ცვლილებები მძღოლებისთვის
მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტოროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის
1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
4. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, ხოლო, თუ სატრანსპორტო საშუალების გადამცემ პირს არ აქვს მართვის უფლება – დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
41 ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც, საქართველოს კანონების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად, სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
7. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც, საქართველოს კანონების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად, სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
შენიშვნა:
4. ამ მუხლის მე-3, მე-4, 41, მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
4 1. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ, პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.
7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო, 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ამ მუხლის 1-ელი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
მუხლი 117. ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)
1. სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც, საქართველოს კანონების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად, სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის –
გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით, განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო, 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.
მუხლი 119. სატრანსპროტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა (28.04.2006. ¹2962)
1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არ აქვს (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან):
ა) მართვის მოწმობა, ხოლო, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაიო დოკუმენტები –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
2. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა, მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანა საგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ან დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.
3. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაბოლქვში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.
4. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება –
გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
5. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და ის არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
6. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს იმ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
7. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის, ანდა, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვანისთვის ან იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის (28.04.2006. ¹ 2962)
1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
11. ამოღებულია (25.12.2009. ¹2456)
2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისთვის ან იმ პირისთვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით, წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით (25.12.2009. ¹2456).
მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა (14.12.2007. ¹5611)
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა, ან/და პირის მიერ მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისთვის, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო, 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.
მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით (28.04.2006. ¹2962)
1. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
2. სატრანსპორტო საშუალების მართვა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით
– გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
3. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა (28.04.2006. ¹2962)
1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით, ან მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლამდე ვადით (17.07.2009. ¹1505).
შენიშვნა:
1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო, 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით (22.7.07. ¹5027).
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (28.04.2006. ¹2962)
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას –
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 თვის ვადით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების, ანდა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე, მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას –
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).
9. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, ან შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რამაც გამოიწვია საცობის შექმნა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით (2.07.2010. ¹3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).