ჩიგირინსკიმ სასტუმრო „სოვეცკაია“ ბაისაროვს გადასცა
დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, ქართული წარმოშობის შალვა ჩიგირინსკიმ თავისი ერთ-ერთი ცნობილი პროექტი, სასტუმრო „სოვეცკაია“ ბიზნესმენ რუსლან ბაისაროვს გადასცა. საუბარია ცნობილ სასტუმროზე, რომლის რეკონსტრუქციის შედეგადაც, მის გვერდით ახალი სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს. წყაროების ცნობით, ბაისაროვსა და ჩიგირინსკის შორის გარიგება ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში შედგა. ეს კი კომპანია „გრედისონთან“ დაკავშირებული დიდი ხნის სასამართლო დავის შედეგია. საინტერესოა, რომ „გრედისონი“ ბრიტანული ნავთობკომპანია „სიბირ ენერჯის“ აქციების 26 პროცენტს ფლობდა. საბოლოოდ, კომპანიის სადავო პაკეტი „გაზპრომ ნეფტმა“ შეისყიდა. როგორ განაწილდა თანხები ჩიგირინსკისა და ბაისაროვს შორის, უცნობია. გარიგების შედეგად, მოგვარდა „სიბირ ენერჯისადმი“ ჩიგირინსკის დავალიანების საკითხი, რომელიც 400 მილიონ დოლარს აღწევდა. ჩიგირინსკიმ სასტუმრო „სოვეცკაია“ 2007 წელს 63 მილიონ დოლარად შეისყიდა მოსკოვის მერიის მიერ ორგანიზებულ აუქციონში გამარჯვების შედეგად.