როცა სხვასაც ვერ დაავალებ
ამერიკელი ჩოგბურთელის, ენდი როდიკის მეორე ნახევარი ბრუკლინ დაკერი გახლავთ და, მას შემდეგ, რაც წყვილმა ჯვარი ოფიციალურად დაიწერა, ბრუკლინი ქმრის თამაშებს არ აცდენს. არადა, იგი საკმაოდ წარმატებული მოდელია, თუმცა აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ქმრის წარმატება აინტერესებს და სწორედ ამიტომ, სამოდელო საქმიანობაზე უარის თქმასაც აპირებს.
„ჩემთვის მთავარია, ენდიმ ითამაშოს კარგად და ტურნირები მოიგოს. სამოდელო საქმიანობაზე სერიოზულად აღარ ვფიქრობ, პირიქით, მთელი ცხოვრება ენდიზე მინდა, ავაწყო. მინდა, ბავშვი მყავდეს, მაგრამ ჯერ როდიკს ამისთვის არ სცალია. არადა, მე უკვე მზად ვარ“, – განაცხადა ბრუკლინმა.
თურმე, როდიკი ამბობს, რომ, ჯერ არათუ მზად არ არის მამობისთვის, უბრალოდ, ამის ნერვები არ აქვს და სურს, როცა შვილი ეყოლება, სახლში იჯდეს და უყუროს, როგორ იზრდება ის, როგორ მიდის ჯერ ბაღში, მერე სკოლაში და ასე შემდე. თან, ეს ისეთი რამაა, შენ თუ არ გააკეთე, სხვას ვერ დაავალებ. ამიტომ, ბრუკლინი ახლა იმას ელის, ენდი როდის მოიცლის სახლში დასაჯდომად. საინტერესოა, დაკერების ქალს მოთმინების ძაფიც ისეთივე გრძელი აქვს, როგორიც ფეხები?