კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლულებმა ანტილაზერი გამოიგონეს


ამერიკელმა მეცნიერებმა ლაზერის კონცეფცია გადაატრიალეს: მათ ახალი მოწყობილობა – „ანტილაზერი“ გამოიგონეს, რომელიც, იმის ნაცვლად, რომ სინათლე კოჰერენტულ იმპულსებში გააძლიეროს, შთანთქავს სინათლის სხივებს, რომელიც მისკენ არის მიმართული. სწავლულები, რა თქმა უნდა, აღნიშნავენ, რომ გამოგონება ისეთ ფართო გამოყენებას ვერ პოვებს, როგორც ჩვეულებრივი ლაზერი, მაგრამ, ტექნიკის ზოგიერთ დარგში, შეიძლება, შეუცვლელი აღმოჩნდეს.

ლაზერის ძირითადი თვისებაა კოჰერენტული, მონოქრომატული, პოლარიზებული ვიწრო ნაკადის შექმნა, სხვანაირად – სინათლისა, რომლის ტალღას აქვს მკაცრად განსაზღვრული სიგრძე. ეს ტალღები სინქრონულად ერთ სიბრტყეში ირხევა. „ანტილაზერი“ კი მოქმედებს პირიქით – შთანთქავს მკაცრად განსაზღვრული მახასიათებლების მქონე ელექტრომაგნიტურ ტალღებს.

იელის უნივერსიტეტის სწავლულები ამ მოწყობილობას „იდეალურ კოჰერენტულ შთანმთქმელს“ უწოდებენ, სხვაგვარად კი მისი სახელწოდებაა „დროის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობის ლაზერი“, ვინაიდან იგი საწინააღმდეგო მიმართულებით მუშაობს.

„ანტილაზერი“, როგორც ასეთი, ჯერჯერობით არ არსებობს. მისთვის მომზადებულია მხოლოდ თეორიული დასაბუთება, თუმცა, სწავლულები უკვე რეალური მოწყობილობის შექმნას შეუდგნენ და საქმე, მათი თქმით, ძალზე სწრაფად მიიწევს წინ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გამოგონება, შესაძლოა, სასარგებლო გახდეს, მაგალითად, მომავლის ელექტრონიკაში, მათ შორის, კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ოპტიკური კომუტატორების ახალი ტიპებისთვის.


скачать dle 11.3