კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი ეშინოდა ია მანიჟაშვილს გულის გასკდომამდე და რა ასწავლა სამარაში აგნესამ მამაკაცებს


მომღერლები – ია მანიჟაშვილი და აგნესა ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ და მეგობრობენ. აგნესა იას მეჯვარეა, შესაბამისად, ბევრი საინტერესო თავგადასავალიც აქვთ გადახდენილი. აგნესა ამჟამად სამარაში ცხოვრობს და ცოტა ხნის წინ თბილისში იყო ჩამოსული.


აგნესა: წელიწად-ნახევარია, არ ვყოფილვარ თბილისში. ჩემს ჩამოსვლას ჩემი ძმის ქორწილიც დაემთხვა. ქორწილმა ძალიან კარგად ჩაიარა, პატარძალი არაჩვეულებრივი, ლამაზი გოგონაა.

ია მანიჟაშვილი: ჩემი მეუღლის მოგვარეა და მჭედლიშვილები არაჩვეულებრივი მეუღლეები არიან – ეს პირადი გამოცდილებიდან ვიცი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

– აგნესა, სანამ ჩამოხვიდოდი, მანამდე სამარაში რას საქმიანობდი?

– სამი წელია, სამარაში გადავედი საცხოვრებლად – გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერა იქ გავაგრძელო, მაქვს კონცერტები. სამარაში ვცხოვრობ, მაგრამ მოსკოვშიც ხშირად ვარ. რამდენიმე ახალი რუსულენოვანი სიმღერა ჩავწერე. იქ ქართული სიმღერები უყვართ, მაგრამ, თუ გინდა, რუსულ ბაზარზე გახვიდე, რუსულ ენაზე უნდა ჩაწერო სიმღერები. როგორც იცით, ორი წლის წინ სომხეთში ვიღებდი პროექტში მონაწილეობას და ათეულშიც მოვხვდი. მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, პროდიუსერები, მათთან დღემდე მაქვს კავშირი და კონცერტებზეც გამოვდივარ. პარალელურად, პატარა ბიზნესითაც ვარ დაკავებული, მოკლედ, საკმაოდ აქტიურად ვცხოვრობ.

ია: სომხეთში აგნესა ერთხელ იყო გაგდების კანდიდატი და მაშინ ჩავედი. მოვკვდი ნერვიულობით, არ მინდოდა, ეთქვა, ცუდ ფეხზე ჩამოხვედიო, არადა, იღბლიანი – კარგი ფეხი მაქვს. მაგრად ვინერვიულე, მაგრამ იმ დღეს აგნესა არ გამოვარდნილა.

აგნესა: ბევრი რამ „ვარსკვლავებზე“ იყო დამოკიდებული. რატომღაც, მეგონა, რომ მე გავვარდებოდი, რადგან მონაწილეების უმეტესობა იქაური იყო. მანამდე ერთი კვირა სევანის ტბაზე დაგვასვენეს და იქ გავიცანი რამდენიმე ადამიანი, ამიტომ ვფიქრობდი, გავვარდებოდი, მაგრამ მე მომცეს ვარსკვლავები და დავრჩი შოუში.

ია: კიდევ კარგი, არ გამოვარდა, თორემ, გული გამისკდებოდა. საკმაოდ სერიოზული პროექტი იყო, გადაღებები ტელევიზიაში მიმდინარეობდა, სპეციალურ დერეფანს აკეთებდა დაცვა და ისე გამოჰყავდათ, როგორც ვარსკვლავები.

აგნესა: მე ვთხოვე, ჩემთან თბილისიდან ჩამოვიდნენ და უნდა ვნახო-მეთქი. ამის გამო გამონაკლისი დაუშვეს, გამომიყვანეს გარეთ და მოვახერხე იას ნახვა. ერთხელ, ძალიან მოგვინდა „კარაოკე ფართიზე“ წასვლა და ღამით გავიპარეთ. მერე კინაღამ დაგვიჭირეს: რადიოში დარეკეს – მინდა, მოკითხვა გადავცე პროექტის მონაწილეებს, რომლებმაც ფართიზე იმღერესო. გვკითხეს, გუშინ ვინ იყავით გარეთო... გაგდებას გადავურჩით.

– მომიყევით, როდის და სად გაიცანით ერთმანეთი?

ია: ზუსტად ათი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი რუსა მორჩილაძესთან. აგნესას გაკვეთილი რომ მთავრდებოდა, მერე ჩვენი იწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს სიგიჟეები, სტაბილური, მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ, როცა აგნესა ჩამოდის, ჩემს ქმარს ვაფრთხილებ – ან არ მოვალ სახლში, ან დამაგვიანდება, არ დამელოდო-მეთქი. აგნესას დედას საკუთარი სასტუმრო ჰქონდა. როდესაც აგნესა ჩამოდიოდა, თეთრ საძინებელს გვითმობდა და იქ გვეძინა.

– რა ხდებოდა თეთრ საძინებელში?

– კარს რომ შეაღებდი, ყველგან ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ფენი და თმის სამაგრები ეყარა, მოკლედ, საშინელება ხდებოდა. ღამით მოგვდიოდა მუზები და კარგად ვჭორაობდით.

– აგნესა, შენც გიყვარს გიჟური ცხოვრება?

– დიახ და, სამარაში უფრო აქტიური ცხოვრების სტილი მაქვს, ვიდრე აქ. სამარაში ყველა ყველას იცნობს. ადამიანების მასა, რომელიც დადის კლუბებში, ერთიანად გადაინაცვლებს იქ, სადაც ახალი და საინტერესო ხდება. მეგობრებს ერთი და იმავე სახეების ყურება რომ მოგვბეზრდება, ვიღებთ ბილეთს, პარასკევ-შაბათს გადავფრინდებით მოსკოვში, კარგად ვერთობით და მერე მოვდივართ უკან. ძალიან გათიშულები ვართ, მაგრამ, რაც მთავარია, კარგად ვერთობით, ძალიან კარგი „ტუსოვკებია“.

– ადრე, როდესაც თბილისში ძალიან აქტიური იყო შოუ-ბიზნესი, თქვენ ხშირად გქონდათ კონცერტები, ტურნეები, საკმაოდ აქტიურად ცხოვრობდით და, თაყვანისმცემლების მხრიდან, ალბათ, ძალიან იყავით განებივრებულები.

ია: აგნესას სულ დაცვა დაჰყვებოდა, ვინ გააკარებდა ვინმეს. მე და ეკა კი მარტო დავდიოდით. თუ რაიონში გვქონდა კონცერტი, ჩვენ სხვებთან ერთად ვრჩებოდით, აგნესა კი ყოველთვის თბილისში ბრუნდებოდა და ამას უკვე შეგუებულები ვიყავით.

– ია, შენი და დავის ურთიერთობაში თუ მიუძღვის აგნესას წვლილი?

– არა, წინა დღეს გაიგო, რომ ჯვარს ვიწერდით, ერთგვარი სიურპრიზი გამოვიდა, მაგრამ, ეს ჩემთვისაც სიურპრიზი გამოვიდა, რადგან ექსპრომტად დავიწერეთ ჯვარი, თან აგნესა იმ დღეს მიფრინავდა სამარაში. აგნესას სექტემბერში ჰქონდა ქორწილი, მისი თაიგული დავიჭირე და მეოთხე თვეს გავთხოვდი.

– აგნესა, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს საუბარი.

ია: ვცდილობ, აგნესას პირად ცხოვრებაში ძალიან ჩავერიო და რამე მოხდეს. ვიღაცეებს რომ გავიცნობ ხოლმე, ვეუბნები, ნახე, რა კარგი ბიჭია-მეთქი. აგნესა ჩემი საუკეთესო მეგობარია და, მინდა, მის გვერდით იყოს ისეთი ადამიანი, რომელთანაც მეც ვიმეგობრებ, ერთი „კამანდა“ უნდა ვიყოთ.

აგნესა: ეს ეუბნება ბიჭებს, როგორ უნდა მოიქცნენ, რა უნდა გააკეთონ; ამიტომ, როგორც კი მირეკავენ, ისეთი ტექსტით იწყებენ საუბარს, მაშინვე ვეუბნები, თქვენ იას სკოლა გაქვთ გავლილი-მეთქი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. დღეს მე არ ვჩქარობ, ჩემი საქმით ვარ დაკავებული. არ დავმალავ და, ნამდვილად მყავს ბევრი თაყვანისმცემელი, იქაც და აქაც.

ია: მაგრამ, მაინც ქართველი მამაკაცები მოსწონს.

აგნესა: უფრო სწორად, კავკასიური გარეგნობის, შავგვრემანი. შეიძლება, მამაკაცი რუსი იყოს, მაგრამ სახეში რაღაც კავკასიური უნდა ჰქონდეს. ხასიათი უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი. 24 საათი რომ დაბოღმილია, ცუდ ხასიათზეა და წუწუნებს – ასეთ კაცს ვერ ავიტან ჩემ გვერდით. არ მიყვარს წუწურაქი კაცები. მამაკაცს მაშინვე ეტყობა, როგორია. სამარაში, როდესაც სადმე მიდიხარ, ძირითადად „ნემეცკი სჩოტით“ იხდიან. ერთხელაც, ვისხედით გოგონები, ბიჭები და ყველამ გადაწყვიტა, თავისი გადაეხადა. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და რამდენჯერმე ვთქვი, ჩვენთან ათი გოგონა და ერთი ბიჭი რომ ვისხდეთ და ფული არ ჰქონდეს ბიჭს, რაღაცას დაალომბარდებს და მაინც გადაიხდის დანახარჯს-მეთქი. იმის მერე, დღეს, სადაც მე ვარ დაქალებთან ერთად, არ იცი, რა ხდება – კაცები ერთმანეთს არ აცდიან გადახდას. სამარელ მამაკაცებს ეს ვასწავლე, ქართულ ყაიდაზე გადმოვიყვანე.

– როდესაც ქალს გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავს, ეს ხომ მას დიდ სტიმულს აძლევს?

– რა თქმა უნდა, მაგრამ, თუ გყავს, კარგი უნდა იყოს, აბა, ნერვებს თუ მოგიშლის, მაშინ, გყავდეს გვერდით ფუტლარი. გვერდით უნდა მყავდეს კარგი ადამიანი, რომელსაც რაღაც რომ მომინდება, მოვუყვები, ვენდობი მთელი ცხოვრება და მეცოდინება, რომ ჩემ გვერდით ნამდვილი მამაკაცია.

ია: მე რომ მყავს გვერდით ასეთი ადამიანი, მინდა, რომ აგნესასაც ჰყავდეს, თან, მგონია, რომ „სასტავში“ ვიღაც გვაკლია.

აგნესა: მე მყავს ბევრი მეგობარი, რომლისთვისაც ეს პრობლემაა, მაგრამ, უამრავი გასართობი არსებობს, დავდივარ უცხოეთში და ვერთობით. სხვათა შორის, როდესაც სადმე მივდივარ და ვამბობ, რომ არ ვეწევი და არ ვსვამ, უკვირთ და მეკითხებიან: „კაკ ტი რასსლიაბლიაეშსია“? ჩემთვის განტვირთვაა კარგი სიტუაცია, ადამიანები, მეგობრები... ისინი რომ ხალისობენ, მეც კარგად ვხალისობ.


скачать dle 11.3