კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავრცელებდა ფაშისტური პრესა ჭორებს სტალინის გარდაცვალების შესახებ

იოსებ სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით



მოსკოვთან ფაშისტური არმიების შეჩერების შემდეგ ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა. თუმცა, სტალინი სულ სხვაგვარად ფიქრობდა და სამხედროებს მძლავრი კონტრდარტყმის გეგმის სასწრაფოდ შემუშავება დაავალა. „სანამ აზრზე მოსულან, ოკუპანტები მნიშვნელოვნად უნდა უკუვაგდოთ“, – მტკიცედ უბრძანა დიდმა ბელადმა შაპოშნიკოვს, ტიმოშენკოსა და ჟუკოვს. თავად სტალინიც აქტიურად ჩაება უშუალო სამხედრო-ოპერატიული გეგმის დეტალების დამუშავებაში და სამხედროებთან ერთად დღესა და ღამეს ასწორებდა მასზე მუშაობაში. ისე გამოვიდა, რომ ორი კვირის განმავლობაში დიდი ბელადი არავის მოხვედრია თვალში. ეს განსაკუთრებით უცხოელ დიპლომატებს ეხებოდათ. ამ გარემოებამ ათასი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯერ სტალინის ავადმყოფობის შესახებ გავრცელდა ჭორები, შემდეგ კი იგი გარდაცვლილადაც გამოაცხადეს. მთავარი ფაშისტური გაზეთის „ფოლკიშერ ბეობახტერის“ ერთ-ერთ ნომერში ეწერა: „სტალინმა ჩვენი ძლევამოსილი არმიების მძლავრი შეტევებისგან მიღებულ შოკს ვერ გაუძლო და გარდაიცვალა“. როდესაც მას ეს მონაჩმახი ბერიამ მიუტანა, დიდი ბელადი საკმაოდ გამხიარულდა და ასეთი კომენტარი გააკეთა: „აშკარად ეტყობათ, როგორ გაუჭირდათ, რადგან ასეთ რამეებს იგონებენ. დაე, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ხოლო ღირსეულ პასუხს ჩვენი მამაცი მეომრები გასცემენო“. ამ პერიოდისთვის, კონტრდარტყმის გეგმა უკვე დეტალურად დამუშავებული, დამტკიცებული იყო და ჩვენი ჯარების გადაჯგუფება მიმდინარეობდა. ამასთანავე, დიდი ბელადის დაბადების დღე ახლოვდებოდა და მან სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა სახალხოდ გამოჩენა. „21 დეკემბერს „აღვსდგები“ და იმედია, ამას ფაშისტებიც გაიგებენ, რასაც ჩვენი მძლავრი კონტრდარტყმაც მოჰყვება“, – დააკონკრეტა სტალინმა 18 დეკემბერს, პოლიტბიუროს წევრებთან საუბრისას და კალინინს დაავალა, მისი საიუბილეო საღამო დიდ თეატრში მოეწყოთ, ხოლო მოლოტოვს ყველა უცხოელი დიპლომატის დაპატიჟება უბრძანა, როგორც ამ საღამოზე, ასევე სპეციალურ ბანკეტზეც. „დაე, სუყველამ იხილოს ცოცხალი, საღსალამათი სტალინი“, – დააბოლოვა მან.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დიდი ბელადი ძალიან გაწონასწორებული, მტკიცე ხასიათის ადამიანი გახლდათ და მასზე ზეგავლენის მოხდენა (თუ მას ეს თავად არ სურდა) შეუძლებელი იყო. ის ყოველთვის ყველაფერს აწონილ-დაწონილად აკეთებდა და, ფაქტობრივად, არასოდეს დაუშვია შეცდომა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, ასეთ დიდ დატვირთვებს ვერავინ გაუძლებდა და რომ არა მისი ფოლადისებური ნება, ჰიტლერის საომარი გეგმა ნამდვილად მიაღწევდა წარმატებას. ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში, საბჭოთა კავშირის მთავრობის თითქმის მთელი შემადგენლობა პანიკაში იყო, ისტერიკას მოეცვა და უეჭველად გატყდებოდნენ, რომ არა დიდი ბელადის შეუვალობა და ურყევი სიმტკიცე. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმძიმეს გასაჭირს სტალინთან ერთად ასევე მტკიცედ შეხვდნენ ბერია, მოლოტოვი, ჟუკოვი და ტიმოშენკო, ხოლო დანარჩენებს ფერიც წართმეოდათ, ენაც ჩავარდნოდათ და რომ არა სტალინი, კრახი გარდაუვალი იყო.

21 დეკემბერს, საღამოს 19 საათზე, ცოცხალი, საღსალამათი სტალინი ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგა. როდესაც ის სპეციალურად პოლიტბიუროს წევრებისთვის განკუთვნილ პრეზიდიუმში გამოჩნდა, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა, თხუთმეტწუთიანი მქუხარე ოვაცია მოუწყო მას და რომ არა სტალინის ნიშანი „დასხედითო“, ეს ყველაფერი, ალბათ, უსასრულოდ გაგრძელდებოდა. საზეიმო სიტყვითი გამოსვლები 21 საათამდე გაგრძელდა, რომლის შემდეგ ნახევარი საათით შესვენება გამოცხადდა. მერე კი საათნახევრიანი კონცერტიც ჩატარდა. ბოლოს ბანკეტზე მიწვეული სტუმრები „გეორგიევსკის“ დარბაზში დაპატიჟეს, სადაც საზეიმო სუფრა იყო გაშლილი. დაახლოებით, ხუთასამდე სტუმარს, რომელთა უმრავლესობას უცხოელები შეადგენდნენ, პირადად სტალინი ეგებებოდა. უზარმაზარ დარბაზში მრავალფეროვანი კერძებით დახუნძლული მაგიდები იდგა და სტუმრები თავად ემსახურებოდნენ საკუთარ თავს. მარცხენა კუთხეში სამხედრო ორკესტრი განლაგდა, ცენტრში კი ადგილი იყო დატოვებული, რათა მსურველებს ცეკვის საშუალება მისცემოდათ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ ვერც კი წარმოიდგენდით, რა სისხლისმღვრელი ომი მძვინვარებდა. მე ადრეც აღვნიშნე, რომ სტალინს არ უყვარდა თავისი დღეობების ასე პომპეზურად აღნიშვნა, მაგრამ ამჯერად ეს ყოველივე მისი უშუალო მითითებით განხორციელდა იმ მიზნით, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, საბჭოთა სახელმწიფო და მისი ბელადი მტკიცე, ერთიანი და გაუტეხელნი არიანო. ამ ყოველივეს, რა თქმა უნდა, დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ძირითადად, ფაშისტებზე იყო გათვლილი. სტუმრებს შორის ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორებიც იმყოფებოდნენ და უკვე მეორე დღეს მათ მიერ გადაღებულმა ფოტოებმა და სტატიებმა მთელი მსოფლიოს მოწინავე გამოცემების პირველი გვერდები შეავსო. ბანკეტზე საქართველოდან ბერიას მიერ სპეციალურად გამოძახებული მომღერლები და მოცეკვავეებიც იყვნენ, მათ განსაკუთრებული აღტაცება დაიმსახურეს და სტალინმა ქართული სიმღერაც (თუ არ ვცდები, „გაფრინდი, შავო მერცხალო“) შეასრულა მათთან ერთად. პირველად სწორედ მაშინ მოვისმინე სტალინის ბაგეებიდან ქართული სიტყვა. სხვებთან ერთად, ბანკეტზე კულტურისა და ხელოვნების მრავალი გამოჩენილი ოსტატი იყო დაპატიჟებული. მათ შორის, მომხიბვლელი ქალბატონებიც, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა საბჭოთა კინოს ვარსკვლავი ლიუბოვ ორლოვა. ამ ქალის გულის მონადირებას მრავალი კავალერი, მათ შორის, ლავრენტი ბერიაც უშედეგოდ ცდილობდა. როგორც ცნობილია, ბერია ასეთ რამეს არავის პატიობდა და ალბათ, ორლოვასაც ანალოგიური ბედი ელოდა, რომ არა ეს საღამო. მსახიობმა ქალმა ჯერ იმღერა, შემდეგ იცეკვა და ცოტა არ იყოს, გადაკრა კიდეც, თან თვალს არ აცილებდა დიდ ბელადს, რომელმაც ერთი-ორჯერ მზერაც კი გააპარა მისკენ. ერთ მომენტში, როდესაც სტუმრები სტალინს პერსონალურად ადღეგრძელებდნენ, ქალმა თავისი ბოკალი შამპანურით შეავსო, სტალინის სადღეგრძელო წარმოთქვა, შემდეგ მიუახლოვდა მას და ვახტანგურად შესვა. დარბაზი გაირინდა, ასეთ კადნიერებას არავინ მოელოდა. მე ავტომატურად ბერიასკენ გავაპარე მზერა, რომელიც მგლური თვალებით მისჩერებოდა კინოვარსკვლავს. პაუზა დიდხანს არ გაგრძელებულა: ქალმა ორკესტრს დაუყვირა: „ვენის ვალსი“. სტალინს ხელი შემოხვია და საცეკვაოდ გაიწვია. დიდ ბელადს გაეღიმა, ქალს ხელი მოხვია და ისე ელეგანტურად დატრიალდა მასთან ერთად, რომ ნამდვილი მოცეკვავე გეგონებოდათ. 62 წლის სტალინი ისე მოხდენილად ცეკვავდა ხუთი წუთის განმავლობაში ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე ქალიშვილთან, რომ 20 წლის ყმაწვილი გეგონებოდათ. ცეკვა რომ დაასრულეს, სტალინმა გალანტური ნაბიჯებით გამოიყვანა ორლოვა წრიდან, ხელზე ეამბორა და მხოლოდ ამის შემდეგ მოშორდა მას. ამ სურათმა მართლაც რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. მე კვლავ ბერიას შევხედე, რომელსაც ეტყობოდა, რომ ორლოვას დაუფლების ყველა იმედი გადაეწურა და დაღონებულიც კი მომეჩვენა. ბანკეტი ღამის 3 საათამდე გაგრძელდა, სტუმრები პირადად სტალინმა გააცილა და როდესაც უკანასკნელი მოწვეულიც გავიდა, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე კუთხეში მდგარი ორლოვა, რომელსაც სანახევროდ დაცლილი ბოკალი ეჭირა ხელში. უცებ ვლასიკმა მიხმო: „წავედით, კუნცევოში მივდივართ და კორტეჟი გაამზადე“. მე ამ სიტყვებმა გამაოცა, რადგან ომის დაწყების დღიდან სტალინი კრემლს თითქმის არ მოცილებია და კუნცევოში მგზავრობას გადაჩვეული ვიყავი. მე ბრძანების შესასრულებლად გავეშურე, ყველაფერი მოვამზადე და ვლასიკს ვუპატაკე. ათიოდე წუთში სტალინიც გამოჩნდა, რომელსაც გვერდით ორლოვა მოჰყვებოდა და ორთავენი მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდნენ. კუნცევოში რომ ჩავედით, სტალინი და კინოვარსკვლავი დიდი ბელადის საძინებელში განმარტოვდნენ... აღვნიშნავ, რომ ომის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი ბელადი ნაშუადღევს, 13 საათზე ადგა... მე ამით არანაირ მინიშნებას არ ვაკეთებ, მაგრამ იმ დღის შემდეგ ორლოვა სტალინის ხშირი სტუმარი იყო.

ნიკა ლაშაური

скачать dle 11.3