გია მურღულიას კოლექციიდან
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოიგონა გოგონამ, რომელსაც სულ შუბლზე კოცნიდნენ...
***
– ბებო, სამი ლარი მომეცი!
– რაო?
– სამი ლარი მომეცი!
– რაო?
– ხუთი ლარი მომეცი!
– აკი, სამიო?!
***
შვილი – მამას:
– ვაჰ, არ გაგიჟდება დედაჩემი აქ რომ დაგინახავს?!
– რატომ, შვილო?
– უკვე ერთი საათია ტელეფონზე გელაპარაკება!
***
სვანს ეკითხებიან:
– როგორ შეხვდი ახალ წელს?
– არ შევხვედრივარ, თვითონ მოვიდა!
***
მიხო მეზობელს შესჩივის:
– ძაან ზარმაცი მამალი მყამს!
– რატომა?
– სხვები რო ყივიან, ესა თავ უქნევს ხოლმე!
***
სამი მოაგარაკე ერთმანეთს შეხვდა:
– ჩემმა ვაშლმა წელს რომ დაისხა, ტყუილია – ერთი ვაშლი სკამზე დავდე და სკამი გატეხა!
– ეგ რა არის, მე ჩემი ვაშლი მაგიდაზე დავდე და მაგიდა დაიშალა.
– მე კი იმხელა ვაშლი მომივიდა, ფორანზე რომ დავდე...
– რა, ფორანი გატყდა?
– არა, ჭია გამოძვრა და ცხენი შემიჭამა.
***
– დედი, დედი, ყველა ბავშვი ტკბილ ბამბას ჭამს და მე რატომ მაჭმევ ჩვეულებრივს?!
***
სვანური სამზარეულოს რეცეპტების წიგნი ასე იწყება:
– წაართვით მეზობელს ქვაბი...
***
– დედამიწა! დედამიწა! მე კოსმოსი ვარ – მწყობრიდან გამოვიდა ძრავა, მართვისა და ნავიგაციის სისტემები.
– რა ვქნათ?
– კოსმოსი! კოსმოსი! მე დედამიწა ვარ, ყურადღებით მომისმინეთ და გაიმეორეთ:
– „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა”...
***
დგას კენტავრი გზის გასაყარზე და კითხულობს:
„მარჯვნივ წახვალ, – ცხენს დაკარგავ, მარცხნივ წახვალ, – თავს დაკარგავ”.
***
ჯობს გვიან, ვიდრე არავის...
***
– დეიდა, კვერცხებს როგორ ყიდი?
– ერთი ცალი – 4 ლარი.
– ვა, შენი დადებულია?!
***
ინფორმაცია:
ზოოპარკში სპილოს თავს დაესხა ცოფიანი და ამჟამად უკვე ბრტყელი ძაღლი...
***
– რამდენი ცოლი გყავდათ?
– ჩემი თუ სხვისი?
***
ხანდაზმული წყვილი შიშველი აპოლონის ქვეშ დგას. ქალმა ქმარს რაღაც ჩასჩურჩულა ყურში. ქმარმა უარის ნიშნად თავი გადააქნია და ეუბნება:
– არა, ძვირფასო, ბიგ-ბენი საათია.