კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამოსცადა მანიკა ასათიანმა ამ ზაფხულს და როგორ იპოვა მან ყველაზე ბედნიერი ლატარიის ბილეთი


მანიკა ასათიანი: ჩემი აზრით, იღბლიანი ადამიანი ვარ. ჩემს ასაკთან შედარებით, იღბლის წყალობით, ძალიან ბევრი სიურპრიზი მომიწყო ცხოვრებამ. ჯერჯერობით არც იმედგაცრუებული დავრჩენილვარ და არც ტკივილი მოუყენებია ჩემთვის ვინმეს. იმედი მაქვს, სულ ასე იქნება. არასდროს ვყოფილვარ განსაკუთრებული მეოცნებე, პირიქით, ყოველთვის ზომაზე მეტად რეალისტი ვიყავი. არც ცხენზე ამხედრებულ პრინცზე მიოცნებია, რომელიც ჩემთან მოვიდოდა და დაკარგულ ქოშს მომიტანდა. თუმცა, უკვე ვხვდები, რომ ცხოვრებაში ბევრი ლამაზი ზღაპარი სრულდება. ამის მიუხედავად, მარტო იღბლის იმედზე ვერ იქნები და შენც უნდა დაეხმარო საკუთარ იღბალს. მე ყველა შანსი გამოვიყენე, რაც ცხოვრებაში მომეცა, თუმცა ბევრ ისეთ შემოთავაზებაზეც მითქვამს უარი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ამას ერთი წუთითაც არ ვნანობ. ვფიქრობ, სწორად გავაკეთე პროფესიული არჩევანიც – ბავშვობაში მსახიობობა მინდოდა და ყველა მეუბნებოდა, რომ მქონდა მსახიობური მონაცემები და გარეგნობაც ხელს მიწყობდა. მაგრამ მსახიობებს ძალიან მძიმე და დაძაბული ცხოვრების რეჟიმი აქვთ, მე ამ მსხვერპლისთვის არ ვიყავი მზად, ამიტომაც არჩევანი გავაკეთე ჟურნალისტიკაზე, რაც ჩემი აზით, ყველაზე საინტერესო პროფესიაა. მართალია, ჯერ მხოლოდ დილის გადაცემის ამინდის პროგნოზს ვაკეთებ, მაგრამ თვრამეტი წლისაც არ ვარ და ყველაფერი წინ მაქვს (იცინის).

– ერთ მშვენიერ დღეს შენი ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე მიხვედი – „ჯეოსტარის” წყალობით, შენს კარიერაში ყველაფერი ერთად მოვიდა.

– ეს ნამდვილად ასე იყო. ამიტომაც ამ მხრივაც ვემადლიერები ჩემს იღბალს. როცა ძალიან ბევრ კონკურსანტს შორის შენც აგირჩევენ, ეს არაა შემთხვევითი. ამ პროექტში რომ არ მიმეღო მონაწილეობა, შესაძლოა, ვერც „რუსთავი 2-ში“ მოვხვედრილიყავი. ალბათ, ჩემი მოგნება გაუჭირდებოდათ. ერთმა გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ დააჩქარა და ისე მოხდა, რომ ყველაფერი ერთმანეთს მოჰყვა – ერთმა ბიძგმა ბევრი წარმატება მომიტანა. რატომღაც ხშირად ასე ხდება. სულ ერთმა ნაბიჯმა შეიძლება, მიგიყვანოს იქ, რისთვისაც მთელი ცხოვრება უნდა გეწვალა, გეშრომა. „ჯეოსტარში“ მოხვედრა ამოჩემებული მქონდა, ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად ამ კონკურსზე მივედი. მამღერეს, მომიწონეს, მაგრამ მითხრეს: ძალიან პატარა ხარ, წადი, გაიზარდე და მერე კიდევ მოდიო, თუმცა დასკვნით კონცერტზე მამღერეს, როგორც ჟიურის სიმპათია. ოთხი წელი ველოდი ჩემს რიგს, მერე პირობა შევასრულე, მივედი „ჯეოსტარის” ქასთინგზე და კონკურსანტებს შორის მოვხვდი. თუმცა, ის ოთხი წელი უქმად არ გამიტარებია – ძალიან აქტიური ბებიების დაჟინებული მოთხოვნით და თითქმის იძულების წესით, სამოდელო სააგენტოში მივედი. გამოვდიოდი სხვადასხვა კონკურსზე, ყველგან ვცდიდი ბედს, რომელიც ყოველთვის მწყალობდა – გადამიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში, კლიპებში.

– ბებიებსაც ბევრი რამ გადაუწყვეტიათ შენს კარიერაში.

– ვფიქრობ, ოჯახს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად გადამწყვეტი ის ფაქტორი ხდება, როგორ სტარტს აიღებ ოჯახიდან. მე შუათანა შვილი ვარ, უფროსისა და უმცროსი შვილის პრივილეგია არ მქონდა, მაგრამ ჩემი თბილი ხასიათის წყალობით, მეც ნებიერა ვიყავი. დღემდე მიმართლებს ადამიანებში, ყველა მეუბნება, დადებითი აურა გაქვს და ადამიანის გულს იოლად იგებო. ეს ბევრჯერ გამომადგა ცხოვრებაში (იცინის). ჩემმა ოჯახმაც ყოველმხრივ შემიწყო ხელი, პატარა ვიყავი, როცა სიმღერაზე შემიყვანეს და მე ვფიქრობ, სწორი მიმართულება მომცეს. ძალიან მიწყობდა ხელს მამაჩემი, რომელიც ნამდვილად არაა აზიატი და შვილს თავისუფლებას არ უზღუდავს. ამ მხრივ მეუღლესთანაც გამიმართლა, ისეთი შემხვდა, ჩემს პროფესიულ კარიერას ხელს არაფრით უშლის. პირიქით, ძალიან მონდომებულია, რომ წარმატებული ადამიანი ვიყო. ახლაც მშვიდად იტანს იმას, რომ დილით ადრე მიწევს სახლიდან გასვლა სამსახურის გამო. ხშირად ხუმრობს, რომ პირადი პროგნოზისტი ვყავარ. თუმცა, ის და მისი მეგობრები ხალისობენ კიდეც იმის გამო, როცა მზეს ვაცხადებ და წვიმა მოდის. მე სულ ვუმტკიცებ მათ, რომ ამაში მე არ ვარ დამნაშავე და ხანდახან, ამინდის პროგნოზიც შეიძლება შეცდეს (იცინის).

– დიდი ხანი არაა, რაც ოჯახი შექმენი, როგორ ფიქრობ, ამაში ერია იღბლის ხელი?

– რა თქმა უნდა, ერია. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი სიყვარული მეწვია და მჯერა, ეს ბედისწერა იყო. ბექა ძალიან მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ეს ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო. მას შემდეგ თავად ბექა გახდა ჩემი სიურპრიზების ავტორი, მაგრამ მთავარი სიურპრიზი მაინც თვითონაა. ჩემს დაბადების დღეზე ბექა ისრაელში იყო. ღამის თორმეტ საათამდე დაბადების დღე არ მომილოცა, რაც ჩემთვის დიდი შოკი იყო. ვიფიქრე, დაავიწყდა ჩემი დაბადების დღე-მეთქი. თითქმის დასრულდა ჩემი დაბადების დღე და ხუთი წუთით ადრე, მისი მეგობრები მოვიდნენ ჩემთან და იმდენი საჩუქარი მომიტანეს, მთელი დღის განცდებად რომ ღირდა (იცინის). ჩემი და ბექას ურთიერთობა თითქოს შემთხვევით დაიწყო, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. მე არავის ველაპარაკებოდი, ვინც ინტერნეტით მიკავშირდებოდა, მაგრამ ბექა ჩემი დაქალის ნაცნობი იყო და ჩემი გაცნობა იოლად მოახერხა. რომ არა ჩვენი მეგობარი, ალბათ, ვერც გავიცნობდით ერთმანეთს. თავიდან მას ჩვეულებრივ თაყვანისმცემლად აღვიქვამდი, მაგრამ მერე ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რაც არასდროს მქონია. აი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შეყვარებული ვიყავი (იცინის). ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი დამთხვევა აღმოვაჩინეთ, რაც ცოტა სასაცილოც კია. ბექას მშობლებს, ისევე როგორც ჩემს მშობლებს – კახა და ხათუნა ჰქვიათ. მე და ბექა გემოვნებით და ბევრი თვისებით ვგავართ ერთმანეთს, საჭმელიც კი ერთნაირი გვიყვარს. მე არასდროს მიჭამია ხახვიანი საჭმელი, რაზედაც სახლში ხშირად ხუმრობდნენ: საწყალი შენი ქმარი, გაწამებული გეყოლებაო. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ბექა ჩემზე უარესი პრეტენზიულია კვებასთან დაკავშირებით და საწყალი სულაც არ არის (იცინის). როდესაც მეუღლეები ერთნაირი ინტერესებით ცხოვრობენ, მათი ურთიერთობა უფრო კარგად ეწყობა. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესიც აღმოგვაჩნდა, მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ერთად ვგულშემატკივრობდით ჩვენს გუნდებს. წელს პირველად გამოვცადე ჩემი სპორტული ინტუიციაც – ძალიან ბევრი ანგარიში გამოვიცანი წინასწარ და ერთი-ორჯერ, იმასაც კი მივხვდი, თუ ვინ გაიტანდა იმ დღეს გოლს.

– ამ მონაცემებით ტოტალიზატორებსა და სპორტულ გათამაშებებშიც იღბლიანი უნდა იყო, ოდესმე რამე მოგიგია?

– არა, ამ მხრივ არ მიმართლებს, ერთხელ ვიპოვე ზღვის სანაპიროზე ფული, ბევრი არ იყო, მაგრამ მაინც ძალიან გამიხარდა. მე მაინცდამაინც არ მჯერა ლატარიების, არც ბილეთებს ვყიდულობ, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ თუ გინდა, რომ მოიგო, ჯერ ლატარიის ბილეთი უნდა შეიძინო. ჩემი ოჯახის წევრები სულ მეუბნებიან: ერთხელ მაინც ითამაშე, იქნებ, რა ხდებაო, მაგრამ ისე არარეალურად ვარ განწყობილი ამ გათამაშებების მიმართ, რომ ჯერ ვერ დამითანხმეს. თუმცა, წინათგრძნობა მაქვს და რასაც ვიტყვი, ხშირად ზუსტად ისე ხდება ხოლმე. ალბათ, ოდესმე გავითვალისწინებ ჩემი ახლობლების რჩევას და ლოტოს ან ლატარიის გათამაშებაშიც მივიღებ მონაწილეობას. მაგრამ, მე ჩემი ბედნიერი ბილეთი უკვე ვიპოვე – მაქვს ძალიან კარგი ოჯახი, რაც ადამიანისთვის ყველა პრიზზე მნიშვნელოვანი და დიდი ბედნიერებაა. მყავს ერთგული, თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი მეორე ნახევარი, რომელიც სრულ იდილიას მიქმნის. ამაზე დიდი ბედნიერება, ჩემი აზრით, არ არსებობს. ჩემი ბედის ვარსკვლავები, ყოველდღე მანებივრებენ სიურპრიზებით და დარწმუნებული ვარ, ისინი თვალს მომავალშიც ძალიან ბევრჯერ „ჩამიპაჭუნებენ” (იცინის).


скачать dle 11.3