კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვიმკურნალოთ წყლის აბაზანებით


წყლით მკურნალობა ავადმყოფობასთან ბრძოლის უძველესი მეთოდია. გრილი აბაზანა არა მარტო ებრძვის მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ სტრესს, არამედ, ზოგიერთი დაავადებისგან თავის დაღწევაშიც გვეხმარება.

გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ნებისმიერი აბაზანა ამშვიდებს ნერვებს, არასწორია. ეფექტი აქვს მხოლოდ ინდიფერენტულ 35-გრადუსიან, თბილ 39-გრადუსიან და ცხელ 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურის აბაზანებს. აბაზანები ადამიანის ორგანიზმზე მატონიზებულ ზემოქმედებას ახდენს, რის გამოც ძილის წინ მის მიღებას ნამდვილად არ გირჩევთ.

სწრაფად გახდომის მსურველებზე ეფექტურად და დადებითად მოქმედებს სპეციალური კონტრასტული აბაზანები. მათი საშუალებით ადამიანი დღეში 200-დან 400-მდე გრამს იკლებს. აბაზანა ჭამიდან ორი საათის შემდეგ უნდა მიიღოთ და მისი ხანგრძლივობა ნახევარ საათს არ უნდა აღემატებოდეს.

გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების, თირკმლისა და ღვიძლის მწვავე ანთებითი პროცესებისა და თრომბოფლებიტის დროს, წყლის აბაზანების მიღება არ არის რეკომენდებული.

მარილის აბაზანა ხსნის კუნთების და სახსრების ტკივილს, ამცირებს ტრავმების ნეგატიურ შედეგებს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. მას მიკრომასაჟის თვისებაც აქვს. ის ააქტიურებს წვრილ კაპილარებში სისხლის მიმოქცევას. წყალში გახსნილი მარილის ნაწილაკებში კანიდან შეიწოვება და ქმნის ეგრეთ წოდებულ მარილოვან საფარს, რომელიც მოქმედებას პროცედურის შემდეგაც განაგრძობს.

მარილის აბაზანა ასე უნდა მოამზადოთ: 5 სადილის კოვზი სუფრის ან ზღვის მარილი გახსენით ცხელ წყალში და შემდეგ, სასურველ ტემპერატურამდე გააზავეთ ცივ წყალში.

წიწვოვანი მცენარეების ექსტრაქტის აბაზანა ამშვიდებს ნერვებს, ადუნებს კუნთებს, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმებს და საგრძნობლად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას, მით უმეტეს – კლიმაქსურ პერიოდში.

ასევე, კარგია თიხის აბაზანებიც. თიხის ფხვნილს ორგანიზმიდან ტოქსიკური წიდები გამოაქვს. ის შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალსა და მიკროელემენტს, რომლებიც ორგანიზმს აახალგაზრდავებს და აკაჟებს. 35 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში ჩაყარეთ 10 სადილის კოვზი თიხის ფხვნილი და კარგად ურიეთ, შემდეგ ჩაწექით და ინებივრეთ.

სასუნთქი გზების ინფექციებსა და სტრესებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ სამკურნალო მცენარეების აბაზანები. მცენარეთა ნაკრების აბაზანები ხსნის რადიკულიტითა და ართრიტით გამოწვეულ ტკივილს, ამშვიდებს კანს, გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უძილობასთან ბრძოლაშიც ადვილად დაგეხმარებათ.


скачать dle 11.3