კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი დედმამიშვილებმა და ვის არ აქვს ძმასთან კონტაქტი 1985 წლიდან დღემდე


52 წლის ირინა სტეფანის ასული ქარშელიძე (ჩუბჩენკო) ეძებს 53 წლის იური სტეფანის ძე ჩუბჩენკოს.

ისტორია: ვეძებ ღვიძლ ძმას, 1957 წლის 11 ივნისს დაბადებულ იური სტეფანის ძე ჩუბჩენკოს. მე და ჩემს ძმას ერთმანეთი 25 წელია, ნანახიც არ გვყავს. ცხოვრებამ ერთმანეთს 1985 წლიდან დაგვაშორა. ორივე უკრაინაში დავიბადეთ, შემდეგ კი მე ქართველს გავყევი ცოლად და უკვე 25 წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. დამოუკიდებლად ძმას ვერ ვპოულობ. ძალიან მინდა, დამეხმაროთ და მომაძებნინოთ.

– მოგვიყევით, როგორ მოხდა, რომ დას ძმის შესახებ ინფორმაცია 25 წლის განმავლობაში არ გქონიათ?

– მე და იური – ორივე უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში დავიბადეთ. გავთხოვდი და მას შემდეგ საქართველოში ვარ. მყავს ოთხი შვილი. მე და იურის გვქონდა წერილობითი კონტაქტი. მიგზავნიდა წერილებს და ასე ვიგებდი მის ამბავს. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით. იურის წერილები მასთან სახლში დარჩა, მე კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედი. ჩემმა მეუღლემ დაწვა ჩემი ძმის ყველა წერილი. ასე დავკარგე იურის ზუსტი მისამართი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ძმა ურალში ქალაქ პერმში, პლეხანოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. მაგრამ, ორი ქალაქი პერმი არსებობს: პერმი 1, პერმი 2. სამწუხაროდ, არ მახსოვს, რომელ პერმში ცხოვრობს იური.

– ირინა, ძმას აქამდე თუ ეძებდით ან ახლა როგორ გადაწყვიტეთ მისი მოძებნა?

– აქამდე იურის მოძებნის საშუალება არ მქონდა, რადგან არც კი ვიცოდი, საქართველოში თუ არსებობდა ისეთი სამსახური, როგორიც მაგალითად, თქვენია. არ მეგონა, თუკი ვინმე იზრუნებდა ორი ახლობელი ადამიანი ერთმანეთისთვის შეეხვედრებინა. პირველად პოლიციის განყოფილებას მივაკითხე და ვიკითხე, სად ან ვისთვის მიმემართა დახმარებისთვის, სწორედ მათ მომასწავლეს თქვენთან. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა ამ ყველაფრის, ანუ მართლა პოულობდნენ თუ არა ადამიანები ერთმანეთს თქვენი დახმარებით. მანამდე უკრაინის საელჩოში ვიყავი მისული და მათ ვთხოვე დახმარება. იქ კი მითხრეს, რომ მე უკვე ქართველი ვარ, რადგან ქართულ გვარს ვატარებ და ვარ ოთხი შვილის დედა. ამის გამო დახმარებაზე უარი მითხრეს, ანუ გამოდის, მე უკრაინაში ვერ წავალ.

– ძმა თუ გეძებდათ? როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც თქვენ შორის კონტაქტი დაიკარგა, დიდი დროა გასული და ხომ შეიძლება, მასაც მოეძებნეთ. ან, იქნებ, ის დღემდე გზავნის წერილებს, თქვენ კი არ იცით ამის შესახებ?

– მე გავიგე, რომ იური ჩამოსულიც კი ყოფილა საქართველოში, მაგრამ ყოფილმა მეუღლემ მას ჩემი ადგილსამყოფელი არ გაუმხილა. იურის უკრაინაში ბინა ჰქონდა, რომელშიც მეც ვიყავი ჩაწერილი. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ძმას ჩემი ნახვა უნდოდა, ბინის გაყიდვის შემთხვევაში, მას ჩემგან თანხმობაც სჭირდებოდა. იურის ბინა ძალიან ძვირი ღირს, შეიძლება, 300 000 ამერიკული დოლარიც კი. სწორედ ამ მიზეზით არ გაუმხილა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ იურის ჩემი მისამართი, არც იმას ეტყოდა, მას მეც რომ ვეძებდი.

– რა მიზეზით შეიძლება დაემალა თქვენს ყოფილ მეუღლეს ეს ინფორმაცია?

– არ ვიცი, რა მიზეზით არ უნდა გაემხილა იურისთვის ჩემი მისამართი. შეიძლება, არ უნდა, რომ კარგად ვიყო. ამჟამად მე მხოლოდ ჩემი ძმის პოვნა მინდა და მეტი არაფერი. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– როგორი იქნება თქვენი რეაქცია, თუკი ძმას იპოვით?– არ ვიცი. (ტირის) შეიძლება, სიხარულისგან ვიტირო კიდეც, რადგან 25 წელი მცირე დრო არ არის. სულ სამი დედმამიშვილი ვართ, მაგრამ იური ჩემი ღვიძლი ძმაა, მის გარდა მყავს ერთი ნახევარძმაც. იურის თუ ვიპოვი, მასზეც გავალ. შეიძლება, გვერდიდან ისე ჩანდეს, რომ მე ბინის საკითხი მადარდებს, მაგრამ მერწმუნეთ, სინამდვილეში ძმის პოვნა მინდა ყველაზე მეტად. სწორედ ამ მიზეზით ჩამოვედი თქვენთან რუსთავიდან და თუ დამჭირდა, კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ. რომ შემძლებოდა, ურალშიც წავიდოდი, ოღონდ კი ძმა მეპოვა. ძალიან მენატრება და მაკლია.


скачать dle 11.3