კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: მაინტერესებს, რა ფუნქცია აქვს კანისთვის პილინგს?

პასუხი: პილინგი (განსაკუთრებით – ხილის) აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, გარემოდან აღებულ მტვერს, ჭუჭყს და ამზადებს მას ლიფტინგ-ეფექტის მქონე მასაჟისთვის.

კითხვა: რის მიხედვით უნდა შევარჩიო კოსმეტიკური საშუალებები, რომ სასურველ გარეგნულ შედეგთან ერთად, ის სასარგებლოც იყოს კანისთვის?

პასუხი: კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას, გარდა იმისა, რომ სასურველია, იყოს ცნობილი ბრენდების (და არა ბაზრობებზე გამოტანილი, საეჭვო წარმომავლობის) პროდუქცია, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ მათ შემადგენლობაში შედიოდეს ბუნებრივი მცენარეული კომპონენტები და არა ორგანული ნივთიერებები.

კითხვა: მაქვს გამონაყარი, რომელსაც „ბატის კანსაც“ უწოდებენ. მირჩიეს, წავისვა სარეცხის საპონი და ნახევარი საათით გავიჩერო, მაგრამ, არ ვიკეთებ, რადგან, მეშინია, საზიანო არ იყოს კანისთვის. იქნებ, მირჩიოთ, როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში?

პასუხი: ცნობისთვის, გამონაყარი და „ბატის კანი“ აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. „ბატის კანს“ უწოდებენ დაბუსუსებულ, ხორკლიან კანს და გამონაყართან კავშირი არ აქვს. მისი იმ დონეზე მკურნალობა, რომ კანი აბსოლუტურად გლუვი გახდეს – შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, შინაურ პირობებში. რაც შეეხება გამონაყარს, ასე ზეპირად ვერაფერს გირჩევთ. აუცილებლად უნდა მიმართოთ გამოცდილ ექიმ-კოსმეტოლოგს და დერმატოლოგს.

კითხვა: აუცილებელია, რომ რუჟი („რუმიანა“) ვარდისფერი ტონალობის იყოს?

პასუხი: რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი არ არის. თუ თქვენ გაქვთ წითური ან ღია ფერის თმა, ძალიან მოგიხდებათ გარგარის ტონალობის ან მოყავისფრო რუჟი. ასე რომ, ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს.

კითხვა: რა შემადგენლობის უნდა იყოს დღის კრემი, რომ სახის კანი ნაადრევი ნაოჭებისგან დაიცვას?

პასუხი: იმისთვის, რომ მაქსიმალურად „შორს გადადოთ“ დაბერების პროცესი და პირველი ნაოჭების გამოჩენა სახეზე, უნდა შეიძინოთ დღის კრემი SPF, დამცავი ფაქტორით. მისი მთავარი პლუსი ისაა, რომ ერთდროულად კიდეც ატენიანებს და კიდეც იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა მზის სათვალეების მინის ფერს იმის გათვალისწინებით, თუ სად ვიმყოფებით – მთაში, ზღვაზე ან ქალაქში?

პასუხი: რა თქმა უნდა, სათვალის მინის ფერი უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით თუ, რა სიამოვნებს თქვენს თვალებს. ზოგადად კი, შეგვიძლია, გირჩიოთ შემდეგი:

თუ მთაში იმყოფებით, უმჯობესია, გაიკეთოთ 60 პროცენტამდე დამუქებულმინებიანი სათვალე – ის დაიცავს თქვენს თვალებს მკვეთრი სხივებისგან. მაგრამ, ასეთი სათვალით კატეგორიულად არ გირჩევთ საჭესთან ჯდომას.

პლაჟზე სასურველია ყავისფერმინებიანი სათვალის ტარება. ასეთი ფერის მინა ატარებს ულტრაიისფერი სხივების მხოლოდ 10 პროცენტს.

ქალაქში კი, შეგიძლიათ, გაიკეთოთ ღია ყავისფერი ან მომწვანო ტონალობის მინებიანი სათვალე. ასეთი სათვალეები ძალიან კომფორტული და მოხერხებულია ავტომობილის მართვისას.

კითხვა: რა არის ტანორექსია? არის თუ არა ეს სერიოზული დაავადება?

პასუხი: ტანორექსია არის რუჯის („ზაგარის“) აკვიატებული მოთხოვნილება, რაც ხშირად პათოლოგიურ დამოკიდებულებაში გადაიზრდება ხოლმე. ამასთან დაკავშირებით, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს სტუდენტთა გამოკითხვა, რომლებიც სოლარიუმში წელიწადში 23-ჯერ და მეტჯერ იღებენ რუჯს. მათ აღმოაჩნდათ დამოკიდებულების კლასიკური სიმპტომების „სრული პაკეტი“ და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამის გამო ხშირად განიცდიან სინდისის ქენჯნას, მაინც ვერ პოულობენ საკუთარ თავში იმის ძალას, უარი თქვან გარუჯვაზე. გარდა ამისა, მათი უმრავლესობა განსაკუთრებულ მიდრეკილებას ავლენს სპირტიანი სასმელებისა და მოწევის მიმართ.

კითხვა: სხეულის რომელი ნაწილი უნდა მოვარიდოთ გარუჯვას?

პასუხი: მზის სხივების გავლენა განსაკუთრებით მავნებელია მკერდისთვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს მკერდის კიბოს პროვოცირება. იმ ქალბატონებმა კი, პირველ ფოტოტიპს რომ მიეკუთვნებიან (თეთრი და მგრძნობიარე კანი), მზეზე ყოფნისას აუცილებლად უნდა გამოიყენონ (მთელ სხეულზე) მაქსიმალური დაცვის ფაქტორი SPF 50+.

კითხვა: რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას მზით დამწვრობა?

პასუხი: მზით კანის დამწვრობა ძალიან გავრცელებული მოვლენაა საქართველოში, ცხადია, განსაკუთრებით – ზაფხულის სეზონზე. ვინც რუჯის მიღების წინ არ იყენებს დამცავ საშუალებებს, საკუთარ თავს უზრდის რისკის ფაქტორს, რომ მზისგან მიღებული დამწვრობა, შესაძლოა, გადაიზარდოს მელანომაში (კანის კიბოში). ეს კი ხანგრძლივ და ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, რომ აღარაფერი ვთქვათ კანის გამოშრობასა და ნაადრევ ფოტოდაბერებაზე.


скачать dle 11.3