ლამპარდი ქალმა დაღუპა
ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, ყურებამდეა შეყვარებული. ცოლთან დაშორების შემდეგ ფრენკი კინაღამ დეპრესიაში ჩავარდა, მაგრამ მის ცხოვრებაში ვინმე კრისტინ ბეკალი გამოჩნდა და დეპრესიამაც გადაიარა. პრინციპში, რაღა ვინმე, კრისტინი ბრიტანეთის ტელევიზიაში ერთ-ერთ არხზე წამყვანად მუშაობს და დიდი მკერდითა და პოპულარობით სარგებლობს.
ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა ლამპარდს ინგლისის სუპერთასზე „მანჩესტერთან“ შეხვედრა ელოდა, მან კრისტინთან გასეირნება გადაწყვიტა და, ჯერ ღამის ბარში მოილხინა, მერე კი ქალი სახლისკენ გააქანა და მხოლოდ დილითღა შეელია მის პოპულარობას.
ამ ყველაფერს კი ის გაგრძელება მოჰყვა, რომ „მანჩესტერთან“ შეხვედრაში ლამპარდი საკუთარ თავს არ ჰგავდა და, აკი მისმა გუნდმა წააგო კიდეც.