კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი კერძებით უნდა ჩავუტაროთ კუჭს ექსპერიმენტები ზაფხულში, როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ნამცხვარი და სიმინდის სალათა


მართალია, გემრიელ საკვებს ადამიანი გემრიელად მიირთმევს, მაგრამ, თუ მას გემრიელად შეზავებულ საწებელსაც მიაყოლებთ, მაშინ კუჭსაც აამებთ და დიდი ხნითაც დანაყრდებით. ზაფხული ექსპერიმენტების დროცაა და, თუ იმ კულინარიულ ექსპერიმენტებს გაითვალისწინებთ, რომელსაც თეიმურაზ ბენიძე გთავაზობთ, მაშინ თავსაც ასიამოვნებთ და დროსაც გემრიელად გაატარებთ.


– ზაფხული კულინარიული ექსპერიმენტების პერიოდადაა აღიარებული. იქნებ, ისეთი უცხოური კულინარიული რეცეპტები შემოგვთავაზოთ, რომელიც გემრიელი, ადვილად მოსამზადებელი და, თან, ზაფხულის სეზონისთვისაა გათვლილი?

– რასაკვირველია, შემიძლია. ასეთი კერძია ბელორუსული უგემრიელესი სალათა, რომელსაც „საშკოლა” ჰქვია. მისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი თეთრი სოკო, 200 გრამი ძროხის ღვიძლი, 2 ცალი კიტრის მწნილი, 3 თავი ხახვი, 2 ცალი კვერცხი, 1 ჭიქა მაიონეზი, 3 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი, მწვანილი, პილპილი და მარილი – გემოვნებით. „საშკოლა” ასე მარტივად უნდა მოამზადოთ: კარგად გარეცხეთ სოკო, შემდეგ ჩაალბეთ ცივ წყალში ორი-სამი საათის განმავლობაში. ანუ, ისე გარეცხეთ, რომ მიწა მოსცილდეს და მოხარშეთ იმავე წყალში, რომელშიც ჩაალბეთ. ოღონდ, ეს წყალი უნდა გაწუროთ ორ ფენა მარლაში და ისე მოხარშოთ მასში სოკო. ცალკე მოხარშეთ ძროხის ღვიძლი, შემდეგ გააცივეთ და დაჭერით წვრილად. დაუმატეთ ცხიმში შემწვარი ხახვი, მჟავე კიტრის წვრილად დაჭრილი ნაჭრები, დაასხით ნახევარი ჭიქა მაიონეზი, დააყარეთ პილპილი და ყველაფერ ამას დაამატეთ მოხარშული სოკო, მოაყარეთ მარილი და კარგად ამოურიეთ. გააცივეთ მაცივარში დაახლოებით ნახევარი საათით, შემდეგ გამოიღეთ და სუფრაზე მიტანის წინ მოასხით ზემოდან დარჩენილი მაიონეზი. აქვე გამახსენდა იაპონურად მომზადებული ბრინჯის სალათის რეცეპტი, რომელიც თავად დავაგემოვნე და მას შემდეგ ხშირად დავდივარ იაპონურ რესტორანში, ხოლო, თუ დასასვენებლად ვარ მეგობრებთან ერთად, ხშირად ვამზადებთ და მივირთმევთ. მოკლედ, მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 ჩაის ჭიქა ბრინჯი, 250-300 გრამი საქონლის ხორცი, 2 ჩაის ჭიქა წყალი, 1 ან 2 ცალი ფორთოხალი ან მჟავე სეზონური ხილი და მარილი გემოვნებით. სოუსისთვის კი დაგჭირდებათ: 1 ცალი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი ძმარი, 300 გრამი ზეთი, 1-2 ცალი ფორთოხალი ან სეზონური მჟავე ხილი, 1 სადილის კოვზი სიმინდის ფქვილი, ცოტა მაიონეზი, მარილი და ლიმონის წვენი – გემოვნებით. იაპონურად ბრინჯის სალათა ასე უნდა მოამზადოთ: მოხარშეთ ბრინჯი, გადაავლეთ ცივი წყალი და გადაწურეთ. კვერცხის გული, მდოგვი, შაქარი, ძმარი და მარილი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ მასას შეურიეთ წვრილად დაჭრილი საქონლის ხორცი და თანდათან დაამატეთ მორევის პროცესში მცენარეული ზეთი, თან ურიეთ. ფორთოხლის წვენი გახსენით წყალში – 1 კოვზი წვენი 7 კოვზ წყალთან და დაამატეთ მას სიმინდის ფქვილი. შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ გადმოდგით და მაშინვე ჩაამატეთ მაიონეზი. ბრინჯი, ხორცი, ფორთოხლის ნაჭრები და სხვა ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და მაგიდასთან მიიტანეთ ცივი. აი, დააგემოვნეთ და, მერე ვისაუბროთ იაპონურად (იცინის).

– გამიგია, სიმინდის მარცვლებით გემრიელი სალათები კეთდება, კარტოფილით კი – უგემრიელესი ნამცხვარი. როგორ მოვამზადოთ, ასეთი გემრიელი და უცხო საზაფხულო სალათა და ნამცხვარი?

– ბოსტნეულის სალათა სიმინდის მარცვლებით და კარტოფილის ნამცხვარი, გეთანხმებით, მართლაც გემრიელი, ადვილად მოსამზადებელი და კუჭის მსუბუქად დასანაყრებელი კერძებია. მოკლედ, ბოსტნეულის სალათა სიმინდის მარცვლებით მარტივად მზადდება. მისთვის დაგჭირდებათ: 200 გრამი კომბოსტო, 100 გრამი სიმინდის მარცვლები, 100 გრამი კიბორჩხალას ჩხირები, 50 გრამი მწვანე ხახვი, ერთი ლიმონის წვენი, 4 სადილის კოვზი მაიონეზი, 1 კონა ოხრახუში, შაქარი და მარილი – გემოვნებით. ერთი სიტყვით, დაჭერით კომბოსტო, სტაფილო, კიბორჩხალას ჩხირები და მწვანე ხახვი. ჩაყარეთ ჯამში და კარგად ამოურიეთ. ჩაამატეთ მოხარშული სიმინდის მარცვლები. მოაყარეთ მარილი, შაქარი, მოასხით მაიონეზი, ლიმონის წვენი და კიდევ ამოურიეთ. სუფრაზე გატანის წინ სალათა მორთეთ მწვანილით. უმსუბუქესი და „უკუჭკუჭესი” საჭმელია, საზაფხულო და ჰაეროვანი. რაც შეეხება კარტოფილის ნამცხვარს, მისთვის საჭირო ინგრედიენტებია: ერთი კილოგრამი კარტოფილი, 80 გრამი კარაქი, 500 გრამი ქამა სოკო, 10 გრამი ფქვილი, 3 ცალი კვერცხი, 30 მილილიტრი ზეთი, 50 გრამი ყველი, მარილი – გემოვნებით. ეს არის უადვილესი კარტოფილის ნამცხვრის რეცეპტი. მისი მომზადება შეიძლება არა მარტო სოკოთი, არამედ ხორცით, ყველით და სხვა გულსართავებითაც. ის ასე მზადდება: კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ მარილიან წყალში. გააკეთეთ პიურე, რომელშიც ამატებთ კარაქსა და 3 კვერცხს. ეს ყველაფერი კარგად ამოურიეთ. დაჭერით ქამა სოკო ნაჭრებად და მოშუშეთ ზეთში. ფორმას, რომელშიც უნდა გამოაცხოთ, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ფორმაში გადაიტანეთ პიურეს ნახევარი. ზემოდან დაადეთ შებრაწული სოკო, ასევე, შეგიძლიათ, მოშუშული ხახვიც დაამატოთ. ამ სოკოს გულსართს ზემოდან დაადეთ დარჩენილი პიურე, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაადეთ კარაქი და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით, 40-50 წუთის განმავლობაში. ისეთი გემრიელი საჭმელ-ნაყინ-დესერტების რეცეპტები გითხარით, ვფიქრობ, დრო არ უნდა დაკარგოთ, ახლავე მოიმარაგოთ პროდუქტები და დაიწყოთ მათი მომზადება. ასევე, გასწავლით ხორცის სალათით როგორ მოამზადოთ ფარშირებული პომიდორი. მის მოსამზადებლად საჭიროა: 100 გრამი საქონლის მოხარშული რბილობი, 3 ცალი მოხარშული კარტოფილი, 1 ჩაის კოვზი კეტჩუპი, ოხრახუში, მარილი, შავი დაფქული პილპილი გემოვნებით, 2 ცალი კიტრი, 1 კილოგრამი პომიდორი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი და მაიონეზი. მზადდება ასე: პომიდორს მოაჭერით ძირი, ამოაცალეთ რბილობი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარტოფილი, ხორცი, კვერცხი და კიტრი დაჭერით წვრილად. მომზადებული ინგრედიენტები შეანელეთ კეტჩუპით, მაიონეზით, მარილით და კარგად ამოურიეთ. პომიდვრები ამოავსეთ მიღებული მასით, დაალაგეთ სალათის ფურცლებზე და გააფორმეთ ზეთისხილით.

– ამბობენ, ხილისგან ისეთი მწვადი კეთდება, თითებს ჩაიკვნეტო. ეს სიმართლეა?

– (იცინის) მართალია და, ხილის მწვადი დელიკატესადაც კი ითვლება. ბანანის მწვადი რომ დააგემოვნო, ამისთვის საჭიროა შესაბამისი განწყობა და სათანადო წრე. ეს დელიკატესი შეყვარებულმა წყვილმა პიკნიკის დროს უნდა მიირთვას. შემდეგ კი დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობით. მოკლედ, აიღეთ 3 ცალი ბანანი და 6 ნაჭერი ბეკონი. ბანანი დაჭერით 2 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. თითოეული ბანანის ნაჭერი გაახვიეთ ნახევარ ნაჭერ ბეკონში და წამოაგეთ შამფურზე 3-4 ცალი, დაატრიალეთ მაყალზე, დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში და მიირთვით პირდაპირ შამფურიდან, ცხელ-ცხელი.


скачать dle 11.3