კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: როგორ ხდება დევნილის სტატუსის მინიჭება?

პასუხი: ამისთვის საჭიროა, დევნილმა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, წარადგინოს მინისტრის სახელზე განცხადება, პირადობის მოწმობის ქსეროასლი და დამისამართების ცნობა ოკუპირებული რაიონის ზონის გამგეობიდან.

კითხვა: თუკი ბავშვს ერთ-ერთი მშობელი დევნილი ჰყავს, შეუძლია თუ არა დევნილის სტატუსის მიღება?

პასუხი: თუკი ბავშვის ერთ-ერთ მშობელს აქვს დევნილის სტატუსი, მეორე მშობლის თანხმობით ბავშვს შეიძლება მიენიჭოს დევნილის სტატუსი. ამისთვის საჭიროა სამინისტროში შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, დევნილი მშობლის პირადობისა და დევნილის მოწმობის ასლები და მეორე მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მასზედ, რომ თანახმაა, მის შვილს მიენიჭოს დევნილის სტატუსი.

კითხვა: როგორ ხდება ბინადრობის ნებართვის აღება?

პასუხი: ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა.

კითხვა: რა წესით ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება, ან, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. პირი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს პირადად ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

კითხვა: სად შეიძლება, მოვიძიო ინფორმაცია ჩემი წინაპრის გარდაცვალების შესახებ, რომელიც გარდაიცვალა 1924 წელს ქალაქ თბილისში.

პასუხი: 1921-1927 წლებში საქართველოში დაბადებული და გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში.

კითხვა: სად ინახება აღმასკომის გადაწყვეტილებები ქალაქ თბილისში მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ?

პასუხი: თქვენთვის საინტერესო მასალა ინახება საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოში – თბილისის არქივში. თუ გსურთ შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, მიმართეთ ამ არქივს. სასურველია, იცოდეთ, რომელი რაიონის აღმასკომის მიერ არის გაცემული აღნიშნული მიწის ფართობი, გაცემის თარიღი და ვისზე გაიცა იგი.

კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ პირს არ სურს სააღსრულებო წარმოების გაგრძელება, დაუბრუნდება თუ არა წინასწარ, საფასურის სახით, გადახდილი თანხა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორი უარს აცხადებს აღსრულების გაგრძელებაზე, კრედიტორს მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასური უკან არ უბრუნდება.

კითხვა: მსურს, განვახორციელო საგანმანათლებლო ან სააღმზრდელო საქმიანობა. პირველ ყოვლისა, რა არის ამისთვის საჭირო?

პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა დაფუძნდეთ საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირად.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება დააფუძნოს ერთმა ან ერთობლივად რამდენიმე სახელმწიფო მმართველობის ორგანომ. კერძო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას შემდეგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით:

– შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს;

– სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – სპს;

– სააქციო საზოგადოება – სს;

– კომანდიტური საზოგადოება – კს;

– კოოპერატივი;

– არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, იმ შემთხვევაში, თუ მაქვს იურიდიული პირის წესდება და ამონაწერი სახელმწიფო რეესტრიდან, კიდევ რა სახის დოკუმენტაცია მესაჭიროება საგანმანათლებლო ან სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარდა თქვენ მიერ მითითებული საბუთებისა, უნდა მოამზადოთ შემდეგი დოკუმენტაციაც:

– საგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროგრამები;

– ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის შესახებ;

– ლიცენზიის მაძიებლის მიერ პედაგოგებთან ლიცენზიის მიღების პირობით გაფორმებული ხელშეკრულებები;

– მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კანონიერი ფლობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

– შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით.ამასთან, იურიდიული პირის წესდების ასლი, სამინისტროში წარდგენამდე საჭიროებს სანოტარო წესით დამოწმებას.


скачать dle 11.3