კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა გიყვარს!..


როცა გიყვარს, პარტნიორი შენთვის მთელი სამყაროა. გრძნობა გონების ხმას ახშობს და გულის კარნახით მიღებული გადაწყვეტილება, ყოველთვის როდია იდეალური. შედეგები კი, რაღაც დროის მერე იჩენს ხოლმე თავს. კიდევ კარგია, თუ გაგიმართლებთ და იმ ადამიანს დაუკავშირებთ ცხოვრებას, რომელთანაც ბევრი საერთო გაქვთ და მეტ-ნაკლებად შეძლებთ საერთო ენის გამონახვას. მაგრამ, ისეც ხომ ხდება, როცა ერთ ჭერქვეშ ორი სრულიად განსხვავებული ხასიათის, ინტერესებისა და ჩვევების ადამიანი იყრის თავს. როცა სიყვარული ნამდვილი და რეალურია, ისინი შეძლებენ პრობლემების გადალახვას. დაძლევენ ბარიერებს, მათ ჰარმონიულ თანაარსებობას რომ უშლის ხელს.

ქალი მამაკაცის მკლავებში არ ეძებს მხოლოდ ეროტიკულ თავგადასავალს, როგორც ეს ძირითადად ხდება მამაკაცების შემთხვევაში, არამედ სითბოს, სიყვარულს, ალერსსა და გაგებას. მისთვის მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე საკმარისი არ არის. მამაკაცების რაღაც ნაწილმა ეს იცის და მათთვის ქალის გულის მონადირება რთული არ არის. მაგრამ, ეს კიდევ არ არის სიყვარული. როცა მამაკაცს მართლა უყვარს, უყვარს მთელი გულით და ის ვეღარ თამაშობს. ამ დროს შეიძლება, შეცდომებიც დაუშვას და ბევრი რაღაც გააკეთოს ისეთი, რაც ქალს არ მოეწონება. მისთვის ხომ მთავარი ემოციებია. თუ გინდათ, საყვარელ ადამიანს გაუგოთ, ნუ იქნებით ეგოისტი. იფიქრეთ მასზე და ნუ მოსთხოვთ იმას, რის მოცემასაც, თავადაც იცით, რომ ვერ შეძლებს. თუკი ეს ურთიერთობა, თქვენთვის მართლა ძვირფასია, ყველაფერი გააკეთეთ მის შესანარჩუნებლად.


скачать dle 11.3