კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად შოულობს ნინო ჭელიძე პრეზიდენტის ინტიმურ ფოტოებს და რა ჩაუვარდა მას ხელში უცხოელი პაპარაცების მეშვეობით


ნინო ჭელიძე: პროფესიით ფოტოგრაფი არ ვარ, არც ფოტოგრაფიით ვყოფილვარ დღემდე გატაცებული. კონტროლის პალატის საკომუნიკაციო სამსახურში ვმუშაობ. ამას გარდა, „ინტერმედიაშიც” ვწერ სტატიებს სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა თემებზე, რომლებსაც ხან სად ვაქვეყნებ, ხან – სად.

– რატომ დაიწყეთ პრეზიდენტის ფოტოების შეგროვება, ადრე გქონიათ რაიმე სახის კოლექცია?

– სიმართლე გითხრათ, არასდროს მომიგროვებია არც სიმპათიური მსახიობების და არც სპორტსმენების ფოტოები. პატარაობისას მქონდა კოლექცია – ვაგროვებდი მწერებს და ქვეწარმავლებს. ჩემი კოლექცია საკმაოდ დიდი იყო – მკვდარი მწერები, ჭიაყელები, ტარაკნები და ქვეწარმავლები ქილებში, კოლბებში მქონდა შენახული. ჩემი კოლექციის ყველაზე დიდი მიღწევა იყო ხვლიკი (იცინის). ამ კოლექციას დიდხანს ვინახავდი, მერე სადღაც დამეფანტა და დაიკარგა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ფოტოების შეგროვებას, ამ კოლექციის გაკეთება გადაწყვეტილი არ მქონია. ეს ყველაფერი 7-8 თვის წინ სრულიად შემთხვევით დავიწყე, როცა აღმოვაჩინე, რომ მქონდა პრეზიდენტის ძალიან ბევრი ფოტო. ისე მომიგროვებია 40-მდე ფოტო, ვერც კი გავიგე. ვიფიქრე, ბარემ გავაგრძელებ-მეთქი. ახლა ჩემი კოლექცია 1 270 ფოტოსგან შედგება, თუმცა ჯერჯერობით გაჩერებას არ ვაპირებ და მინდა, ფოტოების რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიო (იცინის). თავიდან ვფიქრობდი, ხუთას სურათს თუ მოვაგროვებ, რა მაგარი იქნება-მეთქი, მაგრამ, რაც ფოტოების რიცხვი ათასს გადაცდა, უკვე სხვა გეგმები გამიჩნდა. ამან ისე ჩამითრია, ამ გატაცებას თავს უკვე ვეღარ ვანებებ.

– როგორ აგროვებ პრეზიდენტის ფოტოებს?

– სხვადასხვა ინტერნეტსაიტებიდან, მას შემდეგ, რაც ახლობლებმა ამ ჩემი გატაცების შესახებ შეიტყვეს, ახალ წელს, რვა მარტს და დაბადების დღეებზეც კი, პრეზიდენტის ფოტოებს მჩუქნიან. ძალიან მეხმარებიან ფოტოგრაფებიც. მე თავადაც მთელი ღამე ინტერნეტში დავძრომიალობ, რომ კიდევ რაიმე ახალი ფოტო აღმოვაჩინო. ვიყენებ, როგორც ლეგალურ, ასევე არალეგალურ მეთოდებს (იცინის). მაქვს ჩვეულებრივი ადამიანების მიერ ტელეფონით ქუჩაში გადაღებული ფოტოებიც, რომლებმაც რაღაცნაირად მოაღწია ჩემამდე. მაქვს პრეზიდენტის ფოტოები, რომლებიც „კმარას” აქციებზეა გადაღებული. ჩემი კმარელი მეგობრებიც მყავდა ამ ფოტოების მოპოვებაში ჩართული. მაქვს ეგზოტიკური ფოტოებიც – პრეზიდენტი თხილამურებით სრიალისა და ექსტრემალური სიტუაციების დროს. მივაგენი, ძალიან ბევრი უცხოელი პაპარაცის მიერ ჩვენი პრეზიდენტისთვის გადაღებულ ფოტოებს, რომელიც საქართველოში ჯერ არ დაბეჭდილა.

– ასეთ ფოტოებში ალბათ, ფულს ითხოვენ.

– მე მოვახერხე ამ ფოტოების მოპოვება ფინანსების გარეშე. თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს ადვილი ნამდვილად არაა. პრეზიდენტის კარგ ფოტოში ფულს გადავიხდიდი, ოღონდ არც იმდენს, რომ ჩემი სამი თვის ხელფასი შეეწიროს. ამდენი ფული არ მაქვს (იცინის). როგორც ფოტოგრაფებისგან გამიგია, პრეზიდენტის გადაღება ძალიან საინტერესოა. მთავარია, გქონდეს კარგი ფოტოაპარატი, რომლის ერთი ჩაჩხაკუნებით ბევრ კადრს გადაიღებ. მაქვს ფოტო, რომელზედაც გამოსახულია ერთ-ერთ პროექტზე დადებული პრეზიდენტის მხოლოდ ხელი, რომელიც დავით პაიჭაძემ მომცა. ამ ფოტოს „დიდოსტატის მარჯვენას” ვუწოდებთ.

– პრეზიდენტის ინტიმური ფოტოებიც ხომ არ გაქვს?

– მე არ შემხვედრია ფოტო, სადაც პრეზიდენტი ქალთან ერთად არის გადაღებული. მაქვს, ფოტოები, სადაც პრეზიდენტი წელსზევით შიშველია გამოსახული პლაჟზე, ფრენბურთის თამაშის დროს. ისეთი ფოტოები ნამდვილად არ მაქვს, რაც ბერლუსკონიმ გადაიღო. წელსზევით შიშველი ფოტო არცთუ ისე ინტიმურია. ასეთი ფოტოები აქვთ გადაღებული ბარაკ ობამას, პუტინს. მაქვს პრეზიდენტის ბავშვობის ფოტოები. ასევე, პრეზიდენტი მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ძალიან მინდა, მქონდეს ისეთი ფოტოები, სადაც პრეზიდენტი ოჯახურ გარემოში, თუნდაც ჩაის სმის ან ტელევიზორის ყურების დროს იქნება გადაღებული. როგორც თავად თქვა, სახლში ჩუსტები არ აცვია. თუმცა, არც ისეთი ფოტოები იქნებოდა ურიგო, სადაც ის თუნდაც ხალათშია გადაღებული. ძალიან მინდა, რომ მე თავად გადამიღოს ვინმემ ფოტო პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. მცდელობა მქონდა, მაგრამ პრეზიდენტი ხან სადაა, ხან – სად და მისი დევნა ძალიან გამიჭირდებოდა. თუმცა, როგორც ვიცი, პრეზიდენტი არავის ეუბნება უარს, როცა მას ჩვეულებრივი ადამიანები ფოტოს გადაღებას სთხოვენ.

– ეს არც თქვენ უნდა გაგიჭირდეთ. მით უფრო, თუ პრეზიდენტმა თქვენი ამ გატაცების შესახებ იცის რაიმე.

– არ ვიცი, პრეზიდენტს აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის ფოტოებს ვაგროვებ, მე არავინ გამომხმაურებია და არც ამ მიზნით დამიწყია კოლექციის გაკეთება. თუმცა, ეს ამბავი უკვე ძალიან ბევრი ქვეყნისთვის გახდა ცნობილი. ჩემს შესახებ დაიბეჭდა სტატიები სომხურ პრესაში, კავკასიურ პორტალზე, რუსეთსა და უკრაინაში. ვერ წარმოვიდგენდი, ამას ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა. ეს თემა ბევრმა ცუდად გამოიყენა და წარმოაჩინა. არ ვიცი, რატომ უკვირთ ჩემი ეს გატაცება. კომპიუტერის „დესქტოპზე“ მაქვს ფოტო, რომლის დანახვისას ძალიან ბევრი გაკვირვებას გამოხატავს. ეს ფოტო პრეზიდენტს ალიევთან ერთად აქვს გადაღებული, თუმცა მე ალიევი „გავაქრე” ფოტოდან და ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ჩანს ძალიან ლამაზი ტბის პეიზაჟის ფონზე.

– სახლში თქვენს ოთახშიც გექნებათ პრეზიდენტის ფოტო.

– ჩემს ოთახში მაქვს კუთხე, სადაც საქართველოს გერბისა და დროშის ფონზე, პრეზიდენტისა და ჩემი დიდი ბაბუის ფოტოები მაქვს გამოფენილი. ჩემი დიდი ბაბუა ნიკოლოზის ჯვრის კავალერი იყო. ის, როგორც ვიცი, მხედრული მამაცობისთვის დააჯილდოეს.

– როცა პრეზიდენტის ფოტოებს აგროვებთ, მისი ფანიც უნდა იყოთ.

– ეს სიტყვა არ მომწონს, თუმცა მე უკვე მიწოდეს პრეზიდენტის ფანი და ოპოზიციის ლიდერებმა „ზვიადისტ-ქალებსაც“ შემადარეს. მე ვარ პრეზიდენტის კურსის მიმდევარი და თაყვანისმცემელი. თუ შემდეგი პრეზიდენტიც გააგრძელებს ქვეყნისთვის კარგი საქმეების კეთებას და ასეთი კურსი ექნება, მისი თაყვანისმცემელიც გავხდები, ოღონდ ვერ გეტყვით, მოვაგროვებ თუ არა მის ფოტოებს. მე ვცხოვრობ ისეთ უბანში, სადაც კრიმინალური სიტუაცია და მენტალიტეტი ძალიან აქტუალური იყო. ნახალოვკაში მთელი ბავშვობა სროლების ხმა მესმოდა, და საქმეების გარჩევა იყო, რაც ძალიან არ მომწონდა. ძალიან კარგად მახსოვს, ხუდადოვის ამოსასვლელთან გაჩერებული პოლიციელები, „მარშუტკებს“ ფულს რომ სძალავდნენ. მახსოვს თეთრხალათიანი ექთნებით დაკომპლექტებული „03”. ისინი არაერთხელ მოსულან ჩემთან სახლში და მათთვის აუცილებლად უნდა ჩაგედო ჯიბეში ფული. საკმაოდ დიდხანს ვიტანდით ამ ყველაფერს, თუმცა პრეზიდენტის კურსის წყალობით ეს შეიცვალა. არ მაქვს ამის მერე უფლება, პრეზიდენტის კურსის მომხრე და თაყვანისმცემელი ვიყო?

– ეს თქვენი კონსტიტუციური უფლებაა, რომელსაც ვერავინ დაგიშლით. იმ ფოტოების ისტორია თუ იცით, რომლებიც თქვენს კოლექციაშია? ასე თუ გააგრძელეთ, პრეზიდენტის მემატიანეც კი შეიძლება გახდეთ.

– ფოტოების უმეტესობის ისტორია ვიცი. თითოეულ ფოტოზე კარგად ჩანს პრეზიდენტის ხასიათი და ის პერიოდი, რომელიც მასზეა ასახული. სამიტების სურათზე, სადაც უამრავი ქვეყნის ლიდერი ჩანს, პირველ ყოვლისა, თვალში მაინც მიხეილ სააკაშვილი მოგხვდებათ, არა მხოლოდ სიმაღლის, მისი სხვა სახასიათო თვისებების გამო. ჩემს კოლექციაში არის ცნობილი ფოტო, რომელიც პრეზიდენტის ჰალსტუხს უკავშირდება. ზოგიერთს ეგონა, რომ ამ ფოტოს არ შევინახავდი, მაგრამ მაქვს ასეთი განმარტებით: მე მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ისეთი, როგორიც არის. ჩემი კომპიუტერი სავსეა „ფოლდერებით“ „მიშა 1”, „მიშა 2”, „მიშა ზაფხული,” „მიშა ზამთარი”. თვეში დაახლოებით ასამდე ფოტოს ვშოულობ, ირგვლივ ყველა დაგეშილი მყავს (იცინის).


скачать dle 11.3