კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იგრძნო თავი ალა დუდაევამ მამაკაცის სხეულში და რატომ არის ის ქალების ზედმეტად გააქტიურების მომხრე


ის პრეზიდენტის ცოლი იყო, მაგრამ, ალბათ, ყველაზე უცნაური პირველი ლედი... მისი ჩაცმულობა არ განიხილებოდა საჯაროდ. იმაზეც არასდროს არავინ ჭორაობდა, რომელი დიზაინერი ზრუნავდა მის სტილსა თუ იმიჯზე. არასდროს დაინტერესებულა რომელიმე ცნობისმოყვარე ჟურნალისტი, რამდენს ხარჯავდა ალა დუდაევა უცხოურ ვოიაჟებზე, იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა. ის იყო უბრალოდ ცოლი და დედა. ღირსეული ქმრის ღირსეული მეუღლე.

საოცარი სიმშვიდე, სითბო და სიკეთე, უზარმაზარი დადებითი ენერგია მოდის მისგან და, უკვე არ გიკვირს, რით მოხიბლა ერთ-ერთი ყველაზე მამაცი, მეომარი მამაკაცი და გოროზი პრეზიდენტი. როცა მას ესაუბრები, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ დიდებულება უბრალოებაშია.



ალა დუდაევა: ქალის ცხოვრება პერიოდებად იყოფა და ყველა ეტაპზე ის სხვადასხვანაირია. როცა მდედრობითი სქესის არსება იბადება, ის ბედნიერია და ბედნიერია ყველა, ვინც მის გარშემოა. პატარა გოგონა ისეთი მშვენიერია, ისეთი საყვარელი და საინტერესო... (იცინის), როცა გოგონა ქალიშვილი ხდება, ესეც ძალიან სასიამოვნო ხანაა მის ცხოვრებაში. ის უყვართ, თავზე ევლებიან, ცდილობენ გაანებივრონ, სთავაზობენ გულსა და ხელს. მაგრამ, როცა გოგონა ხდება ქალი, სირთულეებიც იწყება. ოჯახი დიდი შრომაა, რომელიც, ძირითადად, ქალის მხრებზე გადადის. მან ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, რომ ქმარმა მასში ყოველთვის ის ქალი დაინახოს, რომელიც ერთ დროს ძალიან უყვარდა და სურდა. ეს ძალიან ძნელია, თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ქალმა საკუთარ თავთან ერთად უნდა მოუაროს ქმარს, შვილებს, ოჯახს. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავისი ცხოვრებაც საინტერესო იყოს და მისი ოჯახის წევრებისაც.

– ძალიან რთული ყოფილა ქალობა.

– დიახ, რთულია და საპატიო (იცინის), ამასთან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ, გიფასდება – უყვარხარ ქმარს, შვილებს და ეს სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდება.

– ისე გამოდის, რომ სწორედ ქალი ქმნის მარადიული სიყვარულის სახებას.

– დიახ. მე ვფიქრობ, რომ ასეა. ქალი მაინც სიყვარულისთვის არის შექმნილი – ეს მისი სულის მაგიაა. ქალი ხომ კეთილი უნდა იყოს, დიდსულოვანი და მიმტევებელი. ის ქმნის ამ ყველაფრით თავის გარშემო განსაკუთრებულ, დადებით გარემოს. როცა ქალი სიმშვიდის, სიკეთის სადარაჯოზე დგას, მაშინ ჩვეულებრივი ოჯახური უთანხმოება და კამათიც კი რომანტიკული ხდება. ყოველდღიური, ყოფითი წვრილმანი თუ დიდი პრობლემები მან ისე უნდა მიიტანოს ქმართან, რომ არ დაძაბოს ურთიერთობა, არ დამუხტოს უარყოფითად ქმარი და შვილები – ეს არის ქალის მთავარი ღირსება. თვითონაც უნდა უხაროდეს სიცოცხლე და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც გაუჩინოს ამის სურვილი. მაგრამ, არის ერთი პირობაც: ქალის გვერდით აუცილებლად უნდა იყოს ღირსეული მამაკაცი, რომელიც დაიცავს მას და აგრძნობინებს, რომ ქალია.

– მამაკაცებისთვის თითქოს უფრო ადვილია ცხოვრება.

– ვითომ? (იღიმება) მამაკაცობა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. თუ კაცს არ შეუძლია, გამოკვებოს ოჯახი, ის თავს სრულფასოვან მამაკაცად ვერ იგრძნობს. მამაკაცების კისერზეა გლობალური პრობლემები, მეცნიერული აღმოჩენები... არა, არ არის კაცის ცხოვრება ადვილი. დღეს აღარავის ცხოვრება არ არის ადვილი – არც ქალის და არც კაცის. მე იმასაც ვფიქრობ, რომ, რაღაც მომენტში ქალს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე მამაკაცს; ის უფრო წავა ყველანაირ სამუშაოზე, ვიდრე მამაკაცი, მით უფრო – კავკასიელი მამაკაცი. როცა კაცს ფული არ აქვს, ესეც ძალიან უარყოფითად მოქმედებს მის თავმოყვარეობაზე. ყველა მამაკაცი არ არის „მერკურის” ნიშნით დაბადებული და არ შეუძლია ვაჭრობა. რთული დროა დღეს. თუმცა, მე ვიცი ოჯახები, სადაც არც ისე ბევრი ფულია, მაგრამ სიყვარული აქვთ და ბედნიერები არიან. მთავარია, ჭერი გქონდეს თავზე, თავშესაფარი და გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელსაც შენი ესმის. ძვირფასი, უცხოური ავტომობილი, ავეჯი და სამკაული არ არის ის ფასეულობა, რომლისთვისაც ბრძოლა და ნერვიულობა ღირს.

– ამბობენ, რომ სიყვარულის ყიდვაც შეიძლება...

– გაყიდული სიყვარული აღარ არის სიყვარული, ის სხეულად გადაიქცევა (იცინის).

– წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, მამაკაცად რომ დაბადებულიყავით?

– იცით, მე წინა ცხოვრებაში კაცი ვიყავი (იცინის). უკვე ოცი წელია, საკუთარი სიზმრების მართვა შემიძლია. ჩემს ერთ-ერთ სიზმარში, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, საკუთარი თავი ინდიელი მეომრის სხეულში დავინახე. ამაზონის პირას ვიდექი. ისეთი სუფთა წყალი იყო, რომ ყველა კენჭსა და საკუთარ ანარეკლს ვხედავდი. მამაკაცი ვიყავი, ინდიელების ბელადი. საშუალო სიმაღლის, მაგრამ, მკვრივი და სპორტული აღნაგობის, ძლიერი, დაკუნთული სხეულით. ჩემს კუნთებს მზის სხივები დასთამაშებდა და ჩემი კუნთებიც ამ სხივებზე თამაშობდა. პრიმიტიული აზროვნება მქონდა და ვფიქრობდი, ეს ჩემი სხეული ბრწყინავს და არა მზე-მეთქი. ძალიან თავდაჯერებული მამაკაცი ვიყავი, ვგრძნობდი, როგორ მემორჩილებოდა ყოველი არსება ჯუნგლებში. მე მათ არსებობას სუნით აღვიქვამდი. ძალიან ცხადი სიზმარი იყო და ძალიან სასიამოვნო განცდა დამიტოვა – თავდაჯერებულობისა და სიძლიერის. კიდევ იმასაც გაგიმხელთ, რომ 3 წლამდე ძალიან არ მომწონდა საკუთარი სხეული (იცინის), ანუ, როცა გავაცნობიერე, რომ ბიჭი არ ვიყავი, ძალიან მეწყინა. ძალიან მინდოდა, ბიჭის აღნაგობა მქონოდა, მათსავით ბრტყელი და მსუბუქი დავრჩენილიყავი. ქალებს რომ ვუყურებდი, ძალიან ვდარდობდი – ნუთუ, რომ გავიზრდები, მეც მათსავით უნდა ამომივიდეს ბორცვები-მეთქი – ასე ვეძახდი მკერდს. მერე ამ ყველაფერმა გაიარა და მივხვდი, რომ ქალის სხეულიც ძალიან ლამაზია. ყველაფერი დანარჩენი კი შენს ხასიათზე და სულის სიძლიერეზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა, ქალად დაიბადები, თუ კაცად, მთავარია, შენი მოვალეობა შეასრულო პირნათლად.

– ქალისა და მამაკაცის მოვალეობები განსხვავებულია?

– რა არის, იცით? ყველა ადამიანს თავისი მოვალეობა აკისრია, მაგრამ, მან ეს უნდა გააცნობიეროს. თუ არ იცი, რისთვის მოხვედი ამქვეყნად, რა აზრი აქვს, რომელი სქესის იქნები? ბევრი ამბობს, რომ ბედნიერება სიყვარულშიაო. მე ვეთანხმები ამას, მაგრამ, ადამიანი ჯერ პიროვნულად უნდა შედგეს – სხვანაირად მისი ბედნიერება სრულფასოვანი ვერ იქნება. საყვარელი საქმე უნდა გქონდეს, ან, ჰობი მაინც, რომელიც წლების შემდეგ შენს ძირითად საქმიანობად იქცევა. მე მაქვს ასეთი ჰობი – სიზმრების გაკონტროლება. სხვისი სიზმრების ახსნაც შემიძლია, მაგრამ, მთავარი მაინც საკუთარია. ამის სწავლა შეიძლება – უნდა შეძლო და საკუთარი თავი გაიხსენო სიზმარში. ამისთვის საკმარისია, დახედო საკუთარ ხელებს, გააცნობიერო, რომ ეს არ არის რეალობა, მაგრამ, მაინც ისე უნდა იფიქრო და მოიქცე, როგორც რეალურ ცხოვრებაში. იმიტომ, რომ ჩვენი სიზმრები არის გეგმა ჩვენივე ცხოვრებისა. ანუ, თუ შეძლებ, გააკონტროლო სიზმარი, მაშინ შეძლებ იმასაც, რომ შენი ცხოვრებაც შეცვალო. ყურანში წერია, რომ ღმერთმა შვიდი სამყარო შექმნა. ოთხი მათგანის შეცნობა შესაძლებელია, სამი კი შეუცნობლად რჩება. სიზმარიც ამ ოთხიდან ერთია. საკუთარ თავზე სიზმარშიც უნდა იმუშაო (იცინის).

– ძალიან გულდასაწყვეტი იქნებოდა, ქალად რომ არ დაბადებულიყავით.

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალი უფრო კეთილია და მგრძნობიარე, მაშინ, გამიმართლა, რომ ქალი ვარ. კარიერის გაკეთება კი ქალსაც შეუძლია და კაცსაც. მე ძალიან მომწონს ქართველი ქალები. ქართველი კაცებიც მომწონს, მაგრამ, ქალებით მოხიბლული ვარ. ყველა ისეთი ლამაზი, ჭკვიანი, დახვეწილი და ინტელექტუალურია. თანაც, რამდენს შრომობენ... მე ასეთი ქალები სხვაგან არ მინახავს.

– ქართველი მამაკაცები ცოტა განებივრდნენ. ქალები მათ ძალიან ბევრს პატიობენ.

– ეს მენტალიტეტზეა დამოკიდებული. ოჯახსა და შვილებზე პასუხი ქალსა და კაცს ერთნაირად უნდა მოეთხოვებოდეთ. საქართველოში ხდება ის, რომ შვილებზე პასუხისმგებლობა თითქმის მთლიანად დედაზეა. იჩქერიაში, თუ მამაკაცი ცოლს გაეყრება, შვილები აუცილებლად მასთან უნდა დარჩნენ – ამაზე ლაპარაკიც არ არის. ისინი მისი გვარისა და გენის გამგრძელებლები არიან და მთელი გვარია მათზე პასუხისმგებელი. ქალს შეუძლია, კიდევ გათხოვდეს და იყოლიოს შვილები, კაცსაც შეუძლია ცოლი შეირთოს, მაგრამ, შვილებზე სულ მამამ უნდა იზრუნოს, ისინი მისი მფარველობის ქვეშ უნდა იყვნენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალი პირობას დადებს, რომ მეტად აღარ გათხოვდება, შეიძლება, მასთან დარჩნენ ბავშვები. მაგრამ, მაშინაც კი, მამაკაცია ვალდებული, მათი ყველა პრობლემა მოაგვაროს და ფინანსურად უზრუნველყოს ისინი. კაცის ნათესავებიც კი ჩვეულებრივად ზრუნავენ ამ ქალსა და მის ოჯახზე. ოღონდ, თუ არ გათხოვდება. ჩვენთან ოჯახი ძალიან მტკიცეა. მტკიცეა გვარიც და, ამიტომ, ღალატიც ძალიან რთულად საპატიებელია. არ უნდა გაჩნდეს უკანონო ბავშვი, მას არ უნდა ჰქონდეს კომპლექსი უკანონოდ შობილისა. ამიტომ, ღალატი არ არის ორი და სამი ადამიანის საქმე. მასში ერევა მთელი გვარი და სასულიერო პირი. საერთოდ, ჩეჩნეთში, ყველაზე წინ ბავშვის ინტერესები დგას და ყველაფერი მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. თქვენ გაქვთ მეტი თავისუფლება, მაგრამ, ჩემი აზრით, არაფერი კარგი ამ თავისუფლებას არ მოაქვს – მხოლოდ ამორალობა და სხვა არაფერი. ზომიერება თავისუფლებაშიც საჭიროა. ღირსების კანონებით უნდა იცხოვრო და მაშინ იქნები ადამიანი. ჩეჩნებისთვის ღირსება უმთავრესია. ჩეჩენი ქალი ვერ ისეირნებს თავისუფლად, თავისუფალი წესით ვერ იცხოვრებს. მის საქციელს ოჯახი და მთელი გვარი უყურებს. შეუძლია, გათხოვდეს მეორედ და მესამედაც, მაგრამ, საყვარელს ვერ გაიჩენს. მისი ოჯახის მამაკაცები აგებენ პასუხს მის უწესობაზე. ამიტომაც, ჩვენთან არ არიან მიტოვებული და უპატრონო ბავშვები. ერთი პატარა არსებაც კი არ უნდა დაიჩაგროს.

– არიან მამაკაცები, რომლებიც ცოლებს ღალატს პატიობენ.

– (იცინის) ძალიან შორს წასულან... ჩეჩნეთში საყვარლის ყოლა კაცსაც კი არ ეპატიება. ქალისა და კაცის კავშირი ღმერთისგან უნდა იყოს განათებული. თუ კაცი ცოლს უღალატებს, მისი ქორწინება აუცილებლად დაირღვევა. გარდა ამისა, მოუწევს, ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს ცოლსაც და მის ოჯახსაც – დაკლას ცხვარი. მერე უნდა მივიდეს მოლასთან და მოინანიოს თავისი დანაშაული. ერთი სიტყვით, ძალიან რთულია და, თან – ძვირიც. ამიტომ, მამაკაცებს აღარ უჩნდებათ ღალატის სურვილი.

– თქვენ პრეზიდენტის ცოლი იყავით...

– (იღიმება) მე ვიყავი ცოლი და დედა. ჩვეულებრივად ვუვლიდი ოჯახს – ქმარს, შვილებს; უამრავ სტუმარს ვმასპინძლობდი. დაცვის წევრებისთვისაც მე ვამზადებდი კერძებს. ჩვენთან დიდი სირცხვილია მოსამსახურის ყოლა. ამიტომ, არც მზარეულები მყოლია და არც ძიძები. მეხმარებოდა ჯოხარის ნათესავი. დილით ის ამზადებდა საუზმეს, რომ მე ცოტა დამეძინა, რადგან, ძირითადად, ღამისთევა მიწევდა. ჯოხარი და მისი დაცვა რომ ბრუნდებოდნენ, ჭამა ხომ უნდოდათ, მე კი ველოდებოდი. თან ყოველთვის მოჰყვებოდათ, ხოლმე რამდენიმე ადამიანი. მაგრამ, მე კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით – მე ვიპოვე ჩემი თავი და მქონდა და მაქვს სიყვარული.


скачать dle 11.3