კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ელოდებოდა დიდი ხნის განმავლობაში ადელინა გოგუაძე და რა ოცნება აუხდა მას ქორწილში


„ჩვენი ოფისის” მსახიობის, მომხიბლავი ადელინა გოგუაძის გათხოვებასთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალი გასულ ნომრებში გიყვებოდათ. ასე რომ, მისი სასიყვარულო ისტორიის დასაწყისისა და ლოგიკური დაგვირგვინების შესახებ, ჩვენმა მკითხველმა ყველაფერი იცის. ამ წყვილმა ნამდვილად გაუძლო ყველანაირ განსაცდელს, განშორებას, დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის უნახაობას და, საბოლოოდ, ადელინასა და გიო ჭანტურიას სიყვარული უფრო გაძლიერდა, უფრო გაღრმავდა და ოჯახის შექმნით დასრულდა.

იანვრის შემდეგ ბევრი დრო გავიდა. მეუღლის სახლში ადელინა ნიშნობის შემდეგ გადავიდა, ზაფხულში კი ჯვრისწერა მოულოდნელად ადელინასა და გიოს მშობლებმა გადაწყვიტეს. რადგან ჯვრისწერა უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფერს უკვე ქორწილის სახე მიეცა.

ადელინა გოგუაძე: ამ დღეს მართლა მოუთმენლად ველოდი. როდესაც მშობლებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ კვირა დღეს გვითხრეს, ორშაბათს უკვე ყველაფერი მზად იყო – კაბაც ნაყიდი მქონდა და გიოც გამოწყობილი მყავდა. მოკლედ, სრულ მზადყოფნაში ვიყავი. მართლა ველოდებოდი ამ დღეს და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემი ქორწილი ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი – პატარა, მხოლოდ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. არ მიყვარს ზედმეტად პომპეზური ქორწილები, პატარძალი წინასწარ საშინლად რომ ნერვიულობს და მერე, დაღლილი და ნანერვიულები, ყველაზე ნაკლებად რომ ერთობა, თან, სტუმრების ნაწილს საერთოდ რომ ვერ ცნობს. შეიძლება, ვიღაცისთვის ეს ზღაპრული ქორწილია, მაგრამ მე, ისეთი ქორწილი მინდოდა – ყველა სტუმარს ყურადღებას რომ მივაქცევდი და ჩემთან ერთად გაერთობოდნენ.

– ჯვრისწერის ადგილი რამდენჯერმე რატომ შეიცვალა?

– ამან თავიდან ცოტა მეც მანერვიულა. მთელი ცხოვრება წმიდა ნიკოლოზის ხატთან ვლოცულობდი, მას ვავედრებდი ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს. თავიდან გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ჯვარი სვეტიცხოველში დაგვეწერა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ეპარქიები იყვნენ შესული. შემდეგ გადავწყვიტეთ, ჯვრის მონასტერში დაგვეწერა ჯვარი, მაგრამ, უკვე ყველაფერი რომ დაგეგმილი იყო, ქორწილის წინა საღამოს გავიგეთ, ტაძარში თეთრი ბერები შესულან და ჯვრისწერის საიდუმლოს იქ ვერ ვეზიარებოდით. მართლა ძალიან ვინერვიულე, ემოციებში ჩავვარდი. ყველაფერში სიმბოლოებს ხედავ ადამიანი და, მით უმეტეს – ამ დღეს. ბოლოს, ჩვენმა მოძღვარმა, მამა ავთანდილმა გვითხრა, ნარიყალაზე დაგწერთ ჯვარსო და, როდესაც გავიგე, რომ ეს ტაძარი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ყოფილა, გავგიჟდი, მივხვდი, ღმერთმა მიმიყვანა ამ ტაძრამდე. უბედნიერესი ვიყავი, მართლა. ჯვრისწერა განსაკუთრებით ემოციური გახდა ჩემთვის.

ჯვრისწერის შემდეგ წყვილმა თავიანთი სტუმრებიანად, ხელის მოსაწერად „კონკაზე” გადაინაცვა. აქვე გეტყვით იმ ადამიანების ვინაობას, ვინც ადელინასა და გიორგის გვერდით იდგნენ ამ მნიშვნელოვან დღეს და პასუხისმგებლობაც საკმაოდ იტვირთეს. ადელინას ხუთი მეჯვარე ჰყავდა, რომელთაგან ოთხი მსახიობია: ანა სანაია, თაკო აბაშიძე („ჩვენი ოფისიდან“), ნინო ჯავახიშვილი („გოგონა გარეუბნიდან“), თამთა ბაქრაძე და სალომე პერტაია. გიორგის მეჯვარეები მისი დიდი ხნის მეგობრები – სანდრო სოხაშვილი და ბექა ღვანიძე არიან. ხელის მოწერის შემდეგ მექორწილეებმა რესტორან „კოსმოსში” გადაინაცვლეს.

ადელინა: ყველაზე მეტად ის მიხარია დღეს, რომ თითოეული სტუმარი ისე გაერთო, როგორც მინდოდა. საოცარი მხიარულება გვქონდა, არავინ სკამზე არ გაჩერებულა, ყველა ბედნიერი იყო და ყველას უხაროდა ჩვენი ბედნიერება. გოგოებმა საოცრებები ჩაიდინეს. არ ვიცი, ასეთი გიჟი პატარძალი თავისი მეჯვარეებით სხვაგან სადმე თუ ყოფილა. კულმინაცია იყო, როდესაც გავიხედე და დავინახე, როგორ ცეკვავდა ფეხშიშველი თაკო აბაშიძე „კინტოურს“. ზუსტად ნახევარ წუთში ანა სანაიაც ფეხშიშველი შეუერთდა. როგორ გამოვაკლდებოდი ამ ამბავს – სასწრაფოდ გავიხადე ფეხზე და შევვარდი „კინტოურის“ საცეკვაოდ. მაგრამ, ეს ყველაფერი არ იყო – თაკო აბაშიძე „შპაგატში“ ჩაჯდა და ცხვირსახოცის ნაცვლად დაგდებული ხელსახოცი პირით აიღო. ჩვენც, რა თქმა უნდა, მივბაძეთ და, რამდენიმე წუთში პატარძალი და კიდევ სამი გოგო „შპაგატში“ ვისხედით საცეკვაო მოედნის ცენტრში (იცინის). მართლა ძალიან მაგარი დღე იყო და მიხარია, რომ ყველა გულიანად გაერთო.


скачать dle 11.3