კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუკავშირა ცისია მეტრეველმა ცხოვრება „სპეცნაზელ“ მეუღლეს და რატომ დაიწყო მათი ურთიერთობა წინა ცხოვრებაში


მსახიობი ცისია მეტრეველი ფლობს ყველა იმ აუცილებელ დეტალს, რაც მსახიობს უფრო წარმატებულსა და რეიტინგულს გახდის. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მსახიობია, აქვს კარგი პლასტიკა, ხმა და სმენა. ცისია მუსიკისა და დრამის მსახიობია. ბოლო დროს მას მაყურებელი ხშირად ხედავს ტელეეკრანზე, სერიალში „გუნცაძეების ოჯახი.“ „გუნცაძეები“ მისი პირველი ტელესახე არ არის, ის რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ პირველ ქართულ სერიალში – „წვრილ ვარსკვლავთა ღამეშიც“ მონაწილეობდა. ცისიას გუნცაძეებისგან სრულიად განსხვავებული ოჯახი აქვს, ჰყავს მეუღლე ბონდო ოჩიგავა და ორი შვილი – ცოტნე და თორნიკე. შეიძლება, ბევრისთვის წარმოუდგენელიც იყოს, მაგრამ მისი ვაჟები 15 და 11 წლის არიან. თამაშობენ ფეხბურთს და როგორც გავიგე, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.


– „გუნცაძეებში“ ვიზუალური თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ხარ რეალური ცისიასგან. როგორ მოგწონს შენი გმირი?

– ჩემი გმირი ვიზუალურად ჩემგან მართლა მკვეთრად განსხვავდება. 40 წლის ქალი თავისი წითელი პომადით, ხუჭუჭა თმით, მორთულობით, გიჟური მანერებით. გადაღების წინ მაკიაჟს რომ მიკეთებენ, სარკეში საერთოდ არ ვიხედები. ვიცი, რომ გიჟს ვგავარ. ძალიან ბევრი ქალის როლი მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი „კიკიმორა“ არ მყოლია. ერთმა უცნობმა რომ მნახა, მითხრა, რა პატარა გოგო ყოფილხარ, დიდი მეგონეო. ისე, ბევრს ხალისობენ. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი როლია, რატომ იწვევს ასეთ გაკვირვებას, ვერ ვხსნი.

– მართალია, რეალურ ცხოვრებაში საერთოდ სხვანაირი ხარ ვიზუალურად, მაგრამ ქუჩაში თუ გცნობენ?

– უფრო ხშირად ბავშვები და ასაკიანი ქალები მცნობენ. ძირითადად მანქანით დავდივარ, მაგრამ მაინც იყო რამდენიმე შემთხვევა. ცოტა ხნის წინ არაგვისპირში ვიყავი მეუღლესთან ერთად. მომშივდა და ბონდო საჭმლის საყიდლად გადავიდა მანქანიდან. გამყიდველს ხურდა არ ჰქონდა და ბონდომ გამომძახა – ცისია, უფრო წვრილი კუპიურა ხომ არ გაქვსო. გამყიდველმა სახელის გაგონებაზე გამომხედა, დამინახა თუ არა, ალბათ, მიცნო. ახტა და სადღაც შევიდა, ცოტა ხანში კი ბონდოს ხურდა გამოუტანა. რომ წამოვედით, ჩემს ქმარს ვკითხე, ეს ქალი რას ხტუნაობდა-მეთქი. მიპასუხა, ჯერ მკითხა, ეს ის ცისიაა „გუნცაძეებში“ რომ არისო? რომ გაიგო, შენ იყავი, სადღაც გავარდა და უცებ ხურდაც გაუჩნდაო.

– ალბათ, ხალხის ყურადღება სასიამოვნოა...

– კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მე უკვე გავიარე, განსაკუთრებით მაშ შემდეგ, რაც „დოიმ“ „გაყრა“ დადგა. ამ სპექტაკლის შემდეგ, ძალიან დიდი ყურადღება წამოვიდა ჩემსკენ. მთავაზობდნენ სხვადასხვა სარეკლამო რგოლში გადაღებას, მქონდა ასევე ფოტოსესიები, სხვადასხვა კორპორატიული საღამოსა და პრეზენტაციების წამყვანიც ვიყავი. „გაყრა“ ისეთი გამოვიდა, რომ ხალხს 10-ჯერ აქვს ნანახი. იქ დედას ვთამაშობ, რომელიც ინტრიგებს ხლართავს და ქონების გაყოფა არ უნდა. მართლა ძალიან კარგი გამოვიდა. „გაყრიდან“ არის სიმღერა „ალალ მე,“ რომელიც მერე ლელა წურწუმიამ ჩაწერა.

– ცისია, შენ მოცეკვავე იყავი და როგორც მახსოვს, ასევე კარგად მღერი.

– კი, 15 წელი ვცეკვავდი, რაც „გაყრაში“ ნამდვილად გამომადგა. რამდენჯერმე შემომთავაზეს კიდეც სიმღერის ჩაწერა, მაგრამ უარი ვთქვი.

– რატომ?

– მომღერლობაზე პრეტენზია არ მაქვს. მირჩევნია, ჩემს პროფესიაში გამოვიყენო კარგად ცეკვაც და სიმღერაც. ორივე ჩემი ცხოვრების განვლილი ეტეპია და სერიოზულად აღარ ვუყურებ. მე პრეტენზია დღეს მსახიობობაზე უფრო მაქვს, ვიდრე სხვა რამეზე. სიმღერა ჩემი ჰობია.

– წარმოშობით რაჭველი ხარ და შენს ხასიათში თუ იგრძნობა ეს.

– სულ მეუბნებიან, შენ როგორი რაჭველი ხარო. ვერ ხვდებიან, რომ რაჭველებს ნელი ტემპორიტმი საერთოდ არ ახასიათებთ. ეს შეიძლება, მამაკაცებზე ითქვას, მაგრამ რაჭველი ქალები ბევრად უფრო დაქოქილები ვართ, ვიდრე მეგრელები და იმერლები. ამბობენ, რაჭველი ქალები ავები არიანო, რაშიც ვერავის დავეთანხმები. ჩვენ ავები კი არა, ძალიან სამართლიანები, ობიექტურები და პირში მთქმელები ვართ. აი, ემოცია და ფეთქებადობა კი მაქვს. შეიძლება, ბევრი მოვითმინო, მაგრამ თუ გადამეკეტა, მტრისას – აი, მაშინ ვხდები ნამდვილი, ტიპური რაჭველი ქალი.

– რამდენი წლის გათხოვდი?

– 18-ის. 19 წლის რომ ვიყავი, ცოტნე უკვე მყავდა.

– შენი მეუღლე სად გაიცანი?

– დაბადების დღეზე. იმ პერიოდში ანსამბლ „მხედრულში“ ვცეკვავდი. ბანკეტზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ რატომღაც მეგობართან ერთად, დაბადების დღეზე ვარჩიე წასვლა. დაბადების დღეზე კი ბონდოს მეგობრების წრე დაგვხვდა. იუბილარი მერაბ ჩიქობავა იყო. ბონდო შემოვიდა თუ არა, ჩემი ყურადღება მიიქცია. დაბადების დღის შემდეგ დამირეკა, მაგრამ ანგელოზები დავუფრთხე რაჭულად. მოკლედ, ჩვენმა საერთო მეგობარმა იაქტიურა და იმაჭანკლა. გაცნობიდან სამი თვის განმავლობაში ბონდოსთან საერთოდ არ მქონია შეხება. სამი თვის თავზე დამირეკა, შევხვდეთო. კარგად მახსოვს, იმ დღეს პირველად გადამიღეს რეკლამაში და კარგ ხასიათზე ვიყავი. ერთმანეთს შევხვდით. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. შეხვედრის შემდეგ, ზუსტად ერთ კვირაში, გადავწყვიტეთ დავქორწინებულიყავით და ოჯახშიც ოფიციალურად მოვიდნენ. არადა, საერთოდ არ ვფიქრობდი გათხოვებაზე. მე კი არა, ჩემი ჯგუფელების მიკვირდა, რა ეჩქარებათ-მეთქი.

– ასაკში რამდენია სხვაობა თქვენს შორის?

– 9 წელი.

– მომავალი მეუღლე რომ გაიცანი, მაშინ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი და მოცეკვავე გოგო იყავი. როგორი რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ ბონდო სპეცრაზმელი იყო?

– ყველა გოგოს მოსწონს, როცა გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავს. ბონდოს ძალიან კარგი ათლეტური აღნაგობა აქვს და მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი. ხომ იცი, ჯერ თვალი ჭამს, მერე კი ყველაფერს ათვითცნობიერებ. ფაქტობრივად, მე და ბონდო ჯერ შევუღლდით და მერე გავიცანით ერთმანეთი.

– როგორც ვიცი, შენი მეუღლე ექს-პრეზიდენტ, ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი იყო.

– „სპეცნაზი“ და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ხომ ერთი სტრუქტურაა, უბრალოდ, თანამშრომლების გადანაცვლება ხდება. ვინც იყო ამ სტრუქტურაში, მაშინ ბევრი იცავდა შევარდნაძეს. პრეზიდენტები მიდიან, მოდიან, მთავრობები იცვლებიან, ესენი კი რჩებიან. ერთი პერიოდი ადმინისტრაციული შენობებისა და სახელმწიფო რეზიდენციების დაცვის სამსახურის უფროსიც იყო. ახლაც ამ სტრუქტურაშია. ასე რომ, მას მსახიობობასთან არანაირ კავშირში არ აქვს. თავიდან, პატარა რომ ვიყავი, მისი სამუშაო გრაფიკი ცოტა მეხამუშებოდა, რადგან სულ სამსახურში იყო. მერე ამ ყველაფერს შევეჩვიე და რეაქცია არ მაქვს.

– პირველი სიყვარულია შენი მეუღლე შენთვის?

– ბონდო ჩემი პირველი სიყვარულია და სიტყვით ვერც იმას ავხსნი, როგორ შემოიჭრა ის ჩემში. ფაქტობრივად, შენელებული კადრივით მერე გავაცნობიერე ყველაფერი. უცებ აღმოვაჩინე ადამიანი, რომელთან ერთადაც მინდოდა ცხოვრება. ზოგი, როცა შეყვარებულია, სხვა არაფერი აინტერესებს და მომსახურების ზონიდანაა გასული. მე ნამდვილად არ ვყოფილვარ ასე და აბსოლუტურად პრაგმატულად ვუდგებოდი ყველაფერს. მგონი, ჩვენ წინა ცხოვრებაში ვცხოვრობდით ერთად, მერე უბრალოდ, აქ შევხვდით ერთმანეთს და ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ ყოფა. ჩემი მეუღლე ცივილიზებული ადამიანია და მისგან არავითარი შეზღუდვა არასდროს მქონია. ძალიან გამიმართლა, რადგან გვერდით არაჩვეულებრივი ადამიანი მყავს. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვაბალანსებთ და ხელს ვუწყობთ ყველაფერში.

– შენ თუ შეგიზღუდავს მეუღლე რამით?

– არა. მე ძალიან ლოიალური და შინაგანად დემოკრატი ადამიანი ვარ. ბოლოს და ბოლოს ოცდამეერთე საუკუნეა.

– ხშირად მანდილოსნები ასაკს მალავენ. შენ თუ გაქვს ამის პრობლემა?

– უკვე 34 წელი შემისრულდა და ასაკი არასდროს დამიმალავს. ჯერ ეს ერთი, ყველა მიცნობს, ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. მეორეც, როცა ხედავენ 15 წლის შვილი მყავს, 10 წლის ხომ არ გავაჩენდი? (იცინის). ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, გული არ დაბერდეს და შინაგანად იყო კარგად.

– ვრწმუნდები, რომ შენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი სიყვარულს უკავია.

– კი ასეა. ვნება შეიძლება გაქრეს, მაგრამ თუ ნამდვილი სიყვარულია ოჯახში – იქ ყოველთვის რჩება ურთიერთგაგება, ურთიერთთანხმობა და ურთიერთპატივისცემა. ამაზეა აგებული ყველაფერი.


скачать dle 11.3