ჯენას შრომა მოუწევს
ცნობილი პორნოვარსკვლავი ჯენა ჯეიმსონი მსუბუქ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივის, ტიტო ორისის ცოლია და სავარაუდოდ, პროფესიულ საქმიანობასაც ჩამოშორდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ჯენა გადაღებებს ისევ დაუბრუნდეს. საქმე ისაა, რომ ჯენას ქმრის ძმა, ანუ მაზლი 150 ათას დოლარს სთხოვს.
„ჯენამ აიჩემა, ჟურნალის გამოშვება მინდაო და მან და ჩემმა ძმამ 250 ათასი დოლარი ისესხეს. ვალის ნახევარი მალევე დააბრუნეს, მეორე ნახევარს კი დღემდე ველოდები. ეს ამბავი სამი წლის წინ მოხდა და არ ვაპირებ, ჩუმად ვიყო. თუ ისინი ვალს არ დამიბრუნებენ, სასამართლოში ვიჩივლებ“, – აცხადებს დაზარალებული.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯეიმსონი ერთ პორნოფილმში 50-დან 100 ათას დოლარამდე იღებდა, მინიმუმ სამ როლზე მოუწევს დაფიქრება.