კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უყვარს არენგას ხშირი მორწყვა და რომელ სეზონზე უნდა ამყოფოთ გრაფტოპეტალუმი სიგრილეში


„ფლორა ინტერნაციონალის“, ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, აგვიხსნის, არის თუ არა რთული არენგასა და გრაფტოპეტალუმის გაზრდა ოთახის პირობებში და როგორ მოვუაროთ მათ ზაფხულის პერიოდში.


– ბატონო ამირან როგორი მცენარეა არენგა?

– არენგა პალმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი ტანი დაფარულია თეთრი-ოქროსფერი ბეწვით და ძალიან ეფექტურია ბინებსა და ოფისებში. ის თავისი თვისებებით წააგავს ქოქოსის პალმას. თუმცა, საკმაოდ ნორმალური სიმაღლის იზრდება ოთახის პირობებისთვის.

– შესაძლებელია თუ არა ოთახის პირობებში არენგას გახარება და რამდენად პრეტენზიულია ის?

– ის მშვენივრად ხარობს ბინაში და ადვილი მოსავლელია. არც პრობლემებს შეგიქმნით და არც ზედმეტი ყურადღება სჭირდება.

– როგორ პირობებში ვამყოფოთ არენგა?

– მცენარეს ზამთარში არ უყვარს სიცივე. ამიტომ, ოთახში ტემპერატურა 18-20 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ზაფხულში 20 გრადუსიდან ნებისმიერი ტემპერატურა მისთვის მისაღებია. მცენარეს არ უყვარს სიცივე და გაითვალისწინეთ, რომ არ გაგიფუჭდეთ. მართალია, ეს მცენარე ოთახის პირობებს კარგად ეგუება, მაგრამ ცოტა რთულად იზრდება – სიმაღლეში გასაზრდელად მრავალი წელი სჭირდება.

– ხშირად უნდა მოვრწყათ მცენარე?

– ზაფხულში მას ხშირი მორწყვა უყვარს, შეგიძლიათ, დღეში სამჯერაც მორწყათ და ამ პერიოდში მცენარე ეზოში გაიტანეთ. ასეთ გარემოში უკეთ გაიხარებს და შესაბამისად მოხდება ფოტოსინთეზიც. რაც შეეხება ზამთარს, გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს არენგას ნიადაგი ძალიან არ უნდა გაჟღინთოთ წყლით, ამიტომ სასურველია, მცენარე მორწყათ რამდენიმე კვირაში ერთხელ. სხვა შემთხვევაში შეიძლება, ზედმეტი წყლისგან ფესვები დაულპეს.

– რისთვის იყენებენ არენგას?

– მცენარე გამოიყენება თოკების გასაკეთებლად, ასევე მის თესლს კუნძულის მცხოვრებლები ფქვავენ და გამოჰყავთ ზეთი.

– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ არენგას?

– მის ნიადაგში უნდა შედიოდეს ორი წილი მიწა, ერთი წილი ქვიშა და ორი წილი ფოთლის მიწაც.

– რა მავნებლით შეიძლება, დაავადდეს ეს მცენარე?

– ამ მცენარეს მავნებელი მხოლოდ ყვავილობისას უჩნდება. მისი ყვავილი ბოლო ფოთლის ყელიდან ამოდის, ამიტომ ეცადეთ, ბოლო ფოთლები არ შეაცალოთ და არ შეაჭრათ. ამით დააზიანებთ ყვავილის ჩანასახს.

– როდის ყვავის მცენარე?

– მცენარე გვიან შემოდგომით ყვავის, ნოემბერ-დეკემბერში. ამიტომ, ამ დროს ტემპერატურა აწიეთ 25 გრადუსამდე. მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს თესლის მომწიფებას.

– რით მრავლდება მცენარე?

– მცენარე მრავლდება ამონაყრით და თესლის დათესვით. თესლი ორი თვის შემდეგ ღვივდება ნიადაგში. აღმოცენებული მცენარე უნდა გადაირგოს ორი ფოთლის ფაზაში. გადატანა ხდება როგორც მიწით, ასევე შიშველი ფესვით, რადგან მცენარე არ არის პრეტენზიული. მისი გადარგვა კი შესაძლებელია, ხუთ წელიწადში ერთხელ.

– რას გვეტყვით გრაფტოპეტალუმის შესახებ?

– ეს მომცრო, მკვრივი და ხორციანი მცენარე ყვავილობისას თავის ჩვეულებრივ ზომას რამდენჯერმე აჭარბებს. სქელი ფოთლები მკვრივ, ბორცვისებურ როზეტს ქმნის, რომელიც იშვიათად იზრდება რამდენიმე სანტიმეტრზე მაღალი. სიგანე კი ოდნავ მეტი აქვს, სამაგიეროდ, დიდი, კაშკაშა და თვალისმომჭრელი ყვავილები ამშვენებს.

– როგორ შევუწყოთ ამ მცენარეს ხელი, რომ კარგად იყვავილოს?

– გახსოვდეთ, რომ მას მუდამ სინათლე სჭირდება. თუ გრაფტოპეტალუმს სინათლე არ აკლია, იოლად ამოსდის მუქი ვარდისფერი ყვავილები. ყვავილობა რამდენიმე კვირას გრძელდება. როცა არ ყვავის, უსახურია. ამიტომ გირჩევთ, ფართო, დაბალ ქოთანში რამდენიმე ეგზემპლარი ჩარგოთ და ასე უფრო ლამაზ ეფექტს შექმნით.

– როგორ პირობებში უყვარს ამ მცენარეს ყოფნა?

– მთელი წლის განმავლობაში მზის შუქი არ უნდა მოაკლოთ, თუმცა ძალიან მწველ მზეს მოარიდეთ. საერთოდ, ზაფხულში მისთვის ყველაზე სასიამოვნო გარემო ნათელი ადგილია. ამიტომ, თუ აივანი გაქვთ, ამ სეზონზე დადგით იქ. სხვა დროს კი ბინაში აირჩიეთ სამხრეთის ფანჯარა.

– რაც შეეხება ტემპერატურას?

– გრაფტოპეტალუმი ოთახის მცენარეა. მას ჰყოფნის ბინის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ზამთარში მაღალ ტემპერატურას არ ითხოვს, უმჯობესია, თუ სიგრილეში ამყოფებთ.

– რა ინტენსივობით მოვრწყათ მცენარე?

– გაზაფხულიდან ადრიან შემოდგომამდე, მცენარეს აქტიური ზრდის პერიოდი აქვს, ამიტომ ამ დროს რეგულარულად მორწყეთ ხოლმე. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ მორწყვიდან მორწყვამდე, მიწას შეშრობა აცადოთ. ზამთარში იშვიათად სჭირდება წყლის დასხმა, მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელით მოუსინჯავთ ნიადაგს და მიხვდებით, რომ მიწა მთლიანად გამოშრა.

– რას გამოიწვევს ჭარბი წყალი?

– იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძალიან ბევრ წყალს დაასხამთ მცენარეს, ან ძალიან ხშირად მორწყავთ, განსაკუთრებით ზამთარში, მისი ფესვები ლპობას დაიწყებს. ხშირად შეუმოწმეთ ქოთანიც. მასში შეიძლება წყალი ჩაგუბდეს და ამ მიზეზით გრაფტოპეტალუმი დაიღუპოს.


скачать dle 11.3