კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ საჭის გადატანის დროს


როგორც პროფესიონალებისგან ვიცით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მოძრაობის ისეთივე ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია, როგორც მარცხენასაჭიანი, ფეხით მოსიარულე და სხვა. თუმცა, მევლუდ მელაძესთან საუბარში გაირკვა, რომ არის ისეთი დეტალები, რომელზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია, თუ შევიძენთ ავტომობილს საჭით მარჯვნივ.

მევლუდ მელაძე: ძალიან ბევრი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი შემოდის საქართველოში. იაპოინიის ბაზარი საკმაოდ ხარისხიან ავტომობილებს გვთავაზობს და თან, იაფად. რიგ შემთხვევაში საჭე მარცხნივ გადააქვთ, ზოგი კი უცვლელად ტოვებს. არც ერთი არ არის პრობლემა და არც ერთს არ მოჰყვება რაიმე გართულება უსაფრთხოების თვალსაზრისით, – როგორც ამას ამბობენ ხოლმე ხშირად. საჭის მუშაობა იგივენაირად გრძელდება თუ, რა თქმა უნდა, მასზე კარგი ხელოსანი იმუშავებს. მისი უსაფრთხოდ და გამართულად მუშაობა, ან მართვის დაკარგვა სავალ ნაწილზეა დამოკიდებული, რომელსაც გადატანის დროს არავინ ეხება. მაგრამ, დღეს იმაზე მინდა, ვისაუბრო, რომ საჭის გადატანა არგადატანა არ არის მარჯვენასაჭიანი ავტომობილის პრობლემა იმ სამყაროში, სადაც უმრავლესობა მანქანების მაინც მარცხენასაჭიანია, რადგან გასწრება მარცხნიდან ხორციელდება (იაპონიაში კი პირიქით) და სხვა. ქუჩაში მოძრაობისას ის არა მარტო საკუთარ თავს, გარშემო მოძრავ ობიექტებსაც პრობლემებს უქმნის. პირველი ის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით გასწრება ძალიან რთულია. თავიდან მძღოლები ფრთხილობენ, მაგრამ შეჩვევის შემდეგ, ნაკლებად ერიდებიან გასწრებას. გასწრებისთვის მათ სჭირდებათ ნახევარი ავტომობილით საპირისპირო მხარეს გადმოსვლა, რომ სავალი ნაწილი შეაფასონ და გადაწყვიტონ ღირს თუ არა გასწრება. განსაკუთრებით პრობლემატური ეს ხდება ტრასაზე და მაღალ სიჩქარეზე. მეორე პრობლემაზე ძალიან ცოტა თუ ფიქრობს და პრინციპში, ერთი შეხედვით, პირდაპირი დაბრკოლებაც არ არის. თუმცა, თუ ტექდათვალიერება ისევ დაბრუნდა, მაშინ უკვე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს მისი გათვალისწინება და პრობლემის აღმოფხვრა მოუწევთ. მათ შუქის განათების დახრის კუთხეები აბსოლუტურად განსხვავებული აქვთ. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მათი მარცხენა მხარე მოკლედ ანათებს, მარჯვენა კი – უფრო გრძლად. მარჯვენასაჭიანი ავტომობილი, როდესაც მას ახლო მაშუქი ფარები აქვს ჩართული, უკვე უქმნის ძალიან სერიოზულ პრობლემას მოპირდაპირე მხრიდან მომავალ ავტომობილს. ის ფიქრობს, რომ შორს მაშუქებია ჩართული, გინთებს ფარებს და თუ მარჯვენასაჭიანმაც ჩართო ფარები, მხოლოდ მაშინ მიხვდება, რომ ახლო მაშუქებით ანათებდი. ვითომ, ეს ძალიან მარტივი პრობლემაა, მაგრამ რეალურად, ღამით ტრასაზე მომხდარი ავარიების უმრავლესობა არასწორი განათების ბრალია. საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომობილი იბნევა, სავალ ზოლს კვეთს. ამის გამო საშინელი ავარიები ხდება. პლუს ამას, ეს თავად მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლსაც უქმნის პრობლემებს, რადგან სრულად არ ანათებს გზის მარჯვენა მხარეს. არადა, სწორედ განაპირა ზოლი ან ტროტუარი უნდა ავიღოთ ნიშნულად მაშინ, როდესაც ვიღაც თვალებში გვანათებს და გზას საერთოდ ვეღარ ვხედავთ.

– ამის დარეგულირება შესაძლებელია?

– სამწუხაროდ, რეგულირება არ შველის. რაღაცნაირად თუ მაინც მოახერხა ხელოსანმა, რომ ვიღაცას თვალებში არ მივანათოთ და არ დავაბრმავოთ ჩვენი ახლო მაშუქი ფარებით, მაშინ მთლიანად განათება ფუჭდება და ის უკვე ჩვენ გვიქმნის პრობლემებს. ფარებს ნახაზები აქვს, რომლითაც იქმნება კუთხეები, და ჯამში, განათების ფორმას ქმნის. ამიტომ, გამოსავალი მაინც მგონია ფარების შეცვლა. სტანდარტული ფარების დაყენებით, რომელიც გზის განაპირა მხარეს კარგად ანათებს და საპირისპირო ზოლს ნაკლებად, თქვენ ძალიან დიდ თავსატეხს აიცილებთ.

– ზოგადად, საჭის გადატანა უპრობლემოა?

– საჭის გადატანაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამას კარგი სპეციალისტი აკეთებს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, მძღოლებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ ის ნიუანსები, რომელიც შემდეგ აუცილებლად შეუქმნით დისკომფორტს. მაგრამ, თავიდან ამაზე არც კი დაფიქრებულან. მაგალითად, საჭის გადმოტანის შემთხვევაში, საბარგულის, ბენზინის ავზის, ძრავას სექტორის ხუფის, ანუ კაპოტის ასახდელი მოწყობილობები მარჯვენა მხარეს რჩება. იმ შემთხვევაში, თუ გვერდით ძალიან შინაური ადამიანი არ გიზით და ზემოდან ვერ გადააწვებით, მაშინ ამ მოქმედებების შესასრულებლად „შეწუხება” და ავტომობილიდან გადმოსვლა მოგიწევთ (იცინის), ასეთი ბევრი ნიუანსია. იგივე, ვთქვათ, კონდიციონერის სისტემები ვერ კეთდება ისე, რომ ზუსტად გამოუშვას ცივი თუ ცხელი ჰაერი, ელექტროგაყვანილობებს უნდა მიექცეს ყურადღება, რათა სიგრძე გვერდით საჭემდე ეყოს. პედლები და სამანიპულაციო ელემენტები ზუსტად უნდა განთავსდეს. მომიწია ისეთი ავტომობილის მართვა, სადაც პედლები არაზუსტად იყო დამონტაჟებული და გვერდულად ვიჯექი საჭესთან. ასე რომ, თუ მარჯვენასაჭიან ავტომობილს შეიძენთ, ყველა ნიუანსი გაითვალისწინეთ.


скачать dle 11.3