კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბორიელო – წამალი?


ბილენ როდრიგესი ის ქალია, ვინც იტალიაში მოღვაწეობს და იქაური მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება. წლების განმავლობაში ბილენი იტალიელ ფორვარდს, მარკო ბორიელოს ხვდებოდა და წყვილს ჯვარიც უნდა დაეწერა, მაგრამ მერე მათ შორის შავმა კატამ გაირბინა და, აგერ უკვე მეექვსე თვეა, ბილენის სახლიდან ცნობილი ფოტოგრაფი – ფაბრიციო კორონა გამოდის. ერთი კვირის წინ, თურმე, კორონამ და როდრიგესმა იჩხუბეს და ქალი... ისევ ბორიელოსთან გაიქცა.

„ჩვენ მეგობრებად დავრჩით, ამიტომ, როცა გამიჭირდა, პირველს მას მივაკითხე. იგი სამი დღის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ ფაბრიციოს უნდა დავბრუნებოდი და ამ სამი დღის განმავლობაში მასთან ვცხოვრობდი. საბოლოოდ, მარკომ შეძლო ჩემი დარწმუნება და მე და კორონა კვლავ ერთად ვართ“, – ასე ახსნა ბილენმა ბორიელოსთან თანაცხოვრების სამდღიანი პერიოდი.

ჩვენთვის კი ყველაზე საინტერესო ალბათ ის არის, რას გულისხმობდა ბილენი, როცა ამბობდა, ბორიელო სამი დღის განმავლობაში მარწმუნებდაო.

P. S. ისე, რა სახელს არ დაარქმევენ ხოლმე... „მარწმუნებდა“ რაღა უბედურებაა!..


скачать dle 11.3