კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბურახი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს


პურის ბურახი მდიდარია B ვიტამინების კომპლექსით, კალციუმით, მანგანუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, ცილებით, ნახშირწყლებით. მასში შედის ათი სახეობის ამინომჟავა და სასარგებლო რძის მჟავა.

ბურახს, გარდა იმისა, რომ წყურვილს კლავს, აქვს კვებითი, მატონიზებელი და ბაქტერიოციდული თვისებებიც. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზაციას და სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

ბურახს ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან იყენებდნენ როგორც შარდმდენ და საფაღარათო საშუალებას. ის, აგრეთვე, სასარგებლოა ნაწლავების აშლილობის და წყალმანკის დროს.

პურის ბურახის ძირითადი კომპონენტებია პური, საფუარი და შაქარი. თუმცა, მის დასამზადებლად გამოყენებული ინგრედიენტები გაცილებით მეტია, მაგალითად: ქერის ან ჭვავის ალაო, წიწიბურისა და ჭვავის ფქვილი, ქონდარი, თაფლი, კვლიავი, პიტნა, დარიჩინი, ღვია, პირშუშხა, სვია, ჭარხალი, ქიშმიში, კენკრა და ხილი. ამიტომ, პურის ბურახის დამზადების რამდენიმე რეცეპტი არსებობს და ყოველი მათგანი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.


скачать dle 11.3