დიანა ლაბაძის სოლო კონცერტი ბათუმის “შერატონში”
17 აგვისტოს, ბათუმის „შერატონში” მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებულმა დიანა ლაბაძემ პირველი სოლო კონცერტი გამართა. მშვენიერი დიანა ავთანდილის კაბებით წარდგა მაყურებლის წინაშე, რაც მის სილამაზეს ერთიორად გამოკვეთდა. ჯაზისა და რუსული სიმღერების გარდა, საღამოს ნაწილი ცოცხალი ბენდის თანხლებით შესრულდა და პარალელულად, კონცერტზე რამდენიმე ახალი სიმღერის პრემიერაც შედგა. რუსა მორჩილაძის სიმღერა დიანამ მერაბ სეფაშვილთან ერთად შეასრულა. მომღერალმა დუეტი ჩაწერა ასევე ზურა ხაჩიძესთან. დიანამ მაცაცო სეფისკვერაძის ახალი სიმღერის პრემიერა შესთავაზა კონცერტზე მიწვეულ საზოგადოებას. საღამოს ბოლოს შემსრულებელიცა და სტუმრებიც საოცრად კმაყოფილები იყვნენ ნანახითა და მოსმენილით.