ვალერი მელაძემ ბანკისგან ორმოცდაათი მილიონი რუბლი ისესხა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მომღერალ, ვალერი მელაძეს ძალიან გაუჭირდა იმ ორმოცდაათი მილიონი რუბლის გადახდა, რომელიც ორიოდე წლის წინ ბანკისგან ისესხა. სესხის აღების მიზანი საკმაოდ კეთილშობილური იყო – მომღერალმა თავის ქალიშვილებს: ინგას, სოფიასა და არინას ბინები უყიდა. მოსკოვში სამი ბინის ყიდვა ხუმრობა საქმე, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის კი არა, „ფორბსის“ გამოცემების ერთ-ერთი ლიდერისთვის, ვალერი მელაძისთვისაც არ ყოფილა. მომღერლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვალერის მართლა აქვს გარკვეული პრობლემები ბანკთან, თუმცა, ფულადი პრობლემები მეორეხარისხოვანია, როდესაც საქმე შვილებსა და მათ კეთილდღეობას ეხება. ბინები კრიზისამდე იყო ნაყიდი და ახლა მელაძე ამ უხერხული პრობლემის მოგვარებას ცდილობს – 20 აგვისტოს იგი მსხვილ „ოუფენ ეირზე“, – შეხვედრის ადგილზე – იმღერებს, სხვათა შორის, გორან ბრეგოვიჩის გვერდით.