კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გზახსნილები



ანუ ჭეშმარიტებაზე ძვირფასი „პლატონი“



რაკი შერლოკ ჰოლმსის ალღო არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაკარგული წიგნებით ძალოვანი უწყებების დაინტერესებას ვიღაც შეეწირებოდა, შედეგმაც არ დააყოვნა: წიგნების ძიებას თსუ-ში ფინანსური შემოწმებაც მიჰყვა. მართალია, რექტორი ხუბუა ირწმუნებოდა, უბრალო ვარო (ჩვენ თავად მივმართეთ ძალოვან უწყებებს წიგნების დაკარგვის გამოო), მაგრამ, საბოლოოდ, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა (რადგან, როგორც რევოლუციის პირმშომ იცოდა, რომ ჩაყოლაზე უკეთესი არაფერია).

მეორე მხრივ, კულუარული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კარგა ხანია, ილესავდა კბილებს თსუ-ის აწ უკვე ყოფილი რექტორის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ წიგნებმაც სულზე მიუსწრო. ასეა თუ ისე, არა მხოლოდ საქართველოს, სრულიად კავკასიის ნომერ პირველი ცოდნის ტაძარი ახალი რექტორის მოლოდინშია. ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ (მათ შორის, კულტურის ყოფილ მინისტრ ბ-ნ გაბაშვილსა და ილიაუნის მოქმედ რექტორ ბ-ნ თევზაძეს).

გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან თსუ-ის რექტორის თანამდებობის დაკავებას სამეცნიერო ხარისხი აღარ დასჭირდება, ასე აგვიხსნეს, ეს გზას გაუხსნის ყველა მსურველსო (რაც, ჩვეულებისამებრ, ბუნებრივად ნიშნავს, რომ მთავარი ნიშანი ხელისუფლების ერთგულებაა, ანუ ის, რომ ჭეშმარიტებას პლატონი მირჩევნია). ამ გზახსნილობის გათვალისწინებით კი, წესით, თსუ-ის რექტორი დისკოთეკაზეც შეირჩევა (პრინციპით, „მღვდელი ჭილოფში იცნობაო“).


скачать dle 11.3