კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არასდროს უვლია „ღამურას“ ნომრიანი „მაიკით“ და ნახევრად ჩახდილი შარვლით და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში


„ღამურა“: სარფში, ჩემს მეჯვარესთან, დაახლოვებით ორი კვირაა ვისვენებ. ჯერჯერობით მარტო ვარ ჩამოსული, რამდენიმე დღეში კი ცოლ-შვილს ველოდები. ზური პირველად ნახავს ზღვას და იმედია, მოეწონება.

– პატარა რამდენი წლის გყავს?

– 3 ოქტომბერს 3 წლის გახდება. წელს ოქროს დაბადების დღე აქვს.

– საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დაოჯახდი, მარტოხელა „ღამურა“ უკვე ოჯახის მამა გახდი. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

– ბოლო წლებში ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, რასაც ვერ დაჯდები და ვერ დაგეგმავ. თავისთავად მოხდა ყველაფერი. მამა როცა ხდები, ვერ გადმოგცემ რა გემართება. უფრო ღირებული რაღაცეები ჩნდება შენს ცხოვრებაში, წინ წამოიწევს ისეთი საკითხები, რაც ადრე შენთვის შეუმჩნეველი იყო. ეს თან კარგია, თან პასუხისმგებლობა რომ გეკისრება, ძნელიცაა და სანერვიულოც. ვერც ჩემს პროფესიას ვუთმობ იმდენ დროს, რამდენსაც ადრე ვუთმობდი, მაგრამ არ ვნანობ. ჩემთვის ყველაზე მთავარი შვილია.

– მამის შემოქმედება თუ მოსწონს?

– არა მარტო მამის შემოქმედება, თვითონ მუსიკა უყვარს. ჩემი მეუღლე მთელი ფეხმძიმობის პერიოდი სტუდიაში მეჯდა და სულ მუსიკას უსმენდა, თან მძიმე რეპს. ამიტომ, ბავშვს მუცლიდან გამოჰყვა სიმღერის სიყვარული და სიმღერას თუ არ მოუსმინა, ისე არ იძინებს. მართალია რეპის მოსმენას არ ითხოვს, მაგრამ სიმღერა და ცეკვა ძალიან უყვარს. ბევრი მეკითხება, რეპერი უნდა გამოვიდესო? ამას რომ გაიზრდება, თავად გადაწყვეტს და რაც მოუნდება, ის გამოვა.

– შენ თუ გაქვს ამის სურვილი?

– ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები, მაგრამ ეს, უპირველესად, მისი მოწოდება უნდა იყოს. დასვა და როგორც ინგლისური ისე ასწავლო, არ გამოვა. რეპის სწავლა არ შეიძლება. ამისთვის ბევრი არგუმენტი უნდა გქონდეს.

– შენი მეუღლე თუ მღერის?

– ჩემი მეუღლე არ მღერის, მაგრამ მელომანია და უსმენს. ვერ ვიტყვი, რომ რეპზე გიჟდება, მაგრამ ნებისმიერი სტილის სიმღერას, რაც კარგია, დიდი სიამოვნებით უსმენს.

– შენს შემოქმედებაში რა სიახლეა?

– სარფში უფრო იმის გამო ჩამოვედი, რომ ორი კლიპი უნდა გადავიღოთ. ერთს სარფში გადავიღებთ, მეორეს – ბათუმში. გადაღებებს რამდენიმე დღეში დავიწყებთ და ვნახოთ, რა გამოვა. ორი ახალი სიმღერა მაქვს, ერთი დუეტია, მეორე სოლო. ალბათ, ალბომსაც გამოვუშვებ ნოემბრისთვის. სექტემბერში კი, თბილისში რომ ჩამოვალ, კიდევ ერთ კლიპზე დავიწყებ მუშაობას.

– კლიპი, რომლის გადაღებასაც ზღვაზე გეგმავ, ტრადიციულად, გოგონებითა და შიშველი სხეულებით იქნება გაჯერებული?

– არანაირად, პირიქით. ამოვიდა, კლიპებში „ბასეინებზე“ „კუპალნიკიანი“ გოგონების გადაღება და მანქანების წინ ხტომა. ცოტა უცხო კლიპის გადაღებას ვგეგმავთ. შეიძლება, ვინმემ იკითხოს, სად თამადა და სად რეპერის ჩაცმულობაო, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ, ისევ ნომრიანი „მაიკებით“ ვიყოთ კლიპში და არც ჩოხებს მივანიჭებთ უპირატესობას. ისეთ შუალედს დავიჭერთ, რომლითაც კლიპი უცხოც იქნება და მაყურებელსაც მოეწონება. რაღაც ახალი უნდა შევთავაზოთ ხალხს, რადგან თუ უკვირდებით, არც რეპს აღარ უსმენს მსმენელი და არც სხვა მიმდინარეობას. მკვდარია ყველაფერი. ამას სხვა პროფესიის ხალხი ვერ გამოასწორებს, რა თქმა უნდა, ექიმი თავის საქმეს აკეთებს, ხოლო მომღერალმა და რეპერმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.

– ნომრიანი „მაიკიდან“ სხვა იმიჯზე გადასვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღე?

– სიმართლე გითხრა, მე ნომრიანი „მაიკა“ არასდროს მცმია. უბრალოდ, რეპერი ყოველთვის ნომრიანი „ბეიზბოლკით“ აღიქმება. რა თქმა უნდა, ყოველთვის თავისუფლად მაცვია, მაგრამ ნახევრად ჩახდილი შარვლით არასდროს გამივლია.

– სარფში მხოლოდ ისვენებ, თუ სადმე რეპავ კიდეც?

– რამდენიმე კონცერტის შემოთავაზება კი მქონდა, მაგრამ დასვენება ვარჩიე. უბრალოდ, კლიპის გადაღება იმიტომ გადავწყვიტე, მაინც აქეთ ვარ და მინდოდა, მომესწრო. 4 წელი არ დამისვენია და არსად გავსულვარ, წელს კი სარდაფიდან ამოვედი და ამოვისუნთქე.

– შენს ნერვებსაც ამშვიდებს ზღვის ტალღები?

– კი მართლა ასეა. ძალიან დაწყნარებული და დამშვიდებული ვარ. მით უმეტეს სარფის ზღვა, საქართველოს მთელ სანაპირო ზოლზე რომ ავიღოთ, ყველაზე სუფთა და წყნარია. სიწყნარეა და ამიტომაც ავარჩიე ეს ადგილი, თორემ ბათუმში ნამდვილად ვერ დავისვენებდი, იმდენი ხალხი მოძრაობს.

– კლიპს ვინ იღებს?

– ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ყველაფერს. უკვე ვიდეოსტუდიაც გავაკეთეთ და ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რაც კლიპის გამზადებას დასჭირდება. უფრო გვიადვილდება, რადგან ჩვენი სტილი ისეთია, სხვა ხედვის ადამიანი იმას ვერ დაინახავს, რაც ჩვენ გვინდა. საქართველოში რეპი არ არის წინ წაწეული და ცნობილი, შესაბამისად არც არიან ისეთი რეჟისორები, რეპკლიპს რომ გადაიღებენ. თან მე პრეტენზია მაქვს უცხო სტილის კლიპზე. მთავარია, ხალხი იყოს კმაყოფილი. პარალელურად, „სულოს“ ალბომზეც დავასრულე მუშაობა, რომელიც ჩემს სტუდიაში გაკეთდა.

– „სულო“ შენი ნათლულია?

– არა, ჩემი ნათლული „ვაითნეგაა.“

– სად არის ამჟამად „ვაითნეგა?“

– „ვაითნეგას“ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და წელიწად-ნახევარია უკვე, ჰოლანდიაშია წასული სამკურნალოდ.

– დუეტი ვისთან ჩაწერე?

– ბათუმელი დამწყები რეპერია, ხოლო სიმღერა ალკოჰოლზეა.

– ალკოჰოლის საწინააღმდეგო პროპაგანდა თუ პირიქით?

– პირიქით. ქართულ სუფრაზეა, უფრო თამადის აღწერილობაა. სახალისო სიმღერაა, რომელიც იუმორშია გაკეთებული.

– შენი დაწერილია?

– კი, ჩემია.

– ბათუმელ რეპერს რა ჰქვია?

– „ანარქია.“

– „ანარქია“ რატომ ჰქვია?

– არ ვიცი, როგორც თვითონ ხსნის, სულით მებრძოლი ვარო.

– დაბოლოს, იქნებ, რამდენიმე ფრაზა გააჟღერო შენი და „ანარქიას“ დუეტიდან, რომელიც ქართულ სუფრას და თამადას მიუძღვენით?

– „მე მგონი, ასე ჯობს, გავაჩერებ დროს,

დასალევი ჩამოასხი, ორგანიზმი ითხოვს.

მოვუკიდებ, ჩავისუნთქავ ბოლს,

რაც მინდა, ძაან მალე ვამუღამებ იმ დროს.

მთელ დასავლეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს იზიდავს ალკოჰოლი,

მერე ზიან სვამენ ქართულ ღვინოს,

შემდეგ 10 კაცი ერთად უკრავს პიანინოს,

დანარჩენი 10 კაცი უსმენს ჩხეიძე ნინოს.

თამადა არ ჩერდება, ატრიალებს ჯიხვის ყანწებს,

მერე როცა თვრება გადის გარეთ, ეძებს ქალებს.

ბოთლით ხელში შემოივლის უბნის ქუჩებს,

ვინც შეხვდება წინ, ყველას ჩუქნის დორბლიან ტუჩებს.

ამბობენ, ალკოჰოლი ადამიანს მართავს,

არადა, რეალურად ის პრობლემებს ფანტავს.

ნასვამი ფიროსმანი უფრო კარგად ხატავს,

დასალევით ყველაფერს უკეთ გამოხატავს...“


скачать dle 11.3