კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბაყაყი წყალში ყიყინებს



ანუ ვისი ადგილია მუზეუმში



მას შემდეგ, რაც პრეისტორიული ადამიანის წინაპრების ნაშთები აღმოაჩინეს, დმანისი დიდი ყურადღებისა და მახვილი მზერის ქვეშაა. ან კი როგორ არ იქნება, როდესაც, თუ ჩვენს მეცნიერებს ვერწმუნებით, ევროპის ისტორია გადაიწერა და აღმოჩნდა, რომ პირველი ევროპელები სწორედ კავკასიიდან, კერძოდ, საქართველოდან მოვიდნენ მილიონ 800 ათასი წლის წინათ. შესაძლოა, ამ აღმოჩენამ აფიქრებინათ აფხაზეთში, თავადაც დაეწყოთ არქეოლოგიური გათხრები (ეტყობა, იმედოვნებენ, რომ უფრო ადრინდელი ევროპელების ნაშთებს აღმოაჩენენ). შესაბამისად, გათხრების დაფინანსებაში თვით აშშ-იც ჩაერთო (სახელდობრ, აშშ-ის ნაციონალური სამეცნიერო ფონდი) და გასულ კვირას, როგორც ქართულმა ელმედიამ გვაცნობა (ზედაც გვაჩვენა), საქართველოში აშშ-ის ელჩი თავად შეესწრო დმანისში პრეისტორიული ადამიანის ახალი ნაშთების აღმოჩენას. არქეოლოგებმა ტელეკამერის წინ ონლაინ რეჟიმში იპოვეს ჰომინიდის ნაშთები და იქვეც დაათარიღეს, ასე, მილიონ შვიდასიდან, ჰა და ჰა, რვაასი ათასი წლით (თვალის ერთი შევლებით!).

თუმცა მსოფლიო მხოლოდ ჰომინიდებით არ გაგვიკვირვებია, მოგეხსენებათ, ისინი ქართული ბაყაყებითაც მოიხიბლნენ. შესაბამისად, ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი დაგვპირდა, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს ბაყაყების მოსაშენებელი მეურნეობების შექმნას. ჩვენ არ ვიცით, როგორ დაგვირგვინდება ეს წამოწყება ან გაუწევენ თუ არა ჯეროვან კონკურენციას ქართველი ბაყაყები უცხოელ კოლეგებს (ამ ბიზნესის მეტი რენტაბელობისთვის ჩვენებურებისთვის ინგლისური აქცენტით ყიყინი ხომ არ გვესწავლებინა?!); მეტიც, დაგვეხმარება თუ არა ჰომინიდების ნაშთები ევროკავშირში გასაწევრიანებლად (ბოლოს და ბოლოს, პირველი პრეისტორიული ევროპელების შთამომავლები ვყოფილვართ?!), ამიტომ იმის იმედი არ მოგვეშალოს, რომ ბაყაყების მომვლელებად ან სამუზეუმო ექსპონატებად მაინც გამოვდგებით.


скачать dle 11.3