კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოხალისე „ყივჩაღები“


ანუ ვის ფრესკას მალავს ქართული ძეგლები



იმას, თუ რამდენი პირველკლასელი მიიღებს დაპირებულ მინი-კომპიუტერს, მხოლოდ ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ თუ შევიტყობთ, სამაგიეროდ, უკვე ცნობილია (ყოველ შემთხვევაში, ჩვენს პრეზიდენტს ასე უნდა), რომ ოთხ წელიწადში ქართველი ბავშვები ინგლისურენოვნები იქნებიან. მეორე მხრივ, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების წლევანდელ შედეგებს, მაგალითად, რეფორმის პირველი წლის შედეგებს შევადარებთ (ანუ იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს მოსწავლეებმა არაგამორეფორმირებული ცოდნით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები), სწავლა-განათლების რეგრესი აშკარაა: ზოგადი უნარების გამოცდის მაქსიმალური 100 ქულა, 80-მდეა დაყვანილი, სხვა დანარჩენ საგნებში კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარია შემცირებული. აქედან გამომდინარე კი, შესაძლოა, ოთხ წელიწადში (ინგლისურის მშობლიურად ქცევას ვინღა ჩივის) უმალ მშობლიურიც დაავიწყდეთ.

ვიდრე დაავიწყდებათ, საქართველოში ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლების მორიგი პარტია ჩამოვიდა (მართალია, გვაჯერებენ, პირველად ისტორიაშიო, თუმცა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს აქცია კარგა ხანია, გრძელდება და მას რამდენიმე წლის წინათ ინციდენტიც კი მოჰყვა, როდესაც ჩვენი თანამემამულე სწორედ ასეთი ინგლისურენოვანი მასწავლებლის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს: შეგახსენებთ, მასწავლებელს ინტიმური კავშირის დამყარება ჩხოროწყუში სურდა, ჩვენმა თანამემამულემ კი თბილისში მოისურვა). არა მხოლოდ ჩამოვიდნენ, თვით პრეზიდენტსაც შეხვდნენ, რომელმაც მათი ჩამოსვლის მნიშვნელობა 9 საუკუნის წინათ ყივჩაღების ჩამოსახლებას შეადარა (რამაც, თავისთავად, გვაფიქრებინა, რომ, თუკი ინგლისურენოვანი მოხალისეები თანამედროვე ყივჩაღები არიან, ჩვენი პირველი პირი დავითი გამოდის).

ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვუწყით, რა მიზანს ისახავდა ეს შედარება ან ვის ყურზე იყო გათვლილი, სამაგიეროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ, არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს ამ გაცხოველებული მუშაობისას კულტურული მემკვიდრეობის რომელიმე ძეგლის კედელზე ჩვენი პრეზიდენტის ფრესკაც აღმოვაჩინოთ.


скачать dle 11.3