კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შანსი აქვს ელგუჯა მინაძეს, მოიგოს არჩევნები და გახდეს პირველი ქართველი პოლიტიკოსი საბერძნეთში


წარსულში საქართველოს და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი, ევროპის პრიზიორი, ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში, – ასეთია ელგუჯა მინაძის, როგორც ვეტერანი სპორტსმენის ტიტულთა ჩამონათვალი. 40 წლის თბილისელი კაცი ამჟამად საბერძნეთის მოქალაქეა და სალონიკში ძალიან აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევა. თუმცა, არც სპორტულ ასპარეზს თმობს და საბერძნეთის სპორტულ ფედერაციაში ძალოსანთა ახალ თაობას ზრდის. იმავდროულად, დაუღალავად იღვწის ქართველ ემიგრანტთა უფლებებისთვის და როგორ დაიწყო თბილისელმა ემიგრანტმა ცხოვრება თავიდან უცხო ქვეყანაში, სადაც, დღეს უკვე საბერძნეთის პოლიტიკურ წრეებში მიღებული და აღიარებული, კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყრის, თავად ბატონი ელგუჯა გვიამბობს.


ელგუჯა მინაძე: დავიბადე და ვცხოვრობდი თბილისში. ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი, მრავალგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი და პრიზიორი, როგორც საქართველოს, ისე საბჭოთა კავშირის მასშტაბით ძალოსნობაში. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1992 წელს მოვხვდი საბერძნეთში, იმ მიზნით, რომ გამოვსულიყავი ატლანტის ოლიმპიადაზე და ვიყავი კიდეც ოლიმპიური ნაკრების წევრი.

– როგორ აღმოჩნდით საბერძნეთში?

– დედით ბერძენი ვარ და ბიძები, ანუ დედაჩემის ძმები, ცხოვრობდნენ საბერძნეთში. იმ პერიოდში, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მე საბჭოთა ჯარში ვმსახურობდი და როგორც სპორტსმენს, ხელფასსაც მიხდიდნენ. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საბჭოთა არმიაც დაიშალა, აირია ყველაფერი, სპორტული კარიერის გაგრძელების არანაირი შანსი არ მქონდა, არადა, დიდ წარმატებებს მიწინასწარმეტყველებდნენ. მაშინ გადავწყვიტე, წავსულიყავი საბერძნეთში და დასახული მიზნისთვის მიმეღწია. ჩემი სპორტული კარიერა უკვე იქ გაგრძელდა. ვიყავი საბერძნეთის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, ევროპის პრიზიორი საბერძნეთის სახელით, ოლიმპიური ნაკრების წევრი, თუმცა, სამწუხაროდ, რიგ მიზეზთა გამო, ოლიმპიადაზე ვერ გამოვედი. შემდგომში ირლანდიაში ვმოღვაწეობდი ორი წელი და ასე დასრულდა ჩემი, როგორც სპორტსმენის კარიერა. მუშაობა გავაგრძელე მწვრთნელის სტატუსით საბერძნეთის სპორტის ფედერაციაში. ეს რაც შეეხება სპორტს...

– სპორტული კარიერა დაასრულეთ, შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

– დავმკვიდრდი სალონიკში და როგორც მოგახსენეთ, დავიწყე მწვრთნელად მუშაობა სპორტულ ფედერაციაში. 2003 წლიდან კი შევუდექი ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიზანი გახლდათ შემდეგი: იცით, ალბათ, საბერძნეთში უამრავი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს, რომელთა რაოდენობა დღეისთვის 300 ათასს აღწევს. მათმა შვილებმა კი, მით უმეტეს საბერძნეთში დაბადებულებმა, თითქმის არ იციან ქართული და თანდათან შორდებიან საკუთარ ფესვებს. ამას კი დროზე უნდა შველა. ხელის შეწყობა სჭირდება მათ სწავლაში და თუნდაც სპორტში, რომ სათანადო წარმატებას მიაღწიონ. მე უკვე გამოვიარე ეს გზა... სურვილი გამიჩნდა, მათ მხარში დავდგომოდი და გზის გაკვალვაში დავხმარებოდი. სწორედ ამისთვის შეიქმნა სპორტულ-კულტურული საზოგადოება „საქართველო“, რომელიც გაწევრიანდა სხვადასხვა სპორტულ ფედერაციაში, შეიქმნა გუნდები... ეს იყო თავდაპირველი მიზანი, მაგრამ შემდეგში, როცა სხვებიც დაინტერესდნენ და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, მივედით დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ჩამოგვეყალიბებინა ქართული სათვისტომო. თუმცა, ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა და დღესდღეობით საბერძნეთში არ არსებობს ქართული სათვისტომო. რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ორგანიზაცია, მაგრამ როგორც ასეთი, ოფიციალური სათვისტომო არ არსებობს. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები... რაღაც-რაღაცეებში ვერ მოხერხდა შეთანხმება...

– რაც შეეხება სპორტულ-კულტურულ ორგანიზაცია „საქართველოს“, თუ შეასრულა თავისი მისია და საერთოდ, გვიამბეთ, მისი საქმიანობის შესახებ.

– საზოგადოება „საქართველოს“ ბაზაზე, სპორტული სექციების პარალელურად, არსებობს ქართული სკოლა, სადაც ბავშვები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას, კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს. ბავშვები, რა თქმა უნდა, ძირითადად, ბერძნულ სკოლებში სწავლობენ და საღამოობით დადიან ჩვენთან. ბერძნულმა მთავრობამ გამოგვიყო ამისთვის ფართობი.

– კონტინგენტი დიდია?

– შეძლებისდაგვარად. უფრო მეტი მოთხოვნაა ქართულ ცეკვებზე. ამისთვის გვაქვს ორი დარბაზი, სადაც ტარდება მეცადინეობები ქართულ ცეკვებში.

– როგორც ვიცით, გაქვთ გაზეთიც...

– გაზეთს ვუშვებთ უკვე ექვსი წელია. თვეში ერთხელ 1 000 ტირაჟით. რიგდება უფასოდ და ვრცელდება ყველგან, სადაც კი თავს იყრიან ქართველები – ტურისტულ სააგენტოებში, მარკეტებში და ასე შემდეგ. ასევე ორი წლის განმავლობაში დათმობილი გვქონდა რადიოეთერი და კვირაში ერთხელ გამოვდიოდით ქართულ ენაზე. შემდეგ მოვყევი ავარიაში, იყო პაუზა და ვეღარ მოვახერხეთ მისი აღდგენა. მაგრამ, მაქვს იმედი, რომ კვლავ განვაახლებთ ამ საქმეს.

– ფაქტობრივად, სათვისტომოა, მეტი რაღა უნდა გაკეთდეს იქ?! ეს არის, ოფიციალური სტატუსი არ გაქვთ... ახლა შევეხოთ თქვენს პოლიტიკურ კარიერას. როგორც ვიცი, ერთადერთი ქართველი ხართ, რომელიც მონაწილეობდა საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში და ახლაც იყრით კენჭს, ამჯერად სალონიკის ადგილობრივ არჩევნებში.

– რაც შეეხება საბერძნეთში ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებას და მოღვაწეობას, ოთხი წლის წინ ვმონაწილეობდი სალონიკის ადგილობრივ არჩევნებში. წინა წელს კენჭი ვიყარე, როგორც დეპუტატობის კანდიდატმა, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში. წელს ისევ წარდგენილია ჩემი კანდიდატურა სალონიკის მუნიციპალურ არჩევნებში.

– რა შედეგები გქონდათ წინა არჩევნების დროს და რისი შანსი გაქვთ დღეს?

– მიმაჩნია, რომ წარსულ არჩევნებში მიღებულმა გამოცდილებამ სათანადო გავლენა იქონია ჩემს პოლიტიკურ იმიჯზე, რამაც გამარჯვების სერიოზული შანსი მომცა. მით უმეტეს, ახალი კანონმდებლობით, საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ ემიგრაციას ადგილობრივ არჩევნებში უკვე აქვს ხმის მიცემის უფლება. ასე რომ, ქართველ ემიგრანტთა უზარმაზარ არმიას აქვს რეალური შესაძლებლობა, ქალაქის მმართველობაში სერიოზული ლობი ჰყავდეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული სათვისტომოს ჩამოყალიბებას და მათ ინტერესებსა და უფლებებს დაიცავს. ამისთვის კი მათ 30 აგვისტომდე უნდა გააკეთონ განაცხადი, რომ 7 ნოემბერს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.

– ბევრია ლეგალურად მცხოვრები ქართველი საბერძნეთში?

– მთელი ქვეყნის მასშტაბით, 150 ათასამდე. თუმცა, მათ მხოლოდ ქალაქის მუნიციპალური მმართველობის არჩევნებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და არა – ქვეყნის ხელისუფლების არჩევნებში. კერძოდ, სალონიკში 50 ათასამდე ქართველი ცხოვრობს, მაგრამ აქედან შეიძლება 20 ათასი იყოს ლეგალურად. რადგან ნოემბრის არჩევნები სამხარეო დანიშნულებისაა, მასში მონაწილეობას მიიღებს როგორც სალონიკის, ასევე ამ სამხარეო ოლქში შემავალი – ჩრდილო საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობაც.

– ძირითადად ქართველების მხარდაჭერის იმედი გაქვთ, თუ ადგილობრივ ბერძნულ მოსახლეობასა და სათანადო პოლიტიკურ წრეებშიც გყავთ მომხრეები?

– რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიას მარტო ქართულ ემიგრანტთა ხარჯზე არ ვაწარმოებ და საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი მყავს ბერძნებს შორისაც. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ელიტასთან. ეს კი უპირველესად, იმის დამსახურებაა, რომ, როგორც მოგეხსენებათ, ვიყავი წარმატებული სპორტსმენი და უცებ გავხდი ცნობილი მთელი საბერძნეთისთვის. მერე კი, როცა პოლიტიკაში ჩავები, ჩემმა იმიჯმა ძალიან გამიიოლა მათთან ურთიერთობა. თანაც, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისას, გავიცანი და დავუახლოვდი პოლიტიკოსებს, რომლებმაც შემდეგში გაიმარჯვეს და დღეს უკვე ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში არიან – დეპუტატები, გუბერნატორები.

– თქვენ თუ ხართ რომელიმე პარტიის წევრი?

– საერთოდ, საბერძნეთში გამოკვეთილია ორი ძირითადი პარტია – „სოციალ-დემოკრატებისა“ და „მემარჯვენე“ – ახალი დემოკრატების. მე კი თავად შევქმენი, სრულიად ნეიტრალური პარტია, სახელწოდებით: „სოციალ-დემოკრატიული პარტია და ემიგრანტთა თანადგომა“. სწორედ ამ პარტიის მოღვაწეობის ძირითადი არსი გახლდათ ემიგრანტთა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლა. ჩვენ არაერთგზის მივმართეთ ამ თემით საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოს და მივიღეთ კიდეც პასუხი.

– ახლა თქვენს ოჯახზე გვიამბეთ.

– მყავს მეუღლე – რუსუდან საბაძე და ორი შვილი – 6 და 7 წლის ქალ-ვაჟი.

– ერთი სახალისო შეკითხვა მინდა, დაგისვათ: როგორც ცნობილია, ყველა ერს თავისებურად აფასებენ, მაგალითად, ფრანგები სიძუნწით არიან განთქმული, ინგლისელებს კონსერვატორებად მიიჩნევენ, გერმანელებს – პედანტებად და ასე შემდეგ. ბერძნებს?

– ბერძნები უფრო დროსტარების ხალხია. ევროპაში უქმე დღეების გარდა, საღამოს გარეთ ვერავის ნახავ, განსაკუთრებით ამ კრიზისის პერიოდში. ბერძნები ღამის ცხოვრებას აქტიურად მისდევენ. ევროპაში მათ უფრო აფერისტებად და დროსტარების მოყვარულებად მიიჩნევენ. ამ კრიზისის დროს იანვარში საბერძნეთში ჩამოვიდა ევროკომისიის წევრი საფინანსო საკითხებში და რომ ნახა ხალხის ასეთი ყოფა, თქვა, დროსტარებას არ იკლებთ და თქვენთანაა კრიზისიო?! (იცინის).

– თქვენს სახლზეც გვიამბეთ.

– ვცხოვრობთ ქალაქის წყნარ უბანში, კერძო სახლში. ოთხსართულიანი კორპუსია, რომლის პირველი სართული ჩვენ გვიჭირავს. სულ ექვსი ოჯახი ვცხოვრობთ. საცხოვრებელი ნაწილის ქვეშ მაქვს ასევე საკუთარი ოფისიც. მეზობლობა გამარჯობა-გაგიმარჯოს იქით არ მიდის. ძალიან იშვიათად, შეიძლება, მოხდეს ისე, რომ მეზობელმა ყავაზე დაგპატიჟოს. ძირითადად, დისტანციური ურთიერთობებია.


скачать dle 11.3