კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა საშიში მაგნიტური ქარიშხალი, რომელმაც ჩრდილოეთის ციალი სამხრეთით გადმოანაცვლა


დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო – გასულ კვირას მზიდან დიდი რაოდენობით პლაზმის გამოტყორცნის შედეგად, ჩვენი პლანეტის მაგნიტოსფეროში შეშფოთების დონემ წელს რეკორდულ ზღვარს მიაღწია.

მაგნიტურ ქარიშხალს წინასწარმეტყველებდნენ „ნასას“ მზის კოსმოსური ობსერვატორიის სპეციალისტები, რომლებმაც თებერვალში გაგზავნილი ზონდის საშუალებით დააფიქსირეს ეგრეთ წოდებული კორონარული გამონატყორცნი – მილიონობით ტონა პლაზმა, რაც მზის მაგნიტური ველის დინამიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული.

ჩვეულებრივ, მაგნიტური ქარიშხალი 12-დან 24 საათამდე გრძელდება, მაგრამ ახლა მეცნიერები ვერ ასახელებენ, რამდენ ხანს გასტანს აღნიშნული გეომაგნიტური აქტიურობა. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკადს ახასიათებს ნათელი პოლარული ციალი, რომელიც 56-გრადუსიანი პარალელის სამხრეთითაც კი გავრცელდა. ჩრდილოეთის ნათების დანახვა მოსკოვის მოსახლეობასაც შეუძლია, თუმცა მათ ამაში ხანძრისგან გამოწვეული კვამლის სქელი ფენა უშლის ხელს.

ასეთ საპლანეტათშორისო შეშფოთებას საკმაო უსიამოვნებები მოაქვს დედამიწისთვის, განსაკუთრებით კი საშიშია მცირე მაგნიტური ქარიშხალი – ის ხელს უშლის არა მარტო კოსმოსური თანამგზავრების მოძრაობას (სპეციალისტებს ქარიშხლის ჩადგომის შემდეგ მათი ტრაექტორიის თავიდან დარეგულირება უხდებათ), არამედ აქტიურად მოქმედებს ძვირად ღირებულ აპარატურაზე, ენერგეტიკულ სისტემებზე, კავშირებსა და, შესაბამისად, ტრანსპორტზე.

მაგნიტური ქარიშხალი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე, თუმცა, აქ მეცნიერთა აზრი იყოფა: სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ იგი ძლიერ აქვეითებს ჯანმრთელობას: ირღვევა ძილი, ქვეითდება შრომისუნარიანობა, იზრდება გაღიზიანების დონე, შესაბამისად – ნევროზული ფონი და, ამიტომ, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც კი ურჩევენ, ამ გამოვლინებათა შედეგების თავიდან ასაცილებლად, დროულად მიიღონ ექიმების მიერ პროფილაქტიკისთვის დანიშნული მედიკამენტები; სპეციალისტთა მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ქარიშხლით გამოწვეული მაგნიტური ველი არც ისე დიდია – სულ, რამდენიმე მიკროტესლაა და ისიც – ატმოსფეროს მხოლოდ ზედა ფენებში. ამდენად, მას ადამიანებში მხოლოდ მსუბუქი სტრესისა და თავის ტკივილების გამოწვევა შეუძლია.


скачать dle 11.3