ანეგდოტები
***
– მიხო‚ ქელეხზე ამდენი რამ დაგალევინა‚ ჯო?
– დავაშავე რამე?
– სკამზე ახვედი და ღრიალებდი: ეს სადღეგრძელო ყველამ დალიოს – დღევანდელი ქეიფის მიზეზს გაუმარჯოსო...
***
შეფი ოფისმენეჯერს მიმართავს:
– მასალების მოთხოვნის წერილი კომპიუტერზე ააწყვე და ინტერნეტით გადაუგზავნე... რას წერ‚ რას?! „ძვირფასო მეგობარო“ – ამ საშინელ თაღლითს‚ ბინძურ ადამიანს ასე მიმართავ?
– ახლავე შევასწორებ... როგორ დავწერო?
– „პატივცემულო კოლეგავ“...
***
„ახალი ქართველი“ სტუმრებს ძველი იარაღის კოლექციას აჩვენებს:
– აი‚ იშვიათი ეგზემპლარი. ამ პისტოლეტით იულიუს კეისარი მოკლეს.
– კი მაგრამ‚ რომაელებმა მაშინ პისტოლეტები არც კი იცოდნენ‚ – თქვა ერთმა.
– აი‚ ხომ გეუბნებით‚ უნიკალური ნივთია!
***
წვრილმანებით მოვაჭრე ექიმთან მივიდა და შესჩივლა, უძილობა მკლავსო.
– არ გიცდიათ ძველი‚ ხალხური მეთოდი?! დაწექით, დახუჭეთ თვალები და ცხვრების თვლა დაიწყეთ...
– როგორ არა‚ ვცადე‚ მაგრამ‚ უარესი დამემართა: ვითვლი ცხვრებს‚ შემდეგ მანქანაზე ვტვირთავ‚ მიმყავს ქალაქში‚ ვაბარებ საყასბოს და უკან ვბრუნდები... მერე კი მთელი ღამე ვნერვიულობ‚ იაფად ხომ არ ჩავაბარე-მეთქი.