კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცივი განტვირთვის დღეები


ამ პაპანაქება სიცხეში ნაყინითა და ხილით ჩატარებული განტვირთვის დღეები არც ძნელად გადასატანი იქნება და, თანაც, ძალზე სასიამოვნო (თუ, რა თქმა უნდა, დიაბეტი ან რამე სხვა დაავადება არ გჭირთ). მცირეოდენი მრავალფეროვნებისთვის კი სტანდარტული ნაყინი შეგიძლიათ შეცვალოთ გაყინული იოგურტით, ხილის გაყინული რბილობით ან მიქსით.

ცნობისთვის: თუ კატეგორიულად აუკრძალავთ თავს ტკბილეულისა და რაიმე გემრიელი სასუსნავის გასინჯვასაც კი, დიდი შანსი ჩნდება, რომ ჩაირთოს ეგრეთ წოდებული „აკრძალული ხილის“ სინდრომი. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია. ნაყინი – ეს არის პატარა ბედნიერება და სრულიად დასაშვები კომპრომისი, რადგან ის შესანიშნავად ხსნის სტრესს, განსაკუთრებით, თუ ის მკაცრი და ხანგრძლივი დიეტებითაა გამოწვეული.

კლასიკური ნაყინი, რომელსაც ამზადებენ რძისგან ან იოგურტისგან, მდიდარია პროტეინებით – სწორედ ცილოვანი საკვებით აწვდის ტვინს დანაყრების სიგნალს და ეხმარება ორგანიზმს, მცირე რაოდენობის საკვებით დაიკმაყოფილოს შიმშილის გრძნობა.

ხილ-კენკრა (გაყინული ხილი და გაყინული წვენი) – არაჩვეულებრივი მასალაა ზაფხულის დიეტებისა და განტვირთვის დღეებისთვის. ის შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, ხსნის დაღლილობას, გაღიზიანებას, წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, სისხლში შაქრის დონეს, ააქტიურებს ცხიმების დაშლას, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს გახდომას სტრესების გარეშე.

ულუფები მიირთვით ნებისმიერი თანმიმდევრობით, ოღონდ, დაიცავით 1,5-დან 2 საათამდე შუალედი – ეს თავიდან აგარიდებთ მოშიებას. ულუფის მიღების შემდეგ, შეგიძლიათ, დააყოლოთ 0,5-1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

* 100-150 გრამი იოგურტი 1-2 საათით მოათავსეთ საყინულეში, შეატანეთ 1 ნაჭერი გამომშრალი კექსი.

* 100 გრამი ნაღების ნაყენი, 1 ჩაის ჭიქა გრეიპფრუტის ფრეში, 1 ნაჭერი შავი პური.

* 100 გრამი ხილის ნაყინი, 1 ცალი მომცრო ბანანისა და 2 ცალი კივის სალათა (მოასხით 1 ჩაის ჭიქა ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი) და 50 გრამი დიეტური კრეკერი.

* 150 გრამი მიქსი გაყინული ხილისა და კენკრისგან, გარგარის წვენით, 50 გრამი შავქლიავი.

* 100 გრამი ნაღების ნაყინი, 3-4 ცალი გარგარი.

* 150 მილილიტრი კოქტეილი ხილის წვენისა და კენკროვანი ხილისგან; 50 გრამი გარგარი ან დამბალი კურაგა (გარგარის ჩირი).

* 1 ჭიქა გაყინულხილიანი იოგურტი, 1 ნაჭერი ორცხობილა 1 ჩაის კოვზი ჯემით ან თაფლით; უშაქრო მწვანე (ან პიტნის) ჩაი; 1 ცალი ვაშლი.


скачать dle 11.3