კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო არ ჩუქნიან ხატია შამუგიას სუნამოს და რატომ არასდროს ყოფილა ის კარგი მეოჯახე ქალი


ხატია შამუგია: დედაჩემი ვერ იყო კარგად, შესაბამისად, გეგმები ცოტა შემეცვალა და ზაფხულს თბილისში ვატარებ. არც შვებულებაში გავდივარ, რადგან კომპანიაშიც საქმეები მაქვს.

– აგვისტოში იუბილარი იყავი. დაბადების დღე როგორ აღნიშნე?

– ჩემს დაბადების დღეს არასდროს აღვნიშნავ, გამომდინარე იქიდან, რომ 10 აგვისტოს ვარ დაბადებული. სანამ პატარა ვიყავი, ანუ იმ ასაკში, როცა ბავშვებს ძალიან უხარიათ საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა და მთელ კლასს პატიჟებენ, ეს არასდროს გამომდიოდა, რადგან არდადეგები იყო. ამიტომ დაბადების დღის გადახდა ყოველთვის ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად სიმბოლურად მიწევდა იქ, სადაც დასასვენებლად ვიყავი. წელსაც სპონტანურად, მეგობრები ერთად წავედი და ძალიან ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, ფაქტობრივად, ამას ჰქვია, დაბადების დღე არ გადამიხდია.

– ყოველთვის იმას ამბობ, რომ, რაც „ისი პარიში“ ხარ, რატომღაც სუნამოს არავინ გჩუქნის. წელს ხომ არ დაარღვია ვინმემ ეს ტრადიცია?

– სხვათა შორის, სუნამო არც წელს მიმიღია საჩუქრად მეგობრებისგან. თუმცა, კომპანიისგან ჩემი საყვარელი სუნამო ნამდვილად მივიღე. შენ წარმოიდგინე, საჩუქრები შეთანხმებულად მივიღე, ყველამ წინასწარ გამაკეთებინა არჩევანი და ისე მომართვა საჩუქარი. ძალიან მომწონს ეს მიდგომა, რადგან ზუსტად ის საჩუქრები მივიღე, რასაც ჩავიცვამ, გავიკეთებ და ასე შემდეგ.

– უცხოეთში ხშირად დადიხარ. იქ თუ შეგიძენია სუნამო?

– კი, სანამ „ისი პარიში“ დავიწყებდი მუშაობას, მანამდეც შემიძენია უცხოეთში სუნამო და ახლაც შევიძინე ამერიკაში. რადგან, რაც ვიყიდე, ის საქართველოში ჯერ არ არის შემოსული. სუნამოს, რომელიც „ისი პარისაც“ აქვს, მართლა არასდროს ვიყიდი უცხოეთში.

– ამ ეტაპზე შენი საყვარელი სუნამო რომელია?

– „მოსკინოს გლამური“ მაქვს ამოჩემებული.

– იმედია, შენი თაყვანისმცემლები ახლა მაინც გაითვალისწინებენ ამას და „მოსკინოს გლამურს“ მოგართმევენ საჩუქრად.

– ვგიჟდები ამ სუნამოზე.

– კი შეგეცვალა გეგმები და ზაფხულს თბილისში ატარებ, მაგრამ ნიკუშა სად გყავს?

– ნიკუშა ახალდაბაში იყო. გურამიკოს დედა ჩამოვიდა საქართველოში ცოტა ხნით, უნდოდა ბავშვი ენახა და ამიტომ ჩამოვიყვანე.

– გურამიკო როდის გეგმავს ჩამოსვლას?

– როგორც თავად თქვა, სავარაუდოდ, ახალი წლისთვის ჩამოვა.

– ბოლო დროს ხშირად ამბობ, სიყვარულსა მალვა უნდაო. რამ მიგიყვანა ამ დასკვნამდე?

– კიდევ კარგი, მივხვდი ამას, თორემ უკვე იმის საშიშროება იყო, საერთოდ ვერ მივმხვდარიყავი, სიყვარულსა მალვა რომ უნდა. ყველა ჭკვიანმა ადამიანმა ადრე გაიგო ეს, მე კი, სამწუხაროდ გვიან. ჩემი აზრით, არც არის საინტერესო სხვა ადამიანებისთვის. როცა დრო მოვა, თუ რამე მოხდა, ყველა გაიგებს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი „ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო.“ ცარიელ ლაპარაკს არაფერი მოაქვს, საქმე ლაპარაკის ნაცვლად! წლები გამოცდილებას გმატებს. მივხვდი, რომ, რაც უფრო ბევრმა ადამიანმა იცის შენი პირადი ცხოვრების შესახებ, მით მეტია შანსი სასურველი შედეგით არ დამთავრდეს ურთიერთობა.

– როგორ ფიქრობ, იოლად შეეგუები შენს გვერდით მეორე ნახევარს, უკვე მეორედ?

– სიმართლე გითხრა, ძალიან გადაჩვეული ვარ ოჯახურ ცხოვრებას, ანუ ცოლის რანგში ყოფნას. როცა ქმარი მყავდა, მაშინაც არ ვითვლებოდი, სამწუხაროდ, კარგ მეოჯახედ. თავს იმით ვიმართლებ, რომ პატარა ვიყავი და ოჯახური ცხოვრებისთვის მზად არ აღმოვჩნდი. რაც მე და გურამიკო დავშორდით, მას მერე დედასთან და შვილთან ერთად ვცხოვრობ. მოგეხსენებათ, მშობელი ყოველთვის ათამამებს შვილს, თან მე დედისერთა ვარ – გაორმაგებულია ყველაფერი. სანამ გავთხოვდებოდი, არაფრის გაკეთება არ მევალებოდა სწავლის გარდა, რასაც პირნათლად ვასრულებდი. ახლა კი, გამომდინარე იქიდან, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს და ძალიან ვიღლები, დედაჩემი ყოველთვის ცდილობს სახლში არაფერი გავაკეთო დასვენების გარდა.

– როგორც ჩანს განებივრებული ხარ.

– მხოლოდ და მხოლოდ ამ მხრივ.

– როგორი მამაკაცი ვერ იქნება ვერასდროს შენს გვერდით?

– ჩემს გვერდით, უპირველესად ვერასდროს იქნება უსაქმური მამაკაცი. ჩემს ოჯახში ყოველთვის ყველა მუშაობდა. აქედან გამომდინარე, შეჩვეული ვარ, რომ დილით ყველა დგება და ზუსტად იცის, სად უნდა წავიდეს, ანუ სამსახურში. ასევე მივხვდი, რომ მამაკაცი ჩემზე ძლიერი უნდა იყოს. დედაჩემი სულ ამას მეუბნებოდა და არასდროს ვუჯერებდი. სიძლიერეში არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თითების ბრახან-ბრუხუნს, რაზეა ლაპარაკი. ჩემს გვერდით ვერასდროს იქნება უხეში, ეჭვიანი და უყურადღებო მამაკაცი.

– შენ საერთოდ არ ხარ ეჭვიანი?

– არა. მე რომ ეჭვიანი ვყოფილიყავი, მაშინ ვერც გავჩერდებოდი ჩემს ქმართან ამდენი წელი. თან, რა პერიოდი იყო, მოგეხსენება, რამდენი ფანი ჰყავდა „ქუჩის ბიჭებს.“ ხან კარზე, ხან კედელზე გვხვდებოდა წარწერები – გურამიკო მიყვარხარ. ყველაფერს გაგებით ვეგუებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვიანი არ ვარ, არ არსებობს, რამე გამომეპაროს, თუმცა არასდროს ჩავეძიები. ჩემი აზრით, რაც უფრო გაქექავ და ჩაეძიები, მით მეტ სიბინძურეს ნახავ და რა საჭიროა? ორი ადამიანის ურთიერთობა, უპირველესად ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზეა აწყობილი. თუ ადამიანს არ ენდობი, მასთან ერთად მაინც ვერ იქნები. ყველაფერში პოზიტიური უნდა ეძებო. თუ ვერ იპოვე, გაეჭვიანებს და განერვიულებს, მაშინ უნდა შეეშვა მასთან ურთიერთობას. ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყანაზე, არ იცი, ხვალ ვის რა მოელის და რატომ უნდა შესწირო საკუთარი თავი და ნერვები რომელიმე კონკრეტულ ადამიანს?

– საკუთარი თავის გაკონტროლება ყოველთვის შეგიძლია?

– ღმერთის წყალობით, მგონი კი. ჯერ უკონტროლო არ ვყოფილვარ. ფეთქებადი ვარ, მაგრამ წივილ-კივილი არ შემიძლია. სათქმელს ღიმილით და ძალიან დაბალ ტონში ვამბობ, რომელიც, ფაქტობრივად, კივილ-წივილისა და ცემის ტოლია.

– ანუ, სიტყვებით სცემ ადამიანს.

– როცა საჭიროა კი. ემოციურ ფონზე გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის არასწორია და მერე სანანებელი. როცა შეიძლება ადამიანს მშვიდად უთხრა სათქმელი, რატომ უნდა იყვირო. მე ყველაფერს გაწონასწორებული, დინჯად, საღი გონებით ვუყურებ. არც სიყვარულის გამო მიტირია, როგორც ბევრს სჩვევია. ემოციური შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. მიყვარდა, მაგრამ ეს ავადმყოფობაში არ გადამსვლია. სიყვარული მაშინ არის კარგი, როცა თავს კარგად გრძნობ. თუ იტირე, ლოგინად ჩავარდი და იდარდე, ეგ რა სიყვარულია?

– შენს ცხოვრებაში პირველი სიყვარული როდის შემოიჭრა?

– სხვათა შორის, ძალიან კარგად მახსოვს. მე-7, მე-8 კლასში ვიყავი და ჩემი სკოლელი, ძალიან საყვარელი ბიჭი მიყვარდა – გიორგი. მასთან დღემდე ვმეგობრობ. ჩემი უახლოესი მეგობრის მამიდაშვილი იყო. ისე მიყვარდა, მეგონა, სამყარო მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. რა თქმა უნდა, ამას არ გამოვხატავდი და ჩემი კომპლექსები მქონდა. სადაც მისი კლასი იყო, იქით არ გავდიოდი. დღეს რომ ვიხსენებთ, ძალიან მეცინება. ჩვენი ურთიერთობა სატელეფონო საუბრებს არ გაცდენია. მთელი ღამე ტელეფონზე ვლაპარაკობდით, დილით კი სკოლაში რომ მივდიოდით, ვითომ არ ვიცნობდით ერთმანეთს. ურთიერთობის ჩვენებური მოდელი გვქონდა ჩამოყალიბებული. სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ბიჭია გიორგი, რომელმაც პირველმა მითხრა, მე მგონი, აღარ მიყვარხარო. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ მხოლოდ ერთი საღამო. დილით კი სკოლაში რომ წავედი და ჩემი სხვა ბევრი თაყვანისმცემლის ყურადღება ვიგრძენი, გადამავიწყდა შენი გიორგი. ახლა სულ ვეუბნები, შეგიძლია იამაყო და თქვა, რომ პირველი ბიჭი ხარ, ვინც მითხრა, აღარ მიყვარხარო.


скачать dle 11.3