ვინ არის იულია ქავთარაძე
„კრასოტკა” – ასე უწოდებს ქართველ ლამაზმანს იულია ქავთარაძესა და მის მეწყვილეს – დაშა ასტაფიევას მთელი უკრაინა. ჯგუფი „ნიკიტა”, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ამაში კი წვლილი მათ ბოლო ვიდეოს მიუძღვის. მათი სიმღერა „ვირიოვკი”, წამსვე გახდა პოპულარული, რადგან კლიპის გადასაღებად კიევის ქუჩებში გოგონები სრულიად შიშვლები დადიოდნენ – არც ტრუსი, არც ბიუსტჰალტერი – გამვლელებს, მაღაზიებისა და სუპერმარკეტების დაცვის წევრებს შოკიდან გამოსასვლელად დიდი დრო დასჭირდათ. იულია და დაშა „ფლეიბოის” ვარსკვლავებიც არიან. პრესასთან საუბარში ქალბატონმა ქავთარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მასთან დაწოლა არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
იულია ქავთარაძე: „თხუთმეტი წლის ასაკში უკვე მყავდა ოცდათხუთმეტი წლის რამდენიმე მეგობარი და ისინი ფიქრობდნენ, რომ რადგან მკერდი და სხვა ფორმები ჩამომიყალიბდა და თვალებში ცეცხლი გამიჩნდა... მათ იმედი ჰქონდათ, რომ შეძლებდნენ... მაგრამ ნეტავ, იცოდეთ, როგორ ცდებოდნენ!”.
მართალია, იულია ახერხებს ასეთი „ხამებისგან” თავის დაცვას, მაგრამ მას უნდა, გამოჩნდეს ის ერთადერთი, ვინც მის გულსა და სხეულს დაიცავს. ამ საუბრის შემდეგ, საინტერესოა, ვინ იყო ის შავგვრემანი, სიმპათიური მამაკაცი, ვისთანაც კიევში, უნივერმაღ „უკრაინის” გვერდით იჩხუბა. ყვირილი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ცოტა ხანში კი წყვილი ისევ ჩახუტებული წავიდა თავის გზაზე. ეს ფაქტი ორმაგად საინტერესოა, რადგან ბოლო დროს იულია მხოლოდ თავისი შვილის, მარგარიტას გაზრდითაა დაკავებული. მსუბუქ ფლირტს კი სპორტსმენებთან ამჯობინებს. იულია რამდენჯერმე ნახეს მრბოლელ ალექსეი მოჩანოვთან და „დინამო” კიევის კაპიტანთან – არტიომ მილევსკისთან ერთად. თუმცა, როგორც ჩანს, მათთან ურთიერთობა ვერა და ვერ აეწყო.