კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ეშვება „კაგებე“ გაქცეულ თანამშრომლებს და რატომ დასდევს მათ მთელ მსოფლიოში


1983 წელს, ბრაზილიაში, ვინმე მარინა ლისენკომ, ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელსაც „ჩემი მემუარები“ ეწოდება. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან. ლისენკო საბჭოთა უშიშროების თანამშრომელი იყო და ის ბრაზილიაში 1981 წელს გაიქცა.

საბჭოური „იავნანები“

მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების კაპიტნის წოდებას ვატარებდი, თავი ყოველთვის დაქირავებულ მკვლელად და მეძავად მიმაჩნდა, რომელიც, ცრუიდეური მოსაზრებით თუ ფულის გამო, ბინძურ სამუშაოს ასრულებდა.

თავდაპირველად, სანამ 30 წლის გავხდებოდი, ასე თუ ისე, მჯეროდა საბჭოთა იდეოლოგიური „იავნანების“, ბედნიერი, კომუნისტური მომავლის და ადამიანებს ამ რწმენის საფარველქვეშ ვხოცავდი. მაგრამ, ოცდაათს რომ გადავაბიჯე და მივხვდი, როგორ ბლეფში ვიყავით ჩაფლულები, წინა პლანზე ფინანსურმა მხარემ წამოიწია. თუმცა, ერთიც და მეორეც ამორალური საქციელი იყო და, ამ საშინელებას რომ გავცლოდი, ერთ მშვენიერ დღეს საბჭოთა კავშირიდან ავიბარგე. ანუ, ჩემს ყოფილ კოლეგებს ხელი დავუქნიე, ასე ვთქვათ, სამუდამოდ გამოვემშვიდობე.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ისინი მე შემელეოდნენ და ასეც მოხდა – როგორც ყველა მოღალატედ შერაცხილ თანამშრომელზე, ჩემზეც ნადირობა გამოაცხადეს. მარტო ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩემზე სამი თავდასხმა განხორციელდა და სამივე მოგზავნილი აგენტების კრახით დასრულდა. პირველ ორ შემთხვევაში, ჯერ ახალგაზრდა მამაკაცი მოვკალი, შემდეგ – ქალი, მესამედ კი უკვე შერეული დუეტი მომიგზავნეს, თუმცა...

ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ, ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე, მუდმივად ვიცვლი საცხოვრებელ ადგილს. როდესაც „კაგებეს“ ორჯერ დავუსხლტი ხელიდან, მესამედ მექსიკის საკურორტო ქალაქ აკაპულკოში დავსახლდი და ისე ვიყავი შენიღბული, ჩემი აღმოჩენა არც ისე იოლი საქმე იყო. მოხუცი ქალბატონის გრიმით დავსეირნობდი ჯოხით ხელში ოკეანის სანაპიროზე და საუცხოო პეიზაჟებით ვტკბებოდი. ჯოხში კი ავტომატური იარაღი მქონდა ჩამონტაჟებული, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობდა და 16 ტყვიის გასროლა შეეძლო. 11 თვე ასე უდარდელად ვცხოვრობდი, მერე კი ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის მიუტევებელი შეცდომა დავუშვი, ყურადღება მოვადუნე... და დავისაჯე კიდეც.

ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს ნომერში დამლაგებელი გოგონა შემოვიდა, რომელმაც მოულოდნელად აეროზოლი შემასხა სახეში. სანამ წინააღმდეგობის გაწევას მოვახერხებდი, მას ვიღაც ყმაწვილიც მიეხმარა და გამკოჭეს. ისინი, რა თქმა უნდა, „კაგებეს“ მოგზავნილი მკვლელები იყვნენ და ისე უხაროდათ ჩემი დაჭერა, რომ აღტაცებას ვერ მალავდნენ.

– ალბათ, პირველ დავალებაზე ხართ, ხომ? – ვკითხე ყმაწვილს.

– როგორ მიხვდით? – კოპები შეიკრა ბიჭმა, რომელმაც ინსტრუქცია დაარღვია და ჩემთან დიალოგში შემოვიდა. არადა, წესით, უნდა მოვეკალი და წასულიყვნენ.

– მეც ვყოფილვარ თქვენს დღეში და მივხვდი, – მივუგე ბიჭს, – ყოჩაღ! ჩემი მოხელთება არც ისე იოლი იყო და ჯილდოს მიიღებთ.

– მოკალი და წავედით! – უბრძანა ბიჭს გოგონამ, რომელიც უფრო დახვეწილად მოქმედებდა.

ბიჭმა მაყუჩიანი პისტოლეტი მომიშვირა, მე კი მას მშვიდად ვუთხარი:

– იქნებ, მოვრიგდეთ?

– რა სისულელეა, – მითხრა აგენტმა გოგონამ და მეწყვილეს მიმართა:

– ესროლე, რაღას უცდი!

– ერთი წუთით, ახალგაზრდებო, – ვთქვი მე და ბიჭს მივუბრუნდი, – მეხიკოს ბანკის სეიფის ნომერსა და კოდს გეტყვი. იქ კი ერთი მილიონი დოლარი დევს და, თუ არ მომკლავთ, ფული თქვენია. ამ თანხას, „კაგებეში“ 100 წელიც რომ იმუშაოთ, მაინც ვერ მოაგროვებთ. თანაც, შეიძლება, არ გაგიმართლოთ და დავალების შესრულებისას დაიღუპოთ. არ ჯობია, ფული აიღოთ და შემომიერთდეთ? „კაგებეს“ დედაც...

ბიჭი დაფიქრდა და, მიუხედავად იმისა, რომ მეწყვილე გოგონა მას ჩემს მოკვლას სთხოვდა, მომიახლოვდა, პისტოლეტი ქამარში გაირჭო, ალესილი ბებუთი შიშველ მუცელზე მომადო და კბილებში გამოცრა:

– სეიფის ნომერი და კოდი თქვი, თორემ, საშინლად გაწამებ, ასე უმტკივნეულოდ კი არ მოგკლავ!

მეც მეტი რა მინდოდა – ეს შოუ იმიტომ მოვუწყვე ნორჩ ქილერებს, რომ ბიჭი ჩემთან ახლოს მოსულიყო, რადგან, ხელები უკვე კარგა ხნის ახსნილი მქონდა. მე ის ჯერ დანიანად დავახეთქე იატაკზე, შემდეგ მისთვის წართმეული პისტოლეტი მივუშვირე წყვილს და ვუთხარი:

– „იავნანებს“ ნუ დაუჯერებთ, ნურც საბჭოთას, ნურც არასაბჭოთას. ახლა კი, მშვიდობით...

– არ მოგვკლა! – აყვირდნენ ქილერები.

მე გამოვკარი სასხლეტს თითი და ორივე მსუბუქად დავჭერი ფეხში. შემდეგ კი იქაურობას გავეცალე.


скачать dle 11.3