„თბილისელების“ სამზარეულო
ხორცი აღმოსავლურად
საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი ხბოს ხორცი, 1/3 ჩაის კოვზი გახეხილი მუსკატის კაკალი, 1/3 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 3 კბილი ნიორი, 3 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 3 სადილის კოვზი ზეთი, 100 გრამი გრძელმარცვლიანი ბრინჯი, 1 ქილა ლობიო ტომატის სოუსში, 20 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ხორცი კარგად გარეცხეთ და დაჭერით ჩხირებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი, უცხო სუნელი და კარგად აზილეთ. წაუსვით დანაყილი ნიორიც და გააჩერეთ 10 წუთი.
ხახვი გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად. სტაფილო დაჭერით ჩხირებად. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. მოშუშეთ მასში სტაფილო, რამდენიმე წუთში დაუმატეთ ხახვი, მერე ხორცი და მოხრაკეთ. დაასხით 100 მილილიტრი წყალი და თავდახურული კიდევ 10 წუთი შუშეთ.
ცალკე მოხარშეთ ბრინჯი ისე, რომ ოდნავ მაგარი დარჩეს.
დაუმატეთ მოხრაკული ხორცი, დაასხით 70 მილილიტრი წყალი, აურიეთ და შუშეთ კიდევ 10 წუთი. გადმოიღეთ და მოასხით ლობიო სოუსში. მოაყარეთ მწვანილი.