კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირაკლი ლაბაძემ კორტებზე მილიონ დოლარზე მეტი იშოვა


მსოფლიო ფინანსური კრიზისი თითქმის სპორტის ყველა სახეობას შეეხო: სპორტსმენებს ჰონორარები და ხელფასები შეუმცირდათ, სარეკლამო კონტრაქტები პრაქტიკულად გაუნახევრდათ, მაგრამ, არის სპორტის სახეობა, რომელსაც კრიზისი არ შეეხო – რაღა თქმა უნდა, ჩოგბურთს ვგულისხმობთ. არისტოკრატთა სპორტი, რომელსაც მაყურებელი, პრაქტიკულად, არასდროს აკლდა და ახლაც ისევე ძნელია „დიდი მუზარადის“ ტურნირების თამაშებზე ბილეთის შოვნა, როგორც ორი და თუნდაც ათი წლის წინ იყო. ჩოგბურთელები კორტებზე ოფლს ღვრიან, ზოგი იგებს, ზოგი აგებს, მაგრამ უკმაყოფილო არავინაა – საპრიზო ფონდი ყველაზე ნაწილდება და თითოეული თავის წილს იღებს. თუმცა, არიან ჩოგბურთში ადამიანები, რომლებსაც თამამად შეიძლება, კორტების თანამედროვე მეფეები და დედოფლები ვუწოდოთ. რაც მთვარია, მხოლოდ ჩოგნის ქნევით მათი შემოსავალი ისეთ ციფრებს უტოლდება, ბევრ ფეხბურთელს, საკუთარ თავს ვარსკვლავს რომ უწოდებს, არც კი დაესიზმრება.

როჯერ ფედერერით დავიწყოთ. ყველაფრის მომგები შვეიცარიელი ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფილი რომ იქნება, ყველაზე კარგად, ალბათ, თავად იცის. გასულ კვირას მხიარულმა როჯერმა ერთ-ერთ ტურნირზე მორიგი მარცხი იწვნია, მაგრამ, გული არ უნდა დასწყვეტოდა, რადგან ბიუჯეტი 50 ათასი დოლარით მაინც შეავსო. თანაც, ნებისმიერ ტურნირზე ჩასული ფედერერი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც სასტუმროების მეპატრონეები მომსახურებას უფასოდ სთავაზობენ და ეს გასაგებიცაა – სასტუმროს, სადაც ფედერერი ცხოვრობს, გულშემატკივარი ბუზივით ეხვევა, იქ ცხოვრება კი პრესტიჟულია. მთლიანად, კარიერის განმავლობაში როჯერს დღემდე 56 249 204 დოლარი აქვს ნაშოვნი და, თუ ამას არანორმალურად დიდ სარეკლამო კონტრაქტებსაც დავამატებთ, ვნახავთ, რომ 29 წლის შვეიცარიელი თითქმის მეოთხედ მილიარდამდეა ასული.

გაგიკვირდებათ მაგრამ, მეორე ადგილზე, კორტებზე მოგებული თანხების მხრივ, ქალია. თუმცა, ამერიკელი სერენა უილიამსი ქალი კი არა, კორტების ალქაჯია, რომელიც გზად ყველას და ყველაფერს ანადგურებს. მას თითქმის 3 ათასი დოლარით მეტი აქვს მოგებული, ვიდრე მესამეზე მყოფ რაფაელ ნადალს. თუმცა, სამი ათასიც ფულია და, ამიტომ, სერენას მეორეობა ალალია. მან საერთო ჯამში, 32 773 004 მოინაგრა და ეს მაშინ, როცა ჩოგბურთზე სასიარულო ფული არ ჰქონდა. სერენასა და ვენუსის მამიკო რიჩარდი ჩვეულებრივი მუშა იყო და უჭირდა მრავალსულიანი ოჯახის რჩენა. ჰოდა, ისეთ ძვირად ღირებულ სპორტზე, როგორიც ჩოგბურთია, ორ ქალიშვილს კი არა, ერთსაც ვერ ატარებდა. არადა, გოგონებს მონაცემები აშკარად ჰქონდათ და... ისინი საჩოგბურთო აკადემიაში როგორც გამორჩეულად ნიჭიერები, უფასოდ ჩაირიცხნენ. აკადემია არც შემცდარა – დღემდე სერენაც და ვენუსიც ამ აკადემიას ასიათასობით დოლარს ურიცხავენ.

მართალია, უმცროსი დაიკოსავით ვერ ყოჩაღობს, მაგრამ ურიგო თანხებს არც ვენუს უილიამსი „ეთამაშება“. თანაც, როგორც ამბობენ, ვენუსი ფულს უფრო ჭკვიანურად ხარჯავს და თუ მაგალითად, სერენა მზად არის, ორი და სამი მილიონი მისთვის სრულიად უცხო საქმეში ჩადოს, ვენუსი თითოეულ ცენტს უფრთხილდება. უფროსი უილიამსის ანგარიშზე კორტებზე მოგებული 27 290 546 დოლარია.

ჩოგნის ქნევით მოგებული თანხის მხრივ მესამე ადგილზე დღეისთვის მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალია. ესპანელი მაჩო სულ რაღაც 24 წლის გახლავთ, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ კორტებზე ნამდვილი მონსტრივით მოიქცეს. სპეციალისტები ამბობენ, ისეთი აგრესიული სახე, როგორც ნადალს აქვს თამაშის დროს, აქამდე არ გვინახავსო. რაფას ანგარიშზე 32 730 442 დოლარია და, თუ აღებულ ტემპს არ დააგდებს, ვინ იცის, ორ-სამ წელიწადში ეგებ ფედერერსაც გადაასწროს. ერთი ეგაა, ექიმები ამბობენ, ნადალს ფეხის გულები აქვს ძალიან სუსტი და, ადრე თუ გვიან, ეს ესპანელს კორტზე გასვლის შესაძლებლობას მოუსპობსო.

ამერიკელი ენდი როდიკი ხან მარია შარაპოვას დევნას გადაჰყვა, ხან ამერიკელი მოდელების და ამის გამო არაერთი ტურნირი გააცდინა. რომ არა ქალები, როდიკის მიერ კორტზე მოგებული თანხა ბევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე ამჟამინდელი 18 მილიონი დოლარია. ახლა კი ენდის ცოლად მოდელი ბრუკლინ დაკერი ჰყავს და ტურნირებზე რეგულარულად გამოდის. მაგრამ, ძველი ენდისგან, პრაქტიკულად, არაფერია დარჩენილი.

კაცმა დაღუპა ჟუსტინ ენინიც. აშკარად ძლიერი, მაგრამ ულამაზო ენინი სამშობლოში თავისი ქონების გამო სასურველი სარძლო იყო და, საბოლოოდ, მისი გული პიერ არდენმა მოიგო. პიერი კარგი, მაგრამ ღარიბი ბიჭი იყო და, ყველა ამბობდა, რომ ენინი ცოლად მხოლოდ ფულის გამო მოიყვანაო. ჟუსტინმა გვარიც კი გადაიკეთა და გათხოვების შემდეგ კორტზე ენინ-არდენად მოგვევლინა, თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა – წყვილი ერთმანეთს დაშორდა და პიერს ქონებიდან ექვსი მილიონი დოლარი ერგო. ამის შემდეგ ენინს დეპრესია დაეწყო და კორტზე კარგა ხნის განმავლობაში არ გამოსულა. მთლიანობაში, ხელის ქნევით, მას ოცი მილიონი დოლარი აქვს ნაშოვნი.

ქართველთაგან კორტზე ყველაზე მეტი – 1 234 443 დოლარი, ირაკლი ლაბაძეს აქვს ნაშოვნი. ერთი ეგაა, ქართველმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო კარიერა, პრაქტიკულად, დაასრულა. შედარებისთვის: დღემდე ყველაზე მეტი რუს მამაკაც ჩოგბურთელთა შორის ნიკოლაი დავიდენკომ მოიგო და მისი მონაგარი ციფრებში 13 მილიონი დოლარით აისახება.


скачать dle 11.3