როცა ვერ გამჩნევენ
ნიკოლეტა ლაზანოვა ბულგარელი მოდელია და, იმის მიუხედავად, რომ ამ ქალს დასაწუნი არაფერი აქვს, ჯერ ისეთი რომანი არ ჰქონია, პრესის პირველ გვერდზე რომ მოხვედრილიყო. ნიკოლეტამაც იფიქრა და მიზანში ბრიტანელი ჩოგბურთელი გრიგორი დიმიტროვი ამოიღო. ახლა, რომ გითხრათ, დიმიტროვი ჩოგბურთში ახალი ბორის ბეკერია და ციდან ვარსკვლავებს წყვეტს-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ, სამშობლოში იმ დონის მოთამაშე ნამდვილად არის, პრესამ მის პირად ცხოვრებას ყურადღება მიაქციოს. ჩოგბურთელობასთან ერთად, დიმიტროვი ცოტა ბოთეც უნდა იყოს, რადგან ნიკოლეტამ ბევრი უარა და, სანამ გრიგორის ცხვირწინ არ გაატარა-გამოატარა თავისი სხეული, მანამდე ვერაფერს გახდა.
„გრიგორი მომწონდა და მისი გაცნობა მინდოდა, მაგრამ იგი ტურნირიდან ტურნირზე დაფრინავდა და, უბრალოდ, არ ეცალა. საბოლოოდ, მოვიფიქრე, რომ ერთ-ერთ ტურნირზე ბურთების მიმწოდებელ გოგონათა სიაში ჩავწერილიყავი. როცა გრიგორი თამაშობდა, მას ჩუმად ვუთხარი, ბულგარელი ვარ-მეთქი და ამან აშკარად დააინტერესა. მან ის შეხვედრა წააგო და მერე მე შემხვდა. ჰოდა, აგერ უკვე მეორე კვირაა, ერთად ვართ“, – ასე უამბო ჟურნალისტებს საკუთარი „ლავ სთორი“ ნიკოლეტმა.