კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საქართველოში სასჯელის ვადები ყველაზე მკაცრი და რატომ არ შეეხება ცვლილებები ყველაზე მრავალრიცხოვანი კატეგორიის პატიმრებს


– რატომ გახდა საჭირო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა?

– 16 ივლისს იურიდიული კომიტეტის ინიციატივით, წარმოდგენილი იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გარკვეულ დანაშაულებაზე მცირდება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ვადები. შეიძლება ითქვას, ეს არის პროკურატურისა და პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილება და მიღებული იქნა იმის გამო, რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩვენთან სასჯელები ძალიან მკაცრია და საჭიროა კანონის ლიბერალიზაცია. ამასთან დაკავშირებით, არსებობდა გაეროს სპეციალური მოხსენება და „სიბითის” რეკომენდაციები. ისინი მოითხოვდნენ, როგორც სასჯელთა შემცირებას, ასევე შეკრების წესის შეცვლას. რევოლუციის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით, მაქსიმალურად გამკაცრებულიყო სასჯელები. განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ძირითად ქვეყნებში ბევრად უფრო ლიბერალური სისხლის სამართლის კოდექსია. იქ, სადაც ეფექტურია დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა, აღარ არის საჭირო, სასჯელი ძალიან მაღალი იყოს. როგორც ჩანს, ჩვენთან ეს პრობლემური საკითხია, რადგან საქართველოში მოხდა პირიქით, გაიზარდა პასუხისმგებლობა ყველა მუხლზე, 2007 წელს ამას დაემატა ისიც, რომ შეიცვალა სასჯელის შეკრების წესი და ამან კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა. ამ ცვლილებების შემდეგ, არცთუ ისეთ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით სასჯელი 30 წლამდეც შეიძლება ავიდეს. რამდენიმე თვის წინ შევიდა ცვლილებები სასჯელის შეკრების წესში, თუმცა იმდენად მიზერული, რომ თითქმის არანაირ განსხვავებას არ გვაძლევს. დღეს მოქმედი შეკრების წესის მიხედვით, უცვლელი რჩება ყველაზე მაღალი სასჯელი და იკრიბება დანარჩენი სასჯელების მხოლოდ 2/3. ამ წესით სასჯელი მაინც საკმაოდ მაღალი გამოდის. ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული ამ ცვლილებების განხილვის პროცესში. ჩვენი შეთავაზება იყო, აღგვედგინა სასჯელის შთანთქმის ის პრინციპი, რომელიც ადრე მოქმედებდა. თუმცა, ვერც ამაზე და ვერც სხვა შემამსუბუქებელ ვერსიებზე პარლამენტი ვერ დავითანხმეთ. შთანთქმის ძველი პრინციპის აღდგენა უტოპიაა, სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით ხისტი პოლიტიკა აქვს და ვერ თმობს ბერკეტს, რომელიც მაღალი სასჯელის სახითა და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკით განისაზღვრება.

– კონკრეტულად რომელ მუხლებს ეხება ცვლილებები?

– ცვლილებები ეხება ძალიან ბევრ მუხლს, იმ მუხლებს, რომლებსაც ძირითადად იყენებს პროკურატურა და რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული. მათ შორის არის ისეთი დანაშაულები, როგორიცაა: მძევლად აყვანა, ქურდობა, ძარცვა, თაღლითობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კრედიტის უკანონო მიღება, ფალსიფიკაცია, მითვისება ან გაფლანგვა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, ნარკოტიკული საშუალების წარმოება, შენახვა, გადაგზავნა ან გასაღება, სამსახურებრივი სიყალბე, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება და ასე შემდეგ. ამ მუხლებთან დაკავშირებით, ცვლილებების შედეგად მივიღებთ ასეთ სურათს – მაგალითად, თუ მძევლად აყვანა 144-ე მუხლის პირველი პუნქტით ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე, ცვლილების შემდეგ სასჯელი იქნება 4-დან 8 წლამდე. ცვლილებები შეეხება იგივე მუხლის მეორე და მესამე პუნქტებსაც. მეორე პუნქტის მიხედვით, ნაცვლად 9-დან 14 წლამდე, სასჯელი იქნება 8-დან 12 წლამდე, ხოლო მესამე პუნქტის მიხედვით გათვალისწინებულ სასჯელზე – ნაცვლად 13-დან 18 წლამდე, პატიმრობა განისაზღვრება 12-დან 15 წლამდე. 177-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ქურდობისთვის, პირველი პუნქტის მიხედვით სასჯელი 1-დან 3 წლამდე შეიცვლება 3 წლით, მეორე პუნქტის მიხედვით – სასჯელი ნაცვლად 3-დან 5 წლამდე, იქნება 2-დან 5 წლამდე, მესამე პუნქტით კი – ნაცვლად 4-დან 7 წლამდე, იქნება 3-დან 7 წლამდე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ნარკოტიკული დანაშაული. 260-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქამდე ნარკოტიკული საშუალებების წარმოება, შეძენა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 14 წლამდე, ცვლილების შემდეგ სასჯელის ზომა შეადგენს 6-დან 12 წლამდე. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც იცვლება სასჯელის მაქსიმალური ოდენობა. 338-ე მუხლი, რომელიც ეხება ქრთამის აღებას, ცვლილებების შემდეგ მიიღებს ასეთ სახეს, პირველი პუნქტი ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე, ცვლილების შემდეგ იქნება სასჯელის ზომა 3-დან 6 წლამდე, მეორე პუნქტის მიხედვით, ნაცვლად 7-დან 11 წლამდე სასჯელის ზომა იცვლება 6-დან 11 წლამდე, მესამე პუნქტის მიხედვით კი 11-დან 15 წლამდე ნაცვლად სასჯელის ზომა შეადგენს 10-დან 15 წლამდე.

– რატომ არ ეხება ცვლილებები ზედა ზღვარს და რატომ იწევს ცვლილებების შემდეგ მხოლოდ ქვედა ზღვარი?

– ამაშია მთელი უბედურება. კანონპროექტის განხილვის დროს ჩვენ ვაპირებთ, პარლამენტს მოვუწოდოთ, რომ გაატაროს კანონის რეალური ლიბერალიზაცია. ეს ცვლილებები ამ შედეგს ვერ მოგვიტანს. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მოსამართლეებს, ძირითადად, გამოაქვთ სასჯელი, რომელიც ძალიან ახლოსაა ზედა ზღვართან. მოსამართლეებისთვის არსებობს ერთგვარი ჰაიდლაინები „გაცემული” პროკურატურის მიერ, რომლის მიხედვითაც, სასურველია დამნაშევეს მაღალი სასჯელი მიესაჯოს. ცვლილებების შედეგად მხოლოდ ქვედა ზღვარის დაწევა არაფრის მომცემი არ იქნება, რადგან პრობლემა, როგორც წესი, არსებობს ზედა ზღვართან დაკავშირებით. არსებობს რამდენიმე დანაშაული, რომლის მიხედვითაც პასუხისმგებლობა არაადეკვატურად მაღალია. ამის მაგალითად ნარკოტიკული დანაშაული შეიძლება მოვიყვანოთ. 260-მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ოდენობის ნარკოტიკზე მაქსიმალური სასჯელი 11 წელია, ზედა ზღვარი არც ცვლილების შემდეგ შეიცვლება, ვინაიდან სანქცია გასაღებასა და მოხმარებაზე ერთნაირია, მომხმარებელიც ისე ისჯება, როგორც გამსაღებელი, რაც მომხმარებლის შემთხვევაში ძალიან მკაცრი და არაადეკვატური სასჯელია. სასჯელის ზედა ზღვარი იცვლება 144-ე მუხლშიც, რომელიც მძევლად აყვანას ითვალისწინებს. აქ დაიწია როგორც ზედა, ასევე ქვედა ზღვარმა. ეს ნამდვილად არის ქმედითი გადაწყვეტილება, თუმცა ამ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა არცთუ ისე მაღალია. პრობლემები გვაქვს ნარკოტიკულ საშუალებებთან, ქურდობასთან და იარაღთან დაკავშირებულ სასჯელებზე, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ბედს უკავშირდება, რეალურად კი არაფერი იცვლება. როგორც ჩანს, სასჯელთა ზღვარის დაწევასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ხედავს რისკს, რომ არ მოიმატოს დანაშაულის მაჩვენებელმა. ახალი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აცხადებენ, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო მკაცრია დანაშაულის მიმართ და ეს მათ საზოგადოებრივმა კვლევამ აჩვენა. თუმცა, მითითებული არაა ჩატარდა თუ არა რამე კონკრეტული კვლევა.

– ცვლილებები შეეხება თუ არა იმ პატიმრებს, რომლებიც უკვე იხდიან ამ მუხლებით გათვალისწინებულ სასჯელს?

– ეს არის კიდევ ერთი საინტერესო და პრობლემური საკითხი. ამ კანონს არ აქვს უკუძალა და გავრცელდება მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვისაც კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დააკავებენ. წესით, როცა ხდება მდგომარეობის შემსუბუქება, ეს ყველა დამნაშავეზე უნდა გავრცელდეს, მაგრამ კანონით ჩვენი ნორმატიული აქტების შესახებ, თვითონ კანონმა უნდა „გადაწყვიტოს,” ექნება თუ არა მას უკუგების ძალა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ამას ყველა ერთად ვნახავთ საშემოდგომო სესიების დაწყებისთანავე. ფაქტია, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. საერთაშორისო ორგანიზაციები არ მგონია, რომ ამ ცვლილებებით კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან როდესაც ათასობით პატიმარი სასჯელს იხდის ნარკოტიკული დანაშაულისთვის და შემცირდება სასჯელები სხვა დანაშაულებისთვის, ეს პრობლემას არ ცვლის. თუმცა, ახალი კანონპროექტის ინიციატორებს ამასთან დაკავშირებით არგუმენტაცია მათთვისაც ექნებათ.


скачать dle 11.3