შექმნეს ანტისტრესული ვაქცინა
ამერიკელმა სწავლულებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს – შექმნეს სტრესის საწინააღმდეგო ვაქცინა. მეცნიერები მოელიან, რომ იქმნება წამლების ახალი თაობა, რომლებიც კაცობრიობას იხსნის ფსიქოლოგიური გადატვირთვებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის დამანგრეველი შედეგებისგან. სხვათა შორის, მათ სულ მალე გამოიტანენ გასაყიდად.
ცნობილია, რომ სტრესის ბიოქიმიური მექანიზმი კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის პროფესორმა რობერტ საპოლსკიმ გახსნა. მან დაახლოებით 30 წლის წინათ დაიწყო მუშაობა აფრიკაში პრობლემებზე, რომლებიც ცხოველთა ქმედებასთან იყო დაკავშირებული. კვლევების მიმდინარეობისას სწავლულმა დაადგინა, რომ გაზრდილი საშიშროების დროს ძუძუმწოვრის ორგანიზმი განსაკუთრებულ ჰორმონებს – გლუკოკორტიკოიდებს გამოიმუშავებს. ისინი მყისიერად ააქტიურებენ თავის ტვინის და, შესაბამისად, მთელი ორგანიზმის მუშაობას და ეხმარებიან ადამიანს, გადალახოს საშიშროება. მაგრამ, ადამიანი ამ ჰორმონების მაღალ დონეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინახავს, რაც მას გახანგრძლივებულ სტრესულ მდგომარეობას უნარჩუნებს. „კავდება რა ორგანიზმში აუცილებელ დროზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მან შეასრულა თავის მნიშვნელოვანი როლი, გლუკოკორტიკოიდი ხდება ტოქსიკური, ანადგურებს თავის ტვინის უჯრედებს და ასუსტებს იმუნურ სისტემას“, – აღნიშნა საპოლსკიმ.
კალიფორნიელმა მეცნიერებმა შეძლეს, ეპოვათ ამ ჰორმონების გენეტიკური მექანიზმის „გამოთიშვის“ მეთოდი, როდესაც მათი არსებობა უკვე საჭირო აღარ არის. ვაქცინა გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნილი განსაკუთრებულად დამცავი გენებია და თავის ტვინის იმ ნაწილებზე მოქმედებს, რომლებზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს გლუკოკორტიკოიდები. ვირთხებზე ჩატარებული ცდები დადებითი შედეგებით დამთავრდა. ახლა მზადდება მისი გამოცდა მოხალისეებზე.