კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის პირობას დებს ირაკლი ვახტანგიშვილი ცოლის მოყვანამდე


ირაკლი ვახტანგიშვილი: გააჩნია, სახლში რა გაფუჭდება, მაგრამ ძირითადად, მაინც მშვიდად ვარ და პანიკაში არ ვვარდები. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ჩემს კისერზე გადადის, თუმცა რაღაც-რაღაცეები მეხერხება. ტელევიზორს და სარეცხ მანქანას ვერ შევაკეთებ, რა თქმა უნდა, მაგრამ სადენს, ნებისმიერ შემთხვევაში, გადავაბამ და საკეტსაც შევაკეთებ. ელექტროობასთანაც კარგი დამოკიდებულება მაქვს. ფიზიკოსი ვარ პროფესიით და ვიცი ეს საქმე.

– „ცხელი ხაზით“ გისარგებლია?

– არა. ხომ ვთქვი, მშვიდი ხასიათი მაქვს-მეთქი. ძალიან ადრე, ოთხმოცდაათიან წლებში, როცა შუქი იშვიათად გვქონდა, ვრეკავდი ხოლმე „თელასში“ და ვკითხულობდი, როდის მოვა დენი-მეთქი. მაინც პატარა ვიყავი და მაინტერესებდა.

– ცუდად გახსოვს ეგ პერიოდი?

– ცუდად არა, უბრალოდ მახსოვს. პურის რიგებიც მახსოვს. იმიტომ, რომ ვმდგარვარ (იცინის).

– საყიდლებზე სიარული გიყვარს?

– გააჩნია, რა უნდა ვიყიდო. კარტოფილის საყიდლად სიარული არ მიყვარს, მაგრამ თუ საჭიროა, ვიყიდი მაგასაც. რაც შეეხება ჩემს ტანსაცმელს და პირად ნივთებს, ვცდილობ, სწრაფად ვიყიდო. დიდხანს ვერ ვივლი. არ შემიძლია მთელი დღე მაღაზიებში სირბილი. პრინციპში, ჩემ მოსაწონ ნივთს ადვილად ვპოულობ.

– რაში გეხარჯება ყველაზე მეტი ფული?

– ვერ გეტყვი. არ დავკვირვებივარ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კაფე-რესტორნებიდან არ გამოდის. ფულს ზომიერად ვხარჯავ. საჭიროების მიხედვით.

– ბავშვობაში ჩხირკედელა იყავი?

– კი, მაგრამ, „კეთილი ჩხირკედელა“ ვიყავი. არაფერს ვაფუჭებდი. ერთი „დებილი“, ძველი მაგნიტოფონი მქონდა და ხშირად ფუჭდებოდა. დავშლიდი და ვაკეთებდი. მერე დავოსტატდი ამ დაშლა-აწყობაში.

– იცი, სად არის „ელიავას“ ბაზრობა?

– როგორ არ ვიცი. ახლა მაინც, სახლში რემონტი მაქვს და ყოველდღე იქ ვარ. დიახ, მცნობენ და კარგია (იცინის). მიკლებენ, თუ არა?! – რა არის იცი, მე არ ვაკლებინებ. რემონტი ადვილი და სახალისო ნამდვილად არ არის. საკმაოდ რთულია, მაგრამ სამაგიეროდ, შედეგია ძალიან სასიამოვნო. სერიოზული რემონტი მაქვს – „ფართომასშტაბიანი“.

– გეხმარებიან, თუ ყველაფერი შენს კისერზე გადადის?

– ცოტას მეხმარებიან. ეს პირველი რემონტია, რომელიც ჩემს კისერზე გადადის. მაგრამ, რჩევებს გამოცდილი ადამიანებისგან ვიღებ და შედარებით მიიოლდება.

– კომფორტი გიყვარს?

– კომფორტი ყველას უყვარს. თუმცა, მართალი ხარ, გააჩნია, ვისთვის რა არის კომფორტი. ზამთარში რომ სითბო უნდა იყოს და ზაფხულში წყალი გქონდეს გადასავლებად, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და კომფორტს ვერ დავარქმევ. არც ის მესმის, სახლში ყველაფერი ღილაკებზე რომ აქვთ და თავად თითის განძრევა არ უნდათ. რაღაც შენც უნდა გააკეთო.

– ჭურჭლის სარეცხი მანქანის წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

– ჭურჭლის დარეცხვას რა უნდა. მეც გამირეცხავს. გეთანხმები, რომ ამაში სასიამოვნო არაფერია, მაგრამ დაურეცხავი ჭურჭლის მთა, გაცილებით უსიამოვნოა.

– კერძის მომზადება შეგიძლია?

– მოდი, ასე ვთქვათ, გამომსვლია, როცა მომინდომებია. კარტოფილისა და კვერცხის შეწვას არ ვგულისხმობ. ხორციანი კერძი მომიმზადებია.

– და ლობიოც მოგიხარშავს?

– არა. ლობიო ნამდვილად არ მომიხარშავს. ძალიან მიყვარს, მაგრამ დიდი დრო უნდა. მაკარონისა და პილმენის მომზადება კი ძალიან მარტივი საქმეა.

– როცა კაცი ამბობს, ლურსმანს ვერ ვაჭედებო, ის არის...

– ზარმაცი (იცინის). მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ კაცს ამ ყველაფრის ცოდნა მოეთხოვება. საერთოდ, არ მომწონს ეგ გამოთქმა – „მოეთხოვება“! ქალსაც რატომ მოეთხოვება, რომ აუცილებლად კერძები მოამზადოს? იმაზე საუბარი კი, რა არის ქალის და რა კაცის საქმე, ძალიან შორს წაგვიყვანს. ასეთი დაყოფა ძალიან არ მომწონს.

– შენ ჯერ მეუღლე არ გყავს...

– არ მყავს. მერე, რა. ნაგავს ახლაც ვყრი და მერეც გადავყრი. რატომაც არა! არ მაქვს მაგის პრობლემა. თუ სახლიდან გავდივარ, გავიყოლებ, რა მოხდა. ნამდვილად, არ ვიწონებ თავს და როცა დავოჯახდები, შეგიძლია გადაამოწმო, მივეხმარები თუ არა ცოლს. პირობას ვდებ, რომ საოჯახო საქმეებში მივეხმარები (იცინის).

– ბევრი ფული რომ გქონდეს, რაში დახარჯავ?

– გააჩნია, რამდენს მომცემ. ბევრს მაძლევ? – მაშინ წავალ სამოგზაუროდ და მთელ მსოფლიოს მოვივლი. ევროპიდან დავიწყებ. მაინც პირველი ევროპელები ვართ და იქით მიმიწევს გული. მანქანა მყავს. აღარ მინდა. უფრო მაგარს ვიყიდი, თუ არა?! შენ ხომ ბევრ ფულს მაძლევ, მანქანას კი არა, პირდაპირ იახტას, ან საკუთარ თვითმფრინავს ვიყიდი და შევარჩევ ადგილს საკუთარი ვილისთვის. მალიბუზე არ მინდა. აღარ მხიბლავს (იცინის).


скачать dle 11.3