კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„წესიერების” ფარგლებში


როგორ გადავაჩვიოთ მამაკაცი ფლირტს? ან, გვაქვს კი შანსი, რომ ეს შესაძლებელი გავხადოთ? იქნებ, ფლირტი სულაც არ უნდა აღვიქვათ ტრაგედიად, მაშინ ხომ პრობლემებიც ნაკლები გვექნება? მოკლედ, გააჩნია, რა ფორმა და მასშტაბები ექნება მას და ჩაჯდება თუ არა „წესიერების” ფარგლებში.

ნუ იჩქარებთ ნაადრევი დასკვნების გამოტანას და ნუ აიკლებთ თქვენს პარტნიორს საყვედურებით, თუნდაც, ხედავდეთ, როგორ უღიმის თქვენ ცხვირწინ სხვას. ნუ გადმოაფრქვევთ მასზე მთელ ბოღმასა და რისხვას, არაფერი დაშავდება, თუკი თვალს წყალს დაალევინებს. გაიხსენეთ, რაც ერთად ხართ, თვითონ არავის გაპრანჭვიხართ?!

სურვილი, მოსწონდე საპირისპირო სქესს, სრულიად ბუნებრივია და არაფერი პათოლოგიური ამაში არ არის. ხანგრძლივი ურთიერთობები, მძაფრი ემოციები ხუნდება და ცხრება. ფლირტი ემოციების შევსების საშუალებას იძლევა. თანაც, ისე, რომ არ უღალატო პარტნიორს. მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ – ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ წინასწარ გეცოდინებათ, სად გადის თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის ზღვარი ზომიერებასა და ზღვარგადასულს შორის. ცივილიზებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს ურთიერთშეთანხმებას. არ არის საჭირო არც ჩხუბი და არც აყალმაყალი. თუმცა, არსებობს ერთი „მაგრამ“ – ძნელად იპოვით მამაკაცს, რომელიც იმაზე იქნება თანახმა, რომ მისმა მეუღლემ კაცებთან ფლირტით შეიქციოს თავი. რას იზამთ, მამაკაცებს ვერ შეცვლით და არც არის საჭირო. უბრალოდ, ხანდახან მიეცით ნება, იგრძნონ პირველყოფილი თავისუფლება.

არასდროს გამოიყენოთ ბოროტად ის ნდობა, რომელიც პარტნიორს თქვენ მიმართ აქვს. აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ „ის” კონკურსგარეშეა და ეს პარტნიორებმა ერთნაირად უნდა გააკეთონ.


скачать dle 11.3