კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფიქტიური მოგონებები მეხსიერების განუყოფელი ნაწილია


მოგონებებმა ბედნიერ ბავშვობაზე, ანდა, ამაღელვებელ საკურორტო რომანებზე, შეიძლება, მძიმე წუთებში ადამიანი გაამხნევოს, მაგრამ, სწავლულთა აზრით, იმ მოვლენათაგან მრავალს, რომელთაც ჩვენ გულაჩუყებითა და სინაზით ვიხსენებთ, სინამდვილეში ადგილი არასდროს ჰქონია.

ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი იგონებს თავის ცხოვრებაში შემთხვევებს, რომლებიც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა. ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ადამიანის მეხსიერება ძალზე „ჭირვეულია“. ორ ადამიანს, რომლებიც ერთსა და იმავე მოვლენას იხსენებენ, შეუძლიათ, ხმის ჩახლეჩამდე იკამათონ, იმდენად განსხვავებული იქნება მათი მოგონება ამ მოვლენის შესახებ.

უნიკალური კვლევები ჰალის უნივერსიტეტის სწავლულებმა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ყოველმა მეხუთე ადამიანმა „გაიხსენა“ ის, რაც არასდროს მომხდარა. ფიქტიური მოგონებების უმრავლესობა ეხება ადამიანის ცხოვრების პერიოდს 4-დან 8 წლამდე. გამოკითხულთაგან ერთ-ერთი ამტკიცებდა, რომ ბავშვობაში ის ჰოკეის თამაშობდა, მაგრამ მისმა მშობლებმა განაცხადეს, რომ ჰოკეისტი არასდროს ყოფილა. მეორე ამბობდა, რომ ბავშვობაში ცოცხალი დინოზავრი ნახა. ბევრ შემთხვევაში ადამიანებისთვის ძველებურად ძვირფასია მოგონებები მას შემდეგაც კი, როდესაც მშობლები ეტყვიან, რომ არავითარი მსგავსი მათ თავს არ გადახდენიათ. სხვათა შორის, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ფიქტიური მოგონებები ადამიანის ავტობიოგრაფიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია.


скачать dle 11.3