნობისა და შეუღლების ისტორია პატარა სპექტაკლივითაა. მე სამტრედიიდან ვარ. მოგეხსენებათ, რაიონის გოგონები ყოველთვის მორიდებულები ვიყავით. ჩემი მეზობელი, ალეკო მახარაძე თბილისში, თეატრალურზე სწავლობდა და ერთ-ერთ ზაფხულს სამტრედიაში ჩამოვიდა. სახლში ვიყავი. ალეკოს დედა მოვიდა ჩვენთან და მეუბნება: დღეს სტუმრები მყავს და აუცილებლად გადმოდი, მჭადების დაცხობაში მომეხმარეო. გაკვირვებული დავრჩი. ვიფიქრე, ერთმანეთს წესიერად გამარჯობასაც არ ვეუბნებით და რა მჭადები უნდა დავუცხო-მეთქი. უარი ვერ ვუთხარი, გადავედი. შევედი, ვხედავ, სტუმრები არიან – ოთარი, მისი და და ბიძაშვილი. ძალიან მომერიდა. ვიფიქრე, უცებ მჭადებს დავაცხობ და წავალ-მეთქი, მაგრამ ვინ გამომიშვა. მეორე დღეს ოთარი მამასთან ერთად ჩამობრძანდა – გურიიდან არიან. იქ სახლი აქვთ. ეს ქალი ისევ მოვიდა ჩვენთან და დედაჩემს ეუბნება: ჩამოსულები არიან, შენი გოგოს ნახვა უნდათ და გადმოდითო. სიმართლე გითხრათ, ვერაფერს მივხვდი. გადავედით. შევამჩნიე, ოთარი რაღაცნაირად მიყურებს, მამამისი, ძია მიშა დედაჩემს ეუბნება: ქალბატონო მარიამ, ძალიან მომწონს თქვენი ქალიშვილი. მოკლედ, ეს საქმე უნდა მოგვარდეს, დღესვე მიგვყავსო. დედაჩემმა იმერული კილოთი მიუგო: რას ლაპარაკობ, გენაცვალე, რას ჰქვია, დღესვე მიგყავთ. უპატრონო კი არაა აი ბაღანა?! ქვეყნის ნათესავები და ხალხი მყავს, იმათაც უნდა ვკითხოო. მაშინ ასეთი კი არ ვიყავი, კარგ გოგოდ ვითვლებოდი მთელ სამტრედიაში. მახსოვს, ისეთი ლამაზი, მთვარიანი ღამე იყო. სტუმრებს რომ აცილებდნენ და ჩვენც გამოვდიოდით, ჭიშკარს მივეყუდე. გრძელი ნაწნავები მქონდა, წინ გადმოვიგდე და ნერვიულობისგან დაწნა დავიწყე. მამამისი ისევ ეუბნება დედაჩემს: თუ ახლა თქვენი ქალიშვილი ჩვენი რძალი არ გახდება, თამარქალივით გოგო გყავთ და კარგ ვინმეს მაინც გააყოლეთო. როგორც იქნა, დაბრუნდნენ გურიაში. ოთარი სახლიდან გამოიპარა და ალეკოსთან ერთად მთელი ღამე ჩვენი სახლის წინ აივლიდა, ჩაივლიდა. მე არავითარი ყურადღება არ მიმიქცევია, დედაჩემი იყო ფხიზლად. დადგა ჩვენი ხელის მოწერის დღეც. მაშინ ასეთი ადვილი არ იყო ეს. ალეკოს ერთი დანჯღრეული „მოსკვიჩი“ ჰყავდა. ჩავსხედით და წავედით. არსად ხელი არ მოგვაწერინეს. მერე, ოთარმა თქვა: მე ვიცი, სადაც მოგვაწერინებენ ხელსო და წავედით ჩოხატაურში. საერთოდ, მგზავრობას ვერ ვიტან, საშინლად მწყენს, როგორ ავედით ჩოხატაურში, არ ვიცი. დღესაც რომ მახსენდება, ცუდად ვხდები. სანამ ხელის მოსაწერად წავიდოდით, ჯერ თავის ეზოში შემიყვანა, დედამისი გამაცნო. რომ დავინახე, დავიბენი, ასეთი სილამაზე არ მენახა. მერე წავედით „კანტორაში“ და ხელი მოვაწერეთ, ჩემი მამამთილიც წამოგვყვა. მეორე დღეს მთელი ოჯახი თბილისში წამოვედით. ხაშურში რომ გაჩერდა მატარებელი, ოთარს მეგობრები შეხვდნენ და საქეიფოდ მიჰყავდათ. დედამისმა სთხოვა: ძალიან გთხოვთ, არ წაიყვანოთ, ცოლი ითხოვა და თბილისში, სახლში მიგვყავსო. მივედით ვაკეში, კავსაძეზე და იქ ვიცხოვრეთ ორმოცი წელი.

– ის ფაქტი, რომ უკვე ორჯერ იყო ქორწინებაში, რას ნიშნავდა თქვენთვის?

– აბსოლუტურად არაფერს. რა თქმა უნდა, მითხრეს, რომ შვილი ჰყავსო. მაშინ ზურიკო შვიდი წლის იყო. დედამისმა ორი წლის დატოვა. ჩვეულებრივად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, ვზრდიდით ბავშვს. მერე ორი ბიჭი შეგვეძინა – მიშიკო და ლევანი. შეიძლება არ დამიჯეროთ და თითქოს მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ შვილიანს უნდა გავყოლოდი. არ ვიცი, ეს ინტუიცია იყო თუ რა, მაგრამ შინაგანად შემზადებული ვიყავი ამისთვის. თითქოს ეს ბავშვი არ იყო ჩემთვის უცხო.

– თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ქმარს ერთი წუთითაც არ მოშორებია გვერდიდან. ძალიან კარგად იცით მისი ყველა ცუდი და კარგი თვისება. როგორ აუწყვეთ ფეხი?

– ერთხელ მკითხეს: გულნაზი, არ გაგჩენია სურვილი, ჩემოდანი ჩაგელაგებინა და მისგან წასულიყავიო? სად მეცალა მაგისთვის-მეთქი. როგორც ჩანს, ვერ დავაკმაყოფილე პასუხით და ისევ მკითხა: როგორ, სულ არ გიფიქრია ამაზეო? არა-მეთქი. რატომო? იმიტომ, რომ ჩემოდანი არ მქონდა-მეთქი. ოთარი იმდენად რთული და თან მოსავლელი ადამიანია, ვფიქრობდი, ამას რომ რამე დაემართოს, მე დამაბრალებენ-მეთქი. სულ შიშის გრძნობა მქონდა. როგორია, ბავშვებს სკოლაში ვუშვებ, ვეუბნები, ჩაირბინე, კარაქი და პური ამოიტანე-მეთქი და იკარგება. სულ ასე აკეთებდა. დამირეკავდა და მეტყოდა: ვერ მოვდივარო. რატომ-მეთქი – ვკითხავდი. ლენინგრადში ვარო. გამოვიდოდა გარეთ და სად აღმოჩნდებოდა, კაცმა არ იცოდა. როგორც ეს ჩაი გაცივდა, ისე გაგიცივდა გვერდები-მეთქი – ვეტყოდი. რომ გავბრაზდებოდი, აუცილებლად დიდ საოჯახო საქმეებს წამოვიწყებდი. მის დამთავრებამდე ახალ სიურპრიზს მიკეთებდა. ჩემი ცხოვრებით ერთი დღეც არ მიცხოვრია. მთელი ცხოვრება მას დავუთმე. არ მახსოვს, პარტერში დავმჯდარიყავი და ისე მეყურებინა კონცერტისთვის. სულ კულისებში ვიჯექი, რომ სადმე არ გამძვრალიყო დასალევად. ხალხიც ხელს მიწყობდა. ხელით მანიშნებდნენ. ერთხელ, ფილარმონიაში ტრიო „ჰარმონიის“ კონცერტი იყო. დაპატიჟებული ვიყავით ოჯახით. ოთარმა მითხრა, ახლავე მოვალო. დარბაზში ადგილი არ იყო და ვიფიქრე, ალბათ, სადმე სკამს ნახავს და მოიტანს, რომ დავჯდე-მეთქი. გიზო ნიშნიანიძე იყო წამყვანი. რომელიღაც მსახიობი გამოაცხადა და ოთარი გავიდა. გავძვერი აქეთ, იქეთ და კულისებში მოვხვდი. გამოვიდა, იმღერა, დიდი ტაში მიიღო. ორმოცი წელიწადია კონცერტზე გადის და ორმოცი წელია, სულ კულისებში ვდგავარ. ერთხელ, გავიპარე და დარბაზში დავჯექი. ოთარის ნომერი რომ მოახლოვდა, ჩამოვედი. მგონია, კულისებში მივდივარ. ამ დროს სცენაზე გამივლია. მერაბ სეფაშვილი ქალზე მღერის რაღაცას. ყურში ჩამესმა, რამიშვილის ცოლიაო. რომ მოვიხედე, შუა სცენაზე არ ვარ, ლამის გული წამივიდა. მგონია, რომ რაღაც დიდი დანაშაული ჩავიდინე. დავდექი კულისებში და ვტირი. დამთავრდა კონცერტი და მერაბს ბოდიში მოვუხადე. გაუკვირდა, რატომ მიხდის ბოდიშსო, ვერ მიხვდა. რომ მღეროდი, მაგ დროს სცენაზე გამოვიარე-მეთქი. რა ბოდიში, პირიქით, ფონი გამილამაზეთო.

– ქალაქში მასზე ბევრ ამბავს ყვებიან, ზოგს ანეკდოტადაც. თქვენ რას მოგვიყვებით?

– ოთარს ერთი მეგობარი ჰყავს, პაატა ბეჟუაშვილი. ერთხელ ვთხოვე: ასე თუ ისე, ხომ აქამდე მოვიტანეთ ეს ცხოვრება და, თუ შეგიძლია, ოთარზე შთაბეჭდილებები დაწერე-მეთქი. დაწერა და მომიტანა: „ოთარი რომ გავიცანი, უკვე მეორე ცოლი ჰყავდა. სულ იმას იძახდა, ღმერთი სამობით არისო. ერთხელაც მამამისმა, ძია მიშამ უთხრა: მეოთხე მოიყვანე, ოთხი ცოლი კარგად გაიტანს შენს კუბოს აქედანო.

ქურდული ცხოვრების ფანი იყო. მასში ეგზოტიკას ხედავდა. ამნისტიის დროს თავს იპარსავდა, ბევრი „ბლატნოი“ სიმღერა იცოდა. კანონიერ ქურდებთან მეგობრობდა. მათ მონაყოლ ამბებს მერე სხვაგან თავის თავზე ყვებოდა. კრიმინალს რომ დამსგავსებოდა, ტანზე იმდენი ტატუ დაიხატა და დაიწერა, ხანდახან ეზოში წელს ზემოთ შიშველი რომ ჩავიდოდა, მეზობლის ბავშვებს ძლივს იგერიებდა. ამათი მშობლები წიგნებს არ ყიდულობდნენ და ახლა, ჩემზე სწავლობენ კითხვასო – ამბობდა. ოთარის მამა გადასახლებაში ნამყოფი, ინტელიგენტი, ჭკვიანი კაცი იყო, პროფესიით ეკონომისტი. კარგი მუსიკალური სმენა და ლამაზი ხმის ტემბრი ჰქონდა. ისე მღეროდა რომანსებს, თვალზე ცრემლი მოგადგებოდა. დედამისიც ლამაზი, თავადური იერის ქალბატონი გახლდათ. სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში მუშაობდა. ოთარის და გერმანული ენის სპეციალისტი იყო. ამათ ფონზე ოთარი ნაშვილებს ჰგავდა. მუსიკალური ნიჭის გარდა არავითარი საერთო არ ჰქონდა ოჯახის წევრებთან. „სამანიშვილის დედინაცვლის“ პერსონაჟის, კირილეს ზუსტი ასლი იყო. დღე და ღამე ტაშფანდურაზე ფიქრობდა და გასართობს ყველგან პოულობდა – გასვენებაში თუ ქორწილში. ამავე დროს გულკეთილი იყო და მიმტევებელი. თუ ფული ჩაუვარდებოდა, ყველა შემხვედრს უნაწილებდა. ერთი უბნელი მეგობარი გვყავდა – დიტო ოსეფაშვილი. ერთხელ ღვინით დატვირთულები ოთარისთან ავიდნენ. ძია მიშამ ჰკითხა: ეს ვინღა არისო. ოთარმა ჩუმად, ყურში უთხრა, „გეპეის“ ლექტორიაო. დიტოს მართლა წარმოსადეგი გარეგნობა და ჭკვიანური გამომეტყველება ჰქონდა. ორი კვირის შემდეგ კავსაძის ქუჩის ბოლოში, კაფეში, სადაც საღამოობით ვაკის ლოთების „სიმპოზიუმები“ ეწყობოდა, ძია მიშას დიტო დაუნახავს თამადის ამპლუაში. მოვიდა და ოთარს ეუბნება: თქვენი ლექტორი ლექციას კითხულობს სანაყინეში, მიდით, მიუსწარითო. ოთარს ერთი კარის მეზობელი ჰყავდა, პროფესორი ვანო ჩხენკელი, რომელსაც ხშირად ვაწუხებდით ტელეფონზე. ჩამოვსხდებოდით მის საწოლზე და ტელეფონით ჩვენს საქმეებს ვაგვარებდით. ოთარი სიგარეტს მის ჩუსტებში აფერფლებდა. ბატონი ვანო მიხვდა, რატომაც დადიოდა გაშავებული ფეხებით და ერთ დღესაც სახლში არ შეგვიშვა. ოთარი გაბრაზდა და სიმთვრალეში მიაძახა: დედაშენმა რატომ აბორტი არ გაიკეთა შენზეო. ატყდა მთელი ამბავი. სახლში ლამის სასამართლო მოუწყვეს. ოთარი ბავშვით თავჩაქინდრული იდგა და საყვედურებს ისმენდა – ბიჭო, ეს რამ გათქმევინაო – მთვრალი ვიყავი და არ მახსოვს, თორემ მაგას როგორ ვიტყოდიო. ბოლოს, რომ მორჩა ყველაფერი და დატუქსეს, ბიძამისს ჩუმად უთხრა – ხომ კარგად ვუთხარი, ვანიჩკასო. ამბობენ გულნაზის ოთარის ბავშვობის სურათი რომ უნახავს, იმისთანა ლამაზი ბავშვი იყო, გადარეულა და უთქვამს: ამის მეტი არ უნდა გაზრდილიყავიო.


скачать dle 11.3